 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2009 |
მე ვარ მდინარე მთიდან მომსკდარი, მკერდზე მაყრია ვნების ლოდები, თუკი ვერ გნახავ ჭალის პირებზე, ზღვას შევერთვები ჩუმი გოდებით.
მოდი ჩააწან თმები ტირიფებს, წვივები ტალღებს შემოაგებე, თბილ ტერფებს ვნებით გადავაკვდები გავწუწავ კოცნით შენს ტკბილ ბაგეებს.
მოდი, მკლავები ჩამხვიე ტალღებს, სიყვარულისკენ გავინაპიროთ, ციდან კურთხევად წამოსულ წვიმის პეშვებით გაფრქვევ მზიურ საფირონს.
მე ვარ მდინარე, შენზე ოცნების, ქუჩებში ვნება დამაქვს ზმორებით, შენს სახელს ვხატავ კედლებზე, ქვებზე ცისარტყელების ფერად ზოლებით.
ამ გაზაფხულზე თუ ვერ გავუძელ შემომატებულ ტრფობის ნიაღვრებს, ვერ დამიკავებ თმენის ჯებირით და სიყვარულის ტალღით მიგანგრევ.
შენ უნდა გახდე ჩემი ქალთევზა, ტალღებად გრძნობდე ჩემს გულისცემას... ახლაც მდინარის ნაპირთან გელი და მოლოდინში ვძერწავ ამ სცენარს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. დამწვარია ეს გოგო, დამწვარიიიიიიიი :D:D დამწვარია ეს გოგო, დამწვარიიიიიიიი :D:D
20. პატარა ჩარევა უნდა და ყველაფერი რიგზე იქნება...კეთილი სურვილებით...:) პატარა ჩარევა უნდა და ყველაფერი რიგზე იქნება...კეთილი სურვილებით...:)
19. შესანიშნავია :)5 შესანიშნავია :)5
18. ამ გაზაფხულზე თუ ვერ გავუძელ შემომატებულ ტრფობის ნიაღვრებს, ვერ დამიკავებ თმენის ჯებირით და სიყვარულის ტალღით მიგანგრევ. ამ გაზაფხულზე თუ ვერ გავუძელ შემომატებულ ტრფობის ნიაღვრებს, ვერ დამიკავებ თმენის ჯებირით და სიყვარულის ტალღით მიგანგრევ.
16. მომეწონა2222222222222 მომეწონა2222222222222
15. მომეწონა2222222222222 მომეწონა2222222222222
13. კარგი ხარ, ეკატერინე! 5 კარგი ხარ, ეკატერინე! 5
12. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად ლამაზი და უჩვეულოა შენი პოეზია :):) როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად ლამაზი და უჩვეულოა შენი პოეზია :):)
11. ქუჩებში ვნება დამაქვს ზმორებით_გამოვარჩიე. :) ქუჩებში ვნება დამაქვს ზმორებით_გამოვარჩიე. :)
9. კატერინ როგორ ხარ?
როგორც ყოველთვის, შეუდარებლად შეუდარებელი სიტყვა და გრძნობა ამ ლექსშიც :) კატერინ როგორ ხარ?
როგორც ყოველთვის, შეუდარებლად შეუდარებელი სიტყვა და გრძნობა ამ ლექსშიც :)
7. თბილი ლექსია!!! თბილი ლექსია!!!
6. კარგი ლექსია :) კარგი ლექსია :)
4. ლამაზი ლექსია. ვერაფერს იტყვი , უბრალოდ რომ დავიწყე კითხვა მეტს ველოდი ლამაზი ლექსია. ვერაფერს იტყვი , უბრალოდ რომ დავიწყე კითხვა მეტს ველოდი
3. მაგარი ხარრ, მაგარი ხარრ,
2. 4:) არაა კარგი სახე,ძლიერი და დასამახსოვრებელი.ლექსი კარგი 4:) არაა კარგი სახე,ძლიერი და დასამახსოვრებელი.ლექსი კარგი
1. რამხელა ვნებაა კაცო :)
მაგარ! :) რამხელა ვნებაა კაცო :)
მაგარ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|