ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარმო
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2015


კვდებოდა ტყეში. (ნაწილი პირველი)

“შეუნდე,შეუნდე,შეუნდე ბნელ ცოდვილს,
ლუციფერს,ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლუციფერს,მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.”

გ.ტ




-ახლა რაღას იზამ,-ამბობდა ჯანო ჩაის ხვრეპით, -ვერაფერს, შენ ვერავინ მიგიღებს თავისთან, ვერცერთი წასული.უბრალო ხალხთან დიდხანს ვერ გაძლებ, გაგთქვამს ვინმე.ძველი დრო კი არ არის, თუ დაგიჭირეს, ხომ იცი რაც მოგივა, კლიტე შენთვის ყველაზე საშიში ადგილია. არ გაპატიებენ მაგას. მოკლედ დათა…
-თუთის ხე რომ გედგათ ეზოში,მოჭერით? -საერთოდ არ უსმენდა დათა.
-ჰა?ჰო, მოჭრეს მეზობლებმა, ეზოს ანაგვიანებდაო, ამათი..
-მთელი ბავშვობა მაგ ხეზე დავძვრებოდი, -წამოდგა დათა და ძველებურ, ვიწრო მინებიან შუშაბანდთან მივიდა, რომელიც პატარა ტოსკანურ ეზოს გადაჰყურებდა, -მერე დედაშენი..როდის დაიღუპა?
-წლისთავი წინა თვეში გავუკეთეთ, მისმინე დათა, ერთი ვარიანტია..
-საწყალი..
ჰო, ვერ მივუსწარი, -თავი ჩაქინდრა ჯანომ, -მაგრამ ებგური გვყავდა ერთი, ჯიგარი, იმან გამომიყვანა, სხვებმა,არაო,მაგრამ ყველას აგინა და მაინც გამომიყვანა, ბრასლეტებიც კი არ დამადო, ჩუმად ამიყვანა მანქანით სასაფლაოზე და შორიდან ვუყურებდე, როგორ მარხავდნენ.
-კარგი ქალი იყო, ბლინებს რო გვიკეთებდა, -დათა ფეხზე მდგარი დაჰყურებდა ჯანოს, ის თითქმის მისი ტოლი იყო, მაგრამ უფრო ხნიერს გავდა, განსაკუთრებით ახლა. ჯანოს,რომელსაც ყველა წასული იცნობდა, ახლა ხელები ფეხებს შორის მოექცია და თავჩაქინდრული საკუთარ ჭიქას დაჰყურებდა.
-ბოდიში რა, დათა,დარჩი ჩემთან.თუ აქ მოვლენ,ჩემ სიტყვას ვიტყვი, ხომ იცი?
დათამ თავი დაუქნია.
-რაზე დავფიქრდი იცი?რამდენი ხანია შემოდგომა არ მინახავს.სულ ისე ხდებოდა რომ კლიტეზე ვიყავი, -ფანჯრისაკენ მიატრიალა თავი ისევ, ეზოში ქარს ფოთლები კედლის ძირებში მიეყარა და აეკოკოლავებინა, კედელზე კატა იჯდა და ჩიტებს უთვალთვალებდა.არაფერი შეცვლილიყო ამ დროში, ეზოში მდგარი ონკანიდანაც კი ძველებურად მოწანწკარებდა წყალი.
-როდის გნახე ბოლოს?-ჰკითხა დათამ
-ვააჰ, აღარც მახსოვს, -გაეღიმა ჯანოს, -თვრამეტისა ვიქნებოდი ან ჩვიდმეტის და კოლონიაში მოხვედი, დარდი გაუშვი, უბანში ფეოდალი მე ვარო, რაღაცეები მომიტანე, საჭმელები.ზროსლები გამოგატანდნენ, თორე ისინი ჩემთან რას მოვიდოდნენ. მერე წახვედი და აჰა, ახლა ვხვდებით,ხან შენ იჯექი, ხან მე.
-რა გვკლავდა, რატომ ვწვალობდით ან შენ ან მე, გვეცხოვრა წყნარად რა.რაღა დაგვრჩა, ცოტაც და ბებრები ვიქნებით. რა გაგვიკეთებია ცხოვრებაში. რატო ბიჭო, რატო.პროსტა ვერ ვხვდები. მთელი ჩვენი ამბავი კამერის ფანჯარაა, სხვა რა გინახავს.
-მაშინ კარგი მეჩვენებოდა.მერე უკვე ძნელი იყო გაჩერება, არც მიფიქრია მაგაზე, ახლა რომ ვუკვირდები, რავიცი,ეგრე გამოვიდა და სხვა რა გითხრა, არავის ბრალი არაა.
  დათა გვერდით იყურებოდა, -ბავშვებიც კი არ გვყავს.რომ მოკვდები, დაიბარე, კარგად ჩაგაბეტონონ, იმიტომ რომ არავინ მოვა შენ საფლავზე ამოსული ბალახის დასაგლეჯად. ხედავ ვინ ვართ?
  ჯანო არაფერს ამბობდა, ხელისგულზე დაგროვილ ქაღალდის ნაგლეჯებს დაჰყურებდა.
-უჰ ამათი, -ხელისგულები მიარტყა ერთმანეთს დათამ, -ვის რა უნდა დავაბრალო, მაგრამ მაინც ამათი.წავედი მოკლედ მე ჯანო, წავედი და რამე იქნება.
-დაიცა დათა,დაიცა,-ჯანო მეორე ოთახში გავარდა, გზა და გზა ნაგლეჯები სცვიოდა, -გაგატანო რაღაცეები.
-კარები ღია დატოვე ჯანო, -გასძახა დათამ და მიაყურადა.
  ჯანო კართან შედგა და მას გამოხედა.
-ჰო კარგი,კარგი, -დაამატა შემდეგ, როცა მისი ნაწყენი სახე დაინახა.
  წამდენიმე წუთი ოთახიდან უჯრებში ქექვის ხმა გამოდიოდა, შემდეგ კი ჯანოც გამოყვა.
-აი,დათა, კი არაფერი, მაგრამ ისვრის რა,-ნაჭერში გამოხვეული რევოლვერი დაანახა, -ტყვიებიც სიგარეტის კოლოფშია,ნაძეჟნი,ტრუპიც არ ყავს.ცელკაა კაროჩე.
-ვა, ეს რა კარგი რამეა ჯანო, -დათა ხელში ატრიალებდა იარაღს და სინჯავდა, ჯერ საკეტი გაუხსნა,შემდეგ ლულაში ჩახედა, ერთი-ორჯერ გააჩხაკუნა და რომ დარწმუნდა საიმედოობაში,უკან, ქამარში გაიკეთა.
-აჰა, ესეც ფული, ცოტა ხანს გეყოფა.
-არ მინდოდა იმის თქმა, მაგრამ ჰო იცი ჯანო..
-კი,კი დათა, წასულები ვართ ორივე, მაგის მეტი რა ვიცი.
  დათა მეგობარს გადაეხვია, რამდენჯერმე დაუტყაპუნეს ზურგზე ხელი ერთმანეთს უხერხულად.
-აბა, ს ბოგამ.
-საით წახვალ ეხლა შენ დათა, -ჰკითხა ჯანომ და სანამ დათა იტყოდა რამეს,თვითონვე უპასუხა, -ჰო,რა ბაზარია, არც უნდა მეკითხა.
-შენთან მოვლენ ჯანო და კითხვას დასვამენ. შენ რომ ტყუილი თქვა, მაშინ ყველაფერზე უნდა აიღო ხელი, იმიტომ რომ მე ახლა შეცდომიანი ვარ და შეცდომიანის გამო ძმებთან ტყუილი არ მოსულა.
-ერთი მაგათიც, ძმები არა ის.
-მისმინე,რაცაა.სანამ წასული ხარ, ძმებად ითვლებიან, უთხარი რო ვიყავი და ძმაკაცობაში მომეხმარე.
-მე ვიცი რასაც ვეტყვი დათა, კიდე მაქ ვესი,ხო იცი
  “ვესი არა ის” გაიფიქრა დათამ და კარები გამოაღო, მაგრამ სანამ გარეთ გავიდოდა კარგად მოათვალიერა იქაურობა.




                                                                                                              ***


  ტყეში ცხოვრება საშინელებაა, მითუმეტეს მაშინ თუ აქამდე ერთხელაც არ გაგივლია ბუნებაში და კლიტის კაცი იყავი სულ, მაგრამ სად უნდა წასულიყო დათა გულანშარი სხვაგან, როცა მისთვის ყველა კარი დაიკეტა და ყველა მას ედგა კუდში, ფარაონებიცა და წასულებიც, ორივეს თავისი მიზეზი ჰქონდა, არც ერთი იყო ერთმანეთზე უარესი და ორივე საკმარისი, იმისათვის რომ დათა ყველაზე გადასაგდები კატის ცინდალივით გაესტუმრებინა იმ ქვეყნად.მას კი,დევნილს,ამ ბოლო დროს სისოცხლისათვის სხვანაირად შეეხედა და ოდნავ გაკვირვებით აღმოეჩინა რომ ჰყვარებოდა და ჯერ არ უნდოდა მასთან გამოთხოვება,სხვა შემთხვევაში იქნებ კიდეც დარჩენილიყო და გაემართა ბრძოლა მდევნელთათვის.
  ამიტომ იფიქრა,იფიქრდა და ყოვლად უცნაური აზრი მოუვიდა თავში,ამაში იქნებ ყრმობაში ნაყურებმა ფილმმაც ითამაშა თავისი როლი,სადაც მისი სეხნია ნაირ-ნაირ ტყეებში იმალებოდა და ხურდა ფულებს ჰაერშივე არტყამდა ტყვიებს ანდაც სხვა და სხვა კლიტეებში გაგონილმა ამბებმა წასულების “პაბეგებზე” მაგრამ ისე გამოვიდა,რომ მაღაზიაში,რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო,ახალ დროებას შეუჩვევლობის გამო,ჯანოს ფულით “პრიპასები” იყიდა და ტყისაკენ დაიძრა,რომელიც იქვე ქალაქის თავზე დაშრიალებდა,მაგრამ ხალხი მაინც ერიდებოდა,იქ მცხოვრები მგლების მოზრდილი სათვისტომოს გამო.
  ერთი თვე ტყეში ცხოვრების შემდეგ კი დათას ჯერაც არ ენახა მგელი,მხოლოდ ციყვები,ჩიტები და რაღაც პატარა არსება,რომელიც მის დანახვაზე სადღაც გაიქცა.მაგრამ კიდეც რომ შეევლო თვალი მგლისათვის,იქნებ ვერც ეცნო და ძაღლში არეოდა,რადგან მგლები კი ენახა,მაგრამ მხოლოდ პატიმრების მხრებზე და გულებზე.
  საერთოდაც,რომ აკვირდებოდა,ბევრი არაფერი იცოდა აქაურობის,ხეების სახელებსაც ვერ გეტყოდათ,რომ გეკითხათ.თავს ძალიან უცოდინრად გრძნობდა და ეს უშხამავდა გულს.არაფერი არ იცოდა ამ სამყაროსი.
  ზამთრის პირი ტყეში ყველაზე ცუდი დროა.ჰაერში უკვე გარეულა სუსხი, წვიმს და შემოდგომის სითბოს ნელ-ნელა ართმევს მიწას.ხეები გამხმარე ფიჩხად ქცეულან,რადგან ყველა ჩამოსაცვენი ფოთოლი უკვე ძირს აფენია და მათ შორის ალაგ-ალაგ ამოწვერილა დაგვიანებული  ბალახი მწვანედ.ცას მუდმივად ნაცრისფერი დაჰკრავს და ისე დაბლა ჩამოღვენთილა რომ ხელითაც მისწვდები.აქაურობა ძალიან მოსაწყენია,თუ ისე მარტო ხართ,როგორც დათა იყო,რომელიც საცხოვრებლიდან დაბლა,ტყეში ჩამოსულიყო და მღვდილს რჩევით კოწახურის ბუჩქებს ეძებდა,პირის გასასველებლად.
  ბევრ რამეში ეხმარებოდა დათას.ამოსვლიდამ ორ დღეში იპოვა,როცა თხელ ტანსაცმელში გათოშილი ცეცხლის ანთებას ცდილობდა.დათას უარის მიუხედავად,თავისთან წაიყვანა ეკლესიაში,რომელიც მთის ძირში იდგა.რაღაც ძველმანები მისცა,ვიდი კი არ ჰქონდათ,მაგრამ ათბობდა,ფეხსაცმელები,ცოტა ნავთი და გამოუშვა.იმის მერე ხან მღვდელი ადიოდა ციხეზე,ხან დათა ჩამოდიოდა მასთან ეკლესიაში.
  საჭმელსაც აჭმევდა ხოლმე,იმიტომ რომ დათას მარაგი უკვე გასთავებოდა.თვითონ მღვდელთან გლეხებს ამოჰქონდათ პროვიზია ხანდახან.მოკლედ დიდი არაფერი ძმაკაცები შეიქნენ,დათამ ერთხელ უთხრა,თუ მიკითხონ არ მიცნობო და ისიც არ ჩასძიებია დიდად.სხვანაირი კაცი იყო,არ აინტერესებდა ამქვეყნიური ამბები.მანაც ერთხელ უთხრა დათას,ვილოცოთო.მის პასუხზე “მამაო,არ გეწყინოს,მაგრამ მაგეების ვერ მჯერაო” მხოლოდ გაიღიმა და თავი დაუქნია.
  დალშე უბრალოდ ლაპარაკები გამოსდიოდათ.ერთხელ ეკლესიის მღვრიე,გლეხური ღვინოც დალიეს,კლიტის საზიღრობებს ნაჩვევს,მოეწონა.
  ეცინებოდა,ეს რა ამბებში მოვხვდიო,მაგრამ ბევრს ფიქრობდა,მღვდელს ფურცლები სთხოვა და იქ იწერდა თავის ბატიფეხურით ფიქრებს,წიგნები კი ჰქონდა წაკითხული,გააჩნია სად იჯდა,ყველგან არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა.
  სად ცხოვრობდა და ძველისძველ დანგრეულ ციხეზე,სადაც დილით ისე იდგა ნისლი,როგორც კამერაში პაპიროზის ბოლი.ამეებს ვერ გავცდიო,ერთხელ გაეხუმრა მღვდელს,ამგრამ კაი ადგილი იყო,ყველაფერი ჩანდა გარშემო იმ მთის წვერიდან სადაც ის აეშენებინათ.ერთ მხარეს ტყე,მეორეზე თვალუწვდენელი ველები და სოფლები.თან მიუდგომელი იყო,წინასწარ თუ არ იცოდი,სად უნდა დაგედგა ფეხი,იქნებ კიდეც გადავარდნილიყავი ბარდებით ამოვსებულ ხევებში.არ ყოფილან ძველი ხალხი არიფებიო,სად ნაფიქრი სად მომეხმარაო,ფიქრობდა ხანდახან.
მაგრამ გაუჭირდებოდა ხოლმე,ეშინოდა ამხელა სივრცის და სიმაღლის.დიდხანს ვერ ძლებდა პატარა ოთახს ნაჩვევი.აშინებდა ეს უკედლობა და უჭერობა,რადგანაც ციხისთვის ისინი დიდი ხნის წინ მოენგრიათ და ახლა მხოლოდ ნაციხარი იყო,ზუსტად ისეთი,როგორიც მას შეეფერებოდა.აქ მის გარდა არავინ ამოვიდოდა,არავინ გაუყადრებდა თავს.
საერთოდ ტყეში ერჩივდა ყოფნა.ჩამოდიოდა და ეძებდა რამე გასართობს.ერთგან ნახა ნასახლარი,ეგ იყო და ეგ. ეჩვეოდა იქაურობას,ბილიკებს იმახსოვრდება,ტყის ხმების გარჩევაც დაიწყო.მაგრამ წვიმებმა გაურთულეს საქმე,რამდენჯერმე მაგრად დასველა და იმის მერე მღვდელთან ჩერდებოდა ხოლმე.პატარა ოთახში,გახურებული ღუმლის გვერდით იჯდა და მის ხმადაბალ ლოცვებს უსმენდა.მღვდელი მშვიდი იყო,პირდაპირ ელაპარაკებოდა ღმერთს,ამბებს უყვებოდა.დათას გამოხედავდა ხოლმე,რომელსაც თავი კედელზე მიედო და ეძინა.მაშინ პირჯვარს გადასწერდა ნაჩვევი ხელით.მიდიოდა ცხოვრება ასე,იქამდე სანამ დათა,გაწბილებული მისგან,რომ  კოწახური ვერ იპოვა,ციხისკენ არ წამოვიდა.

                                                                                                    ***
-ვა,ეს ნახე.მამაო ტო!-ამბობდა ერთი ოქლაქი და ქურთუკის ქვეშ,ქამარში რაღაცას ინახავდა.
-ეს აქ საიდან რო?!-კითხულობდა მეორე.ასევე არანაკლები ოქლაქი და თან ყოვლად უგვანი თეთრი სპორტული ფეხსაცმელები ეცვა.
-ამათ ხო ბაითები აქვთ ღმერთების,ყველგან.ეს რა არის.უდაბნოებში უნდა ნახო.კლდეებში აქთ სახლები.ან წყალი არ უნათ ან კიშკები.
-ნახე როგორ უვერენად მოდის.
-მა რა.ღმერთის ტრაკით არი და რატო არ წამოვა?!
-ჰი ჰი ჰიი.
-კაი შეჩემა,რა გაცინებს.გაუტყდება და ვაბშე ლოცვებში ცუდად იბაზრებს შენზე.მერე მაღლა გაიგებენ,ჩვენზე კაიფობსო და მისასვლელი აღარ გექნება.
-ჰი ჰი ჰი..ერთ ხავერას დამამადლებენ ტო?მე ვიცი რო წასულები ევასება ღმერთს და რამე.
-ჰო,მაგრამ უვაჟენია უნდა.გაჩე ეხლა,მოვიდა,მაცა ვებაზრო.
-გამარჯობა მამაო,-უთხრა პირველმა ოქლაქმა კაცს,რომელიც პირდაპირ მათ საპირისპიროდ მოდიოდა ბილიკზე.
დათა ვერ მიხვდა,რატომ ეძახდნენ მამაოს,მაგრამ შემდეგ წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი და ამის  ამბავში მღვდელი ვგონივარო.ღრმად ამოისუნთქა
-გამარჯობა,აქ რამ მოგიყვანათ?-უპასუხა მშვიდად,მღვდლის მიბაძვით და ხელით რაღაც პირჯვრის მსგავსი გადაწერა.
-აუ ესენი კი არ ვიცი.ხელზე გაკოცოთ თუ რა ვქნა.ბოდიში რა,მამაო,არ მისწავლია,-ნიკაპი მოიქექა პირველმა ოქლაქმა.
-არა,კაცო,რა კოცნა,მაგრამ საერთოდ ხელზე უნდა,-თავი გაიქნია დათამ და ხელიც ოდნავ წინ გაიშვირა.
საკოცნელად კი ჯერ პირველმა ოქლაქმა დაიჩოქა უხერხულად და აკოცნა,შემდეგ კი რატომღაც შუბლიც მიადო.დათამ მეორე ხელი წაუტყაპუნა თავზე.მეორემ,რომელიც ამრეზით უყურებდა მას,რამდენიმე წამი იყოყმანა,მაგრამ შემდეგ მანაც აკოცა.
-აბა,მითხარით ეხლა,აქ საიდან გაჩნდით?
-კაროჩე,მამაო,რა ხდება ეხლა.ვიღაცას ვეძებთ რა.ჰოდა სვოდკა მოგვივიდა,იქნებ მანდ იყოს კიდეცო,-სიგარეტი ამოიღო პირველმა და ტუჩის კუთხეში ჩაიდო.
  ახლა კი დასცხა დათას.და ხელები ზურგზე შემოიწყო.სახეზე დაინტერესება დაეტყო,სინამდვილეში კი,ქამარში გაკეთებული რკინა მოისინჯა.
-გამოიქცა რა და ახლა ვეძებთ,ბავშვები ხო იცი.ვიღაც ბიჭს წამოჰყოლია და დედამისმა გვითხრა,აქ შეიძლება იყვნენო.ჰოდა,თუ გვაპოვნინებ,ეგ ისეთი კაცის შვილია,რო არ დაგეკარგება.
  “რა?”
-ბავშვები გამოგეპარათ კაცო?-კიდევ ერთი დიდი ამოსუნთქვა.
-ჰო რა.და ეხლა დავეძებთ,დავდივართ აქეთ-იქით.
-კაი დღეში კი ყოფილხართ,-ჩაიცინა დათამ,-აქ ბავშვებს რა უნდათ.მთელი დილაა ტყეში ვარ და ჯერ არავინ მინახავს.მე ვერავინ გამეპარება,თქვენც ხომ გიპოვეთ?!
-ჰაჰ,ეგენი გუშინ გამოიქცნენ.ჩვენ კი ყველგან ვეძებთ,მაგრამ აქაც ამოვედით,ვარიანტები მოგვცეს.კაროჩე,ჩვენ კიდე მოვძებნით,მაგრამ იქნება შენ თუ ნახო,გაგვაგებინო მამაო.ბავშვია,რა დროს მაგის გაპარვებია.ხო აზზე ხარ?
-არ ვიცი.აქ არავინ არაა.ჩემი და მგლების გარდა.
-ჰი ჰი ჰი,ჩვენც მგლები არა ვართ,ქევხო?-ჩაიცინა მეორემ,უკან მდგომმა,უფრო აპასნმა და ჩათლახმა ვიდრე წინ მდგომი იყო.
-კარგი მამაო,ჩვენ მაინც მოვძებნით კიდე და თუ გაიგო რამე.ხო იცი.ნომერი დაიჭი.
ოქლაქებს თითქმის მანქანამდე მიჰყვა,ისე რომ ვერ შეამჩნიეს.კოჟამზე(არ ვიცი ეს როდის დავწერე,მაგრამ მომწყონს რაღაც ჟღერადობით და მენანება წაშლა) ფოთლებს ისე მიჯეგავდნენ რომ ახლო-მახლო სოფლებიდანაც კი გაიგებდნენ მათ ხმას,თვითონ კი არაფერი ესმოდათ.ჩასხდნენ და წავიდნენ.მაგრამ იქნებ უკანაც მობრუნებულიყვნენ,საფიქრი იყო.ჯერ მღვდელი უნდა გაეფრთხილებინა.ამიტომ ეკლესიისკენ წავიდა,შემდეგ კი ციხეზე ავიდოდა და ბუნაგის შეცვლაზე დაიწყებდა ფიქრს.კიდე კაი ხანს გავჩერდი ერთ ადგილასო. მაინც არ ეთმობოდა აქაურობა.
  ეკლესიასთან მალე მივიდა.ზუსტა მთის ძირში იდა,სადაც ტყე მთავრდებოდა და შიშველი ფერდი იწყებოდა,მთისა.მღვდელი ეზოში შეშას ჩეხდა.ანაფორა გაეხადა და მხოლოდ უბრალო კუბოკრული  პერანგი ეცვა,რომელიც შარვალში ჩაეტანა და მის გამოყვანილ წელს აჩენდა.ნაჯახის მოქნევისას დაკაპიწებულ მკლავებზე კუნთები ებერებოდა.
სანერვიულო რომ არ ჰქონოდა დათას,ამ ნესტიან ამინდში რიტმული ჩეხვის ხმის მოსმენას არაფერი სჯობდა.
-გამარჯობა დათა.დაამთავრე შემოვლა?-ჰკითხა მღვდელმა ღიმილით.ნაჯახი გვერდზე გადადო და კუნძზე ჩამოჯდა.
-გაუმარჯოს მამაო,აქეთ ვინმე ხო არ ყოფილა?
-სტუმრებს ელოდები?
მაგრად იტყოდა ხოლმე რამას.ეს მოსწონდა დათას.ადამიანობას რომ ავლენდა.
-როგორ გევასება,რო მეკაიფები.საღოლ,ტონკი ხარ..
-შენ ციხეზე ვიღაცეები ავიდნენ.
-ჰა?-ნირი ეცვალა დათას,-ვინ არიან?
-არ ვიცი,არ დავაკვირდი,-მღვდელმა გახუნებული ცხვირსახოცით სახიდან ოფლი მოიწმინდა,-ვინმეს ელოდებოდი?
-იქ რომ ავლენ და ჩემ ბაგაჟს ნახავენ,ეგ არაფერი?
-მე რა უნდა მექნა.ეს ტყე ყველასია,ციხეც.ყველაფერი ღვთის ნებაა.აქ რომ ამოდიოდი,ეგ უნდა გცოდნოდა დათა.
-აჰა,ნამიოკიც მესროლე.
  მღვდელმა მხოლოდ ჩაიცინა,და წამოდგა,-ეს ტყე ყველასია.,-გაიმეორა მან და კუნძზე დადებულ შეშის ნაჭერს ნაჯახი დასცხო.ნაჭერი ორ ტოლ ნაწილად გასკდა და ძირს დაცვივდა.
-ოოო!-ხელი აიქნია დათამ და გამობრუნდა.მღვდელი რომ უნდა გაეფრთხილებინა,სულ დაავიწყდა.ის ციხისკენ წავიდა,რომ გაეგო ვინ იყვნენ სტუმრები.


პირველი ნაწილის დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები