შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე, ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?.. მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს, ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს.
მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზე; ჩვენი ლექსები შუქდაკრული ფოტოფირია, - ეს ტელეფონიც ხმას არ იღებს, თითქოს მაქეზებს.
ავიღებ ყურმილს და ვმღერივარ:
"იერუშალაიმ, შელ ზაჰავ, ვეშელ ნეხოშეტ, ვეშელ ორ, ჰალო ლეხოლ შირარი, ანი ქინორ".
წრფივი ზუმერი...
მიყვარხარ, ჩემო!.. (ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...) შენც კარგად იცი, სიყვარული არ ითარგმნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მიყვარხარ, ჩემო!.. (ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...) შენც კარგად იცი, სიყვარული არ ითარგმნება.
ვაჰჰ რა მაგარიაააააა.555 მიყვარხარ, ჩემო!.. (ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...) შენც კარგად იცი, სიყვარული არ ითარგმნება.
ვაჰჰ რა მაგარიაააააა.555
2. უზადო ლექსისგან მიღებული ემოცია, რომელიც "არ ითარგმნება"... ბრავო!!! უზადო ლექსისგან მიღებული ემოცია, რომელიც "არ ითარგმნება"... ბრავო!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|