ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 იანვარი, 2016


ბრი

რატომ ატირდი?
რას დასტირი კი არ მომკვდარა,
შენ თავად ნახე ცოცხალია
და უვნებელი. .

გადაიხადე საზღაური ბედნიერების,
იმ დღეებისთვის,
როცა უყვარდი და გულში გიკრავდა.

ჰო არ შეშინდი?
რამ შეგაშინა ჩემო თავო,
თვალები რომ დაუღამდა და მზე ჩაუქრა?
რომ ვეღარ თბები
და ტოტებივით ჩამოყრილ ხელებს მხრებზე აღარ გხვევს,
ამან დაგაფრთხო?
ფრთამოტეხილი ჩიტივით რომ აწყდები კედლებს,
საბრალო, დამშვიდდი. .
მიწექი კედლის კუთხეში
და შეწყვიტე ბრძოლა.
სულ დაისისხლე, დაგატყდა ფრთები.
იქნებ სიარული არ იცი?
იქნებ ხელი გინდა შეგაშველონ?
არავინ მოვა მეთქი შენს საშველად
არავინ მოვა მეთქი შენს საშველად
არავინ მოვა მეთქი,
ის არ მოვა მეთქი. .
იყუჩე. .

ცოცხალია მეთქი შენი ქმარი,
კი არ მომკვდარა.
სხვა ხის კენწეროზე აიშენა ბუდე,
ვეღარ შესწვდები ფრთები აღარ გაქვს,
საით მიბობღავ?
იქ ღამეა და ზამთარი. .

ჩემო საბრალო.
ბეღურასავით მობუზულხარ საკუთარ თავში,
სიყვარულისგან დაწნულ გალიას ვეღარ შორდები.
როგორ გითხრა რომ არ გიყვარდეს,
ან ფრთებს რა ვუყო. .

ოღონდ ნუ დასტირი,
ცოცხალია. .
კეთილია სიყვარული.

არაფერს გერჩი.
თუ აქ გინდა-
ამ გალიაში,
გაძლევ უფლებას იცხოვრო
და გიყვარდეს,
ოღონდ უხმოდ იწექი,
არ შეაწუხო. .

ცოცხალია შენი ქმარი. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები