ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2017


***

შენს ფანჯარასთან პარკირება აკრძალულია.
ჩავაქრე ძრავა,
ჯიუტად ვდგავარ.

(ლოდინში მე და ეს ჭადარი ერთად ვფითრდებით...)

ვიდრე ჩამოხვალ,
გაივსება საქარე მინა
გიორგობისთვის - „სითიპარკის“
ჟღალი ქვითრებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები