ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ნოემბერი, 2015


წვიმს, სიცივეა, შენ იგვიანებ

წვიმს, სიცივეა, შენ იგვიანებ, მე გელოდები. შემდეგ ეს ლოდინიც დამღლის და დასაძინელად დავწვები. მოხვალ გვიან, ისეთ დროს არასდროს-ს რომ სჯობს. კარებს ჩუმად გააღებ და ფეხაკრეფით შემოხვალ ''ჩვენს'' ოთახში. საბანს ნაზად გამისწორებ, რომ არ გამაღვიძო. მე კი რა თქმა უნდა, მაინც გამეღვიძება, მაგრამ თვალებს არ გავახელ, რადგან ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მსიამოვნებს შენი სიფრთხილე-შეპარული მზრუნველობა.
წვიმს, სიცივეა, მე კი უსახლკაროსავით ვარ შემოხიზნული შენს მკლავებს. შენთან ყოფნაა ჩემთვის ბედნიერების ცხრავე ცა. არ მინდა ამის გარეშე მიწევდეს ცხოვრება, მაგრამ ეს ჩემი ''მინდა'' მხოლოდ ოცნებაა და სხვა არაფერი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ სარკის წინ დამდგარს უჩემობა არ გეთაკილება, ამაყად ისწორებ პერანგის საყელოს და მიდიხარ შენი ახალი თავგადასავლისკენ.
წვიმს, სიცივეა, შენ იგვიანებ. მე უკვე ვხვდები, რომ ლოდინსაც აღარ აქვს აზრი. ფანჯარას ვაღებ, სუფთა ჰაერით ვივსებ უშენობას. დავხედავ ლოგინზე შენთვის განკუთვნილ ადგილს, რომელიც წლების განმავლობაში თაროზე უმიზნოდ დაგდებულ წაუკითხავ შიგნს დაემსგავსა, მას არავინ იყენებს. მე შენ უჩვეულოდ მენატრები. შენ მე უჩვეულოდ შემიჩვიე, შემდეგ კი გადამეჩვიე.
წვიმს, სიცივეა, შენ იგვინებ. მეტი რაღა ვთქვა, ალბათ აღარც გახსენდები, საბანსაც ჩემისით ვისწორებ, რადგან ვიდრე უშენობით გაციებულს წამომახველებდეს მირჩევნია ჩემს თავს თვითონ მივხედო. მე არ გემშვიდობები, მაინტერესებს ამის შემდეგ როგორი იქნება შენს თვალებში ჩემი ანარეკლი, მხოლოდ და მხოლოდ ესაა, მეტი არაფერი.
წვიმს, სიცივეა, შენ უკვე საკმარისზე მეტად იგვიანებ...
არადა ასე არ შეიძლება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს