ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2016


მარიამს


მე რომ სიცოცხლე მიყვარს,
მე მხოლოდ შენით ვტკბები,
ხარ საოცარი რითმა,
და საოცარი ხმები....


შენა ხარ ჩემი შვილი,
და რომ მეძახი მამას,
მე მხოლოდ მაშინ ვხდები,
ჩემი ცხოვრების ამბავს.


რომ შენ ხარ ჩემი ნაზი,
ჩემი სიცოცხლე სათნო,
სიწმინდე და ემბაზი,
რაც უსარულოდ მათბობს...


ხარ საოცარი რითმა,
და საოცარი ხმები,
მე რომ სიცოცხლე მიყვარს,
მე მხოლოდ შენით ვტკბები!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები