ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2019


* * *

გძინავ,სიმზრებში მოჩვენებებს ეკეკლუცები,
მე ლექსებს ვწერ და უშენობა მაუცნაურებს,
ვერნათქვამ გრძნობებს შეწირული ბევრი ფურცელი,
შენს თავს მახსენებს,მომენატრა შენი ხმაურიც,

შენი სხივებით გაჟღენთილი ბავშვური მზერა,
ცხოვრების ხალისს რომ მიბრუნებს,ისე მაკლია,
რომ შენს გარეშე თუ ვარსებობ,ვერ დავიჯერე,
დავდივარ ასე-მონატრებით,შენით დაღლილი.

შენ კი გძინავს და სიზმრებიდან მეჩურჩულები,
მე, უძილობა რა ხანია შემოვირიგე,
ჩვენს სიყვარულთან უძლურია ყველა ცდუნება,
და ასე,ერთი დარდით ვსერავთ უცხო ბილიკებს.
შენ გძინავს ახლა და სიზმრებში ჩემს ფიქრებს ხედავ!
მიყვარხარ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები