ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბესო
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2015


დედა

ახლა ღამეა, მთვარე მიღიმის,
მაგრამ ღიმილი შენსას არა ჰგავს,
სადღაც კუთხეში საათი ტირის
და ეს ტირილი მე სევდას მგვარავს.
ჩემ თავს ვინ ჩივის, მაგრამ ვხედავ, რომ
ვხედავ, რომ სევდა შენც მოგწვდომია,
დედავ, ხარს გაშლა, რომ მოგნდომია,
ჩვენი შუბი შენ მხარს ჩაგწვდომია.
შენ ჩვენითა ხარ დედავ მოხრილი,
ჩვენითვე გაქვს შენ ფესვი მოთხრილი,
დედავ, შეგვინდე ჩვენი თხრობილი,
დედავ, ისმინე ეს მოთხრობილი.
უფსრულის პირას მივედით ერი,
აი, კარს გვადგას ურჯულო, მტერი
ჩვენში არ დარჩა კეთილი, ქველი,
შენდობასა გთხოვთ ერი და ბერი.
ჩვენ აღარ გივლით მშობელო დედა,
რის გულისთვისაც შენ გეცა ელდა
და ამიტომაც დღე დაგვიბნელდა,
ბოდიშიც მოხდაც კი გაგვიძნელდა
            წინაპართ ვალი, რომ დაივივყეთ,
            აი, ამიტომ ღმერთიც გივიწყებთ,
            ჩემ ადგილას თქვენ ბევრიც კი გიწყენთ,
            მაგრამ შვილებო, მე ვერ გივიწყებთ.
რას ამბობ ჩვენო მშობელო დედა?!
გირტყით, გაგლანძღეთ დაგასამარეთ,
ლახვარი გულში გირტყით სამ არეთ,
მკვდრებში ცოცხალი დაგასამარეთ
და შენ ყველაფერს გვპათიობ დედა?
მე ხომ სიცოცხლეს ვეღარ გავბედავ,
ვაი, ლაპარაკს მე როგორ ვბედავ,
დედავ შეგვინდე, მშობელო დედა.
უცებ მოისმა ზარების რეკა,
ჩვენ უნებლიედ დავივყეთ დრეკა
და ცად გამოჩნდა მშობელი დედა,
ჩვენი მშობელის მშობელი დედა.
მან თავის შვილი გულში ჩაიკრო,
თვალი მრისხანედ ჩვენსკენ მოიპყრო,
ჩვენი ცოდვები თვისკენ მიიპყრო
და საქართველო ვერვინ დაიპყრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები