ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაკომო-ჯან
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2009


* * *

გადაბელილი ჩემი ცაცხვების
დარდი გამომყვა გზაზე ძაღლივით.
ამ წუთისოფელს ასე ვაცხვებით:
ზოგი მოცლილი, ზოგი_დაღლილი,
ზოგი კეთილი, ზოგი_ბოროტი,
ზოგი ჩექმით და ზოგი ქალამნით,
ზოგი ნახევრად, ზოგი ბოლომდე,
ზოგი ცხინვალით, ზოგი_მარაბდით....
ზოგი ბოღმით და ზოგი ღიმილით,
ზოგი ფრთებით და ზოგი ეშვებით,
ზოგი ქვის ღარზე წყაროდ ღიღინებს,
ზოგი ჭაობად ჩაილეშება,
ზოგიც ვარსკვლავებს აცლის ალიონს
და წმინდა წიგნში აწყობს სანიშნედ,
ზოგს ურჩევნია_ყავა დალიოს
და ფინჯნის ფსკერი ცერით მონიშნოს;
ზოგი ნატრულობს, მზეც ყავდეს ორი_
დამზრალ სულს დღე-ღამ სხივებს დაჰფენდნენ.
მე ვდგავარ ცაცხვის ნაფოტებს შორის,
დავეძებ ჩემი გულის ნაფლეთებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები