ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკადუ
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2009


უბრალოდ ერთი ჩანახატი

თენდება. ქარი ქრის. ცივა. შშშშხ შშშშხ არღვევს ქუჩის სიმშვიდეს. დღეს განსაკუთრებით ცივა. ეს ქარი მაინც არ იყოს, არა უშავს მაინც გავალ ბოლომდე. შშშშხ შშშშხ, ღორები ნუთუ არ შეუძლიათ პატივი მცენ, ცოტათი მომიფრთხილდნენ. ნუთუ არავის ვუყვარვარ?, არა როგორ არა, ვიღაცა ხომ მაინც მაფასებს. შშშშხ შშშშხ, ეს რა არის? 15 კაპიკიანი, არიოლია, ეჰ ნეტაი იმ დროს?. შშშშხ შშშშხ, ოჰო ბატონო ტრისტან გაიღვიძეთ? აბა ფანჯარა გამოაგეთ და ჩაისუნთქეთ დილის სუფთა ჰაერი? – დილა მშვიდობისა ბატონო ტრისტან! ... მოგესალმეთ ქარია და ალბათ კარგად ვერ გაიგეთ. შშშშხ შშშხ, ოჰო მგონი თქვენც გაიღვიძეთ ქალიშვილო? თუ გაგაღვიძათ ქარმა. როგორი გაკვირვებით მიყურებს, შშშშხ შშშშხ. ეჰ, ეგრეა საჭირო ორჯერ ერთიდაიგივე ადგილას, ერთი მოგონებისთვის და მეორე მომავლისთვის. შშშშხ შშშშხ, მაინც რა ლამაზია ეს შემოდგომისა და ზამთარის საზღვარი. მაინც რა ამაყად დგანან ეს ტანსაცმელ შემოფლეთილი ხეები. ნუთუ არ სცივათ? სცივათ მარა სიამაყე ოოოო ეს სიამაყე. შშშშხ შშშშხ, ოჰო გცივა ძაღლუკა? თავშესაფარს ეძებ ასე გამალებით? აბა ისე როგორ ჩამირბენდი ერთი რომ არ შემოგეყეფა ჩემთვის. შშშხ შშშხ, დღეს არ იწივმებს ქარია. ოხ ქარო შე გიჟო და ანცო რას მერჩი რას მეთამაშები? შენი დრო არა მაქვს და მორჩი, წადი, დაიმალე, დაწყნარდი. შშშშხ შშშშხ, რას ვერჩი ნეტავ ამ ქარს?. ჰე ჰე რა სასაცილოა რამდენჯერ მომდომებია ამ ქვაფენილის დათვლა, თავიდან როცა ვნახე თითო დღე თითო რომ დამემახსოვრებინა დღეს მეასეჯერ მექნებოდა გადათვლილი. შშშხ შშშხ, ხომ ვთქვი არ იწვიმებს თქო. ყოჩაღ ქარო რა მარდად განდევნე ღრუბლები, გამარჯობა მზეო, გამარჯობა ცაო, გამარჯობა ქალაქო. დილა მშვიდობისა ხალხნო. შშშხ ესეც ბოლო შტრიხი დღეისთვის. აბა მე წავედი. უჰ როგორ მეზარება მარა სხვა გზა არაა. აბა წავედი ქუჩავ ჩემო, ხვალამდე.
გათენდა. ქარი ჩადგა. ცივა. აღმართს ნელი ნაბიჯებით, თავჩაღუნული, მიუყვება მეეზოვე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები