ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლოთი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 დეკემბერი, 2015


ერთი წელი

ჩემო სიყვარულო ერთი წელი გავიდა რაც ჩვენ ცოლ–ქმარი ვართ, ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, კარგიც, ცუდიც, ყველფერი მახსენდება და თვალზე სევდის ცრემლი მაწვება, მინდა მადლობა გითხრა იმ წამებისთვის და წუთებისთვის, რომლებიც ერთად გავატარეთ და გავატარებთ კიდევ, მინდა ისევ ხელახლა აგიხსნა სიყვარული და გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ.
ყოველ გასულ წამზე, წუთზე და დღეზე მეტად მიყვარდები, შენით ვიძინებ და ვიღვიძებ ჩემო სიცოცხლევ, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანმა იარსებობს, დღეს მე ვერ გიძღვნი ვარდებს და ძვირფას საჩუქრს, რაზეც ძალიან გული მწყდება, მაგრამ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, მინდა იცოდე, რომ შენით და შენთან ერთად ყველა პრობლემას დავძლევ და ყველა გაჭირვებას გადავლახავ, დღეს ჩვენი სიყვარულის ზეიმია და ამ ზეიმის სიყვარული შენ ხარ ერთადერთო, მიყვარხარ ისე, როგორც არავის არასდროს ყვარებია, მიყვარხარ ისე, როგორც იციან ცას მოჭიკჭიკე ფრინველებმა, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები ესე და უფრო ძლიერად, რადგან ყოველ გაუსლ წამზე მეტად მიყვარდები, შენხარ ჩემი ცხოვრება და თუ ვინმეს დააინტერესებს ჩემი ცხოვრების ისტორია ვეტყვი, რომ სწორედ შენ ხარ ჩემი ცხოვრების ისტორია..... მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს