შენ ოღონდ ფიქრი არ შეწყვტო ედი შენებრი, გახსოვს? ნაქურდალ იმედებს რომ ყოფდი სულ ორზე, მე მიყვარს შენი უცნაური სულის ვერლიბრი, მიყვარს რომ შენი წაკითხვისას მჭირდება მორზე... შენ ოღონდ ფრთები არ დაკეცო, როცა გაფრენილს აგედევნება ნაოცნებარ სულის ნიავი, გადაუფრინე დედამიწის ყველა ქვაფენილს, და ქალაქები სადაც უფრო მკვეთრად ბზინავენ არ დაიღამო, ადი ცამდე მიწვდილ მწვერვალზე, რომ სიმაღლიდან გადმოხედო ქვეყნის ალიონს, მელაპარაკე ეშმაკივით ყველა ენაზე, ჩემს გარდა წუთიც აღარავის არ შეალიო... ედი შენ უფრო წარმოსახვის მკვიდრი ხარ ჩემში, ვნების რითმებმა ემბრიონი შვეს და მითია, არ დაბრუნება და ამ ქვეყნად ისე თარეში, რომ არ მიყვარდე. მე სანთელი არ ამინთია, არ მილოცია სიყვარულის მაშუალ ღმერთებთან, როცა სურვილი ყოველ ჯერზე იყო სულ მეტი, ვითვლიდი წლებს და გადასერილ ასჯერ ვენებთან, ვითვლი სხვაობას ჩვენს შორის და ათი, თხუთმეტი... ვერ გავიმეტეთ ერთმანეთი, რაღაც დოგმები, გვაიძულებენ ვიოცნებოთ ესოდენ შორზე, ედი მე მიყვარს შენში ჩემი ეპიზოდები, მიყვარს რომ შენი წაკითხვისას მჭირდება მორზე... Qali Kameliebit
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. კარგი დრო იყო დიანა❤️ პატივისცემა ჩემგან კარგი დრო იყო დიანა❤️ პატივისცემა ჩემგან
28. რა სასიამოვნო იყო <3 +2 რა სასიამოვნო იყო <3 +2
27. ქვის სტუმარი... არადა ოქროს გული გაქვს )) გავითვალისწინებ რათქმაუნდა! მადლიერი ვარ <3 <3 <3 ქვის სტუმარი... არადა ოქროს გული გაქვს )) გავითვალისწინებ რათქმაუნდა! მადლიერი ვარ <3 <3 <3
26. ძალიან პირადული! ძალიან პირადული!
24. დამაჯერებელი არგუმენტია. )) მე მაინც გირჩევდი, მსგავს, ტაქტით განპირობებულ მსხვერპლშეწირვებს მოერიდო. კარგად რომ არ წერდე, საერთოდ არაფერს გირჩევდი. ;)
წარმატებები! დამაჯერებელი არგუმენტია. )) მე მაინც გირჩევდი, მსგავს, ტაქტით განპირობებულ მსხვერპლშეწირვებს მოერიდო. კარგად რომ არ წერდე, საერთოდ არაფერს გირჩევდი. ;)
წარმატებები!
23. რაში მჭირდება "მორზე", თუ არა - რითმისთვის? - რაში და ბრაილის შრიფტის კითხვისთვის! ))
სტუმარი ღვთისაა დიდი მადლობა <3 რაში მჭირდება "მორზე", თუ არა - რითმისთვის? - რაში და ბრაილის შრიფტის კითხვისთვის! ))
სტუმარი ღვთისაა დიდი მადლობა <3
22. ბრაილით კითხვა გამიგია, აი, მორზეთი კითხვა - რაღაც ძალიან ახალია პოეზიაში. )) ხუმრობა იქით იყოს და კარგად წერ, მაგრამ როგორც უსაშველოდ მომთხოვნი მკითხველი, მოვითხოვ, დამანახო, რაში გჭირდება "მორზე", თუ არა - რითმისთვის. ) ბრაილით კითხვა გამიგია, აი, მორზეთი კითხვა - რაღაც ძალიან ახალია პოეზიაში. )) ხუმრობა იქით იყოს და კარგად წერ, მაგრამ როგორც უსაშველოდ მომთხოვნი მკითხველი, მოვითხოვ, დამანახო, რაში გჭირდება "მორზე", თუ არა - რითმისთვის. )
21. ძაან მომწონს შენი ლექსები... +2 ძაან მომწონს შენი ლექსები... +2
19. თამარ ბაბილუა ... მადლობა! თამარ ბაბილუა ... მადლობა!
18. ლაშა ... ლიკა ... შოკში ვარ! ლაშა ... ლიკა ... შოკში ვარ!
17. მომწონს. :) მომწონს. :)
16. შენა ხარ კაი გოგო შენა ხარ კაი გოგო
15. იცის ავტორმა ჩემი აზრი ამ ლექსზე. არის კარგი სახეები მაგრამ უკეთესი ისაა რომ უფრო ბევრად კარგადაც წერს 5 იცის ავტორმა ჩემი აზრი ამ ლექსზე. არის კარგი სახეები მაგრამ უკეთესი ისაა რომ უფრო ბევრად კარგადაც წერს 5
14. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვიცი ურაკპარაკის შესახებ, მაგრამ მერიდებოდა რაღაცნაირად, ჩემი მოკრძალებული შემოქმედების ადგილი არ იყო აქ, მერე მეგობრებმა მითხრეს, რომ ამ საიტზე კრიტიკამ, არაერთი პოეტი გამოაწრთოო... დახვეწაო... ამან ინტერესი გამოიწვია ჩემში, მე დიდი სურვილი მაქვს ჯანსაღი კრიტიკის წნეხი ვიგრძნო, - რატომ? - არ ვიცი! - ალბათ იმიტომ რომ თავად არ მაკმაყოფილებს ის დონე რომელზეც დღეს ჩემი შემოქმედება დგას. არ მაკმაყოფილებს, რადგან ჩანს პოტენციალი, რომელსაც უფრო მეტის თქმა შეუძლია. ახლახანს გავიღვიძე... წვიმიანი დღეა... თითოეულმა კომენტარმა სიხარული და ღიმილი მომიტანა... მადლიერი ვარ გამეტებული სითბოსთვის... ანანე კიკნაძეს - განსაკუთრებული მადლობა, უსათუოდ გავითვალისწინებ. სიხარული და სიკეთე არ მოგკლებოდეთ მეგობრებო.
სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვიცი ურაკპარაკის შესახებ, მაგრამ მერიდებოდა რაღაცნაირად, ჩემი მოკრძალებული შემოქმედების ადგილი არ იყო აქ, მერე მეგობრებმა მითხრეს, რომ ამ საიტზე კრიტიკამ, არაერთი პოეტი გამოაწრთოო... დახვეწაო... ამან ინტერესი გამოიწვია ჩემში, მე დიდი სურვილი მაქვს ჯანსაღი კრიტიკის წნეხი ვიგრძნო, - რატომ? - არ ვიცი! - ალბათ იმიტომ რომ თავად არ მაკმაყოფილებს ის დონე რომელზეც დღეს ჩემი შემოქმედება დგას. არ მაკმაყოფილებს, რადგან ჩანს პოტენციალი, რომელსაც უფრო მეტის თქმა შეუძლია. ახლახანს გავიღვიძე... წვიმიანი დღეა... თითოეულმა კომენტარმა სიხარული და ღიმილი მომიტანა... მადლიერი ვარ გამეტებული სითბოსთვის... ანანე კიკნაძეს - განსაკუთრებული მადლობა, უსათუოდ გავითვალისწინებ. სიხარული და სიკეთე არ მოგკლებოდეთ მეგობრებო.
12. და ქალაქები სადაც უფრო მკვეთრად ბზინავენ ??? რა ბზინავს? თუკი ქალააქები, მაშინ" სადაც" არ არის სწორი . სანთლის ანთების თემამ გააფუჭა... არადა რა კარგია რამდენიმე ფრაზა. მაინც დადებითად უნდა შევაფასო. გადამდები ემოციაა. და ქალაქები სადაც უფრო მკვეთრად ბზინავენ ??? რა ბზინავს? თუკი ქალააქები, მაშინ" სადაც" არ არის სწორი . სანთლის ანთების თემამ გააფუჭა... არადა რა კარგია რამდენიმე ფრაზა. მაინც დადებითად უნდა შევაფასო. გადამდები ემოციაა.
11. სასიამმოვნოდ გაოცებული დამტოვე,აქ წერაც დაუწყიათ,ნამდვილი პოეზიის წერა... სასიამმოვნოდ გაოცებული დამტოვე,აქ წერაც დაუწყიათ,ნამდვილი პოეზიის წერა...
9. პირადული და სასიამოვნო. პირადული და სასიამოვნო.
8. ამ საიტზე ჩემი ფავორიტი პოეტი შენ ხარ, რაღაცნაირად მევასები ამ საიტზე ჩემი ფავორიტი პოეტი შენ ხარ, რაღაცნაირად მევასები
7. დიდი მადლობა მეგობრებო!!! დიდი მადლობა მეგობრებო!!!
5. ელაპარაკე ეშმაკივით ყველა ენაზე, ჩემს გარდა წუთიც აღარავის არ შეალიო... ელაპარაკე ეშმაკივით ყველა ენაზე, ჩემს გარდა წუთიც აღარავის არ შეალიო...
4. წაკითხული მქონდა))) და მომეწონა ))) წაკითხული მქონდა))) და მომეწონა )))
3. ეს ფეისბუქზე წავიკითხე, კარგი ხარ დიკო, როგორც ყოველთვის. ;) ეს ფეისბუქზე წავიკითხე, კარგი ხარ დიკო, როგორც ყოველთვის. ;)
2. გმადლობ კოლან. სასიხარულოა! <3 გმადლობ კოლან. სასიხარულოა! <3
1. დავიწყე თუ არა კითხვა მივხვდი ,რომ ჩემთვის საყვარელი ლექსების სიაში შევიდოდა, დღიურში წავიღებ )( , ბედნიერებას გისურვებ დავიწყე თუ არა კითხვა მივხვდი ,რომ ჩემთვის საყვარელი ლექსების სიაში შევიდოდა, დღიურში წავიღებ )( , ბედნიერებას გისურვებ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|