ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: copuna
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 იანვარი, 2009


,,მარტოხელის ფიქრები''

რატომ გავურბივარ სხვებს?! რატომ ვეძებ იმას, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ?!
იქნებ მინდა, განსაკუთრებული ვიყო?! -არა, არ მინდა.. 
იქნებ მინდა, რომ რეალობას გავექცე და, სადღაც ოცნებებში დავიმალო?! 
ოჰ,  ნეტავ მითხრას ვინმემ, ვინ ვარ...
მაგრამ ვინ მეტყვის, მე ხომ ყველას უბრალო, უგულო თოჯინა ვგონივარ?!..
ნეტავ ვინმემ, ერთმა ადამიანმა მაინც მითხრას, რას წარმოვადგენ ამ ცხოვრებაში! რამეთუ ვიცოდე, რა გავაკეთო და როგორ არ ვიყო  ჩრდილში, სადაც მხოლოდ უსამართლობა სუფევს.
თუმცა რა.. ,,ალბათ ასეთია მარტოხელას ბედი.``

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები