 | ავტორი: imedi ჟანრი: პოეზია 23 ნოემბერი, 2017 |
ნინეს შემოქმედება
ეპიზოდები ბაჩას ბავშვობიდან ამ წიგნის ავტორი ოთხმოცდაშვიდი წლის ქალბატონია....უნიჭიერესი....განათლებული... პროფესიით ინჟინერ–ტექნოლოგი... ნინელი ჭელიძე. ძალზედ სიმპატიური ...გამაოცა მისმა ნაწერმა. ქართული სიტყვის ოსტატურად გადმოცემამ. გულში ჩამწვდომმა სიტყვებმ,ა მისმა ლექსიკამ .და თუ რაოდენ გულში ჩამწვდომია მონათხრობი ამაში თავად დარწმნდებით. მინდა ოცნება აგიხდინო ჩემო სულიერო მეგობარო, თხილო, კეთილო ადამიანო! მინდა ინტერნეტით გავაცნო საზოგადოებას შენი სპეტეკი სულის გამოძა ხილი ავტორისეული წინათქმა ამ პატარა წიგნის ჩანაწერებს რვეულში ვაკეთებდი გასული საუკნის ოთხმოციან წლების დასაწყისში, ვწერდი ჩემდაუნებრად {არასოდეს სხვა ბავშვებზე არ გამიკეთებია}, რაღაც მოთხოვნილებად გადამექცა წერა, იმდენად უნიკალური ბავშვი იყო ბაჩა{ნათლობის სახელი შოთა}, ვწერდი და პერიოდულად– როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, გადავიკითხავდი ხოლმე. გასული წლის ზაფხლში ვიჯექი ჩემს აივანზე და ვკითხულობდი. ამ დროს მოვიდა ბაჩოს დაიკო ქეთო და როდესაც ნახა რას ვკითხულობდი, მთხოვა, მათხოვე, ამაღამ წავიკითხავ და ხვალ დაგიბრუნებო. მეორე დღეს, ვხედავ ქეთოს აივანზე შეკრებილან მოაგარაკე ახალგაზრდები, კითხლობენ რვეულს და ბოჰემურად ხარხარებენ. ჩემთვის ვიფიქრე: თუ ასეთ დადებით მუხტს იწვევს ჩანაწერის კითხვა ირგვლივმყოფთათვის, იქნებ პატარა წიგნად დავბეჭდო და დავურიგო მეზობლებს. ახლობლებს, ნათესავებს, ნაცნობ–მეგობრებს? პირველი წიგნი– „გვეშველება ვიტომ რამე?“– უკვე გაკეთებლი მქონდა და წაკითხლი ჰქონდათ. ჩემმა მამიდაშვილმა დოდომ წაიკითხა და ძალიან მოეწონა ეს რა კარგი წიგნი დაგიწერიაოა ამიტომ გადავწყვიტე წიგნის დაბეჭდვა დავულოცოთ გზა წიგნს ბაჩას რუსლენოვანი მისალმებით:“ ПРИВЕГ Пმეგობარო!“ „ ПРИВЕГ შე ძველო!“
7 იანვარი. 2008წ.
ბაჩანა მისი აზროვნება და ლექსიკა {ბაჩა 2,5 წლის. 1982 წლის ზაფხლი} –დამინახავს თ უ არა, სალამს ვერ ვასწრებ–„ გამარჯობა ნინე მამიდა! რავა ხარ?“– მესალმება ის და თან მარჯვენა ხელით რკალს ხაზავს თავზე. მარტო მე კი არ მესალმება ასე, არამედ ყველას ვინც კი შეხვდება და ვისაც თვალს მოჰკრავს. ირინას ამბროლარში ჰყავდა წაყვანილი და იქაც ყველას ასე ესალმებოდა გამვლელები,ყველანი ეფერებოდნენ, ლოცავდნენ და თვითონაც გულიანად იცინოდა . ცხრასართულიანი გინება იცის, ისე კი რომ შეხედავ ისეთია, ბავშვის უნახავს გაგხდის. მასეთ ბავშვებს ღია ბარათებზე ხატავენ, მთვარესავით ნათელი სახე აქვს და ნამდვილი ბავშვური ჩაპუტკუნებული ტანი. მისი გინება რომ გავიგონე პირველად, არც ვაციე, არც ვაცხელე და კარგა გვარიანად მივარტყი ტრაკზე. ისე შეცბა, გაოცებლი შემომაჩერდა, მერე კი ღრიალი მორთო. იმდენად კი არ ეტკინა, ეწყინა და იუკადრისა, რადგან ეს მისთვის პირველი ცემა იყო. ოჯახში და უ ბანში ძალიან განებივრებლი ჰყავთ–ყველას ძალიან უყვარს–პირდაპირ სულში იძვრენენ და ცემას ვინ აკადრებს.მეც სულში ვიძვრენ, მაგრამ როდესაც საჭიროა ცემასაც არ ვერიდები. { რათქმა უნდა მსუბქად ცემას}. ამიტომ სულ მეუბნება არ მიყვარხარო. ვერაფრით ვერ ვათქმევინე “მიყვარხარ“. უსწავლია სიტყვა“დებილო“ და ყველას ეძახის მოხუცსა და ახალგაზრდას, დიდსა და პატარას, შინაურსა და უცხოს ერთხელ, ერთ მოხცებლ ქალს ეძახდა ერთ დღეს: :{ქალი მათ ეზოში იდგა და ბებოს ელაპარაკებოდა. ბაჩა ამ დროს მანქანაში იჯდა}–სალომე , სალომეეე!– ბატონოვო– გააგონა მოხუცმა– რავა ხარ, შე დებილოო! მე ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი– ეს რომ გავიგონე, სიცილით გავიგუდე, თან შემეცოდა მოხუცი ქალი. მინდოდა გამოვსლიყავი და მეცემა ბაჩა, მაგრამ სიცილი ვერ შევიკავე. ჩვენი კუთხის რძლებსაც ეუბნება ასე – შენ ხარ დებ...და ეთქვა დებილოო, მაგრამ მე თვალებში გაბრაზებულად შევხედე და გადააკეთა–შენ ხარ, შენ ხარ კურდღელი...– მოულოდნელად დაამთავრა მან და მე კინაღამ სიცილით მოვკვდი. ამის შემდეგ სულ ასე მომმართავდა, როდესაც უნდოდა ეთქვა „ დებილი ხარ“ გინებაზე ჭინჭრით ვაშინებდი და ვეუბნებოდი ქალებთან და ბავსვებთან არ შეიგინო, კაცებთან შეიგინე–თქო. მართლაც ეხვეწებოდნენ– შეიგინეო, მაგრამ ჩემი თანდასწრებით არ იგინებოდა არაფრით, ერთხელ სათოხარში წავიყვანე ბებიამითან. გზაზე კაცები დაინახა და დაუძახა; კაცებო, მოდით შეგაგინოთო თურმე სიზმარში ბოდავს; გამარჯობათ კაცებო, რავა ხართ? ხანდახან იგინება კიდეც. ირინამ მითხრა – შეგინება როცა უნდა, შენი ბალკონისკენ იყურებაო მე და ირინა იმათ ბალკონზე ვისხედით და ვლაპარაკობდით, იქვე ბაჩა თავისთვის თამაშობდა. მე ვთქვი, მეზობლის ბიჭი მყავს ზუსტად ბაჩას ხნის და ისიც ძალიან მიყვრს–თქო. უცებ ბაჩა გავიდა გარეთ და ბალკონის კარის გადარაზვა დაიწყო და თან შეიგინა გულიანად, ისე, როგორც კაცებმა იციან გულის მოსაოხებლად: „მორიტან გიორგი დედის ტაკიო“ამის გ აგონებაზე მე და ირინა სიცილით გავიგუდეთ, მაგრამ ირინამ მაინც დატუქსა მე კი ჭიმჭარი მოვწყვიტე და დავარტყი ფეხზე იცოცხლე ის აღრიალდა... ერთხელ, ანზორის ბალკონზე ვისხედით მე , ზაზა, ნატო და ეკა. ნატო მაგნიტოფონს უკრავდა და მე, ტახტზე წამოწოლილი ვუსმენდი. ეკა მოაჯირზე დაჯდა რამდენჯერმე ვუშლიდი, არ გადმოვარდნიიყო მეშინოდა, მაგრამ ის არ იშლიდა .საშინლად გაბრაზებლი წამოვხტი, ავუწიე კაბა და ისე ვურტყი ტრაკზე, რომ გაუწითლდა. მერე გარეთ კიბეზე გავაგდე. ვუთხარი შინ არ შემოხვიდე–თქო. და შიგნიდან კარები ჩავკეტე ეკა სახლში აღრიალებლი წავიდა, დედამისმაც მიუმატა. თინა და ბაჩა ეზოდან თურმე ყველაფერს ხედავდნენ თინას უთქვამს ნინე მამიდამ ეკა გალახა იმიტომ, რომ არ გაუგონა და შენც გაგლახავს, თ უ არ გუაგონებო ცოტა ხნის შემდეგ ბაჩა მოვიდა ანზორის ბალკონზე. მე ისევ მუსიკას ვსმენდი წამოწოლილი ის ჩემთან მოვიდა ძალზედ სერიოზლი და მკითხა ;– ნინე მამიდა, ეკა გალახე? – ხო.–რატომ გალახე? –იმიტომ, რომ მოაჯირზე ჯდებოდა, არ მიჯერებდა,რომ გადავარდნილიყო, ხომ ხებამოკვდებოდა? –ხოოო დიდი ადამიანივით აილაპარაკა და გამშორდა .ერთი– ორი წუთის შემდეგ ისევ დაბრნდა და ისევ მეკითხება –ეკა გალახე? – ხოო – რატომ გალახე? –მოაჯირზე ჯდებოდა .–ხოო... და ისევ წავიდა. ის ორი წუთის შემდეგ ისევ მოვიდა და ისევ თავიდან დაიწყო.მე წამოვხტი, ვტაცე ხელი–მომწყდი თავიდან, თორემ შენ უარესს გიზამ, მოჩვენებითი გაბრაზებით ვუთხა რ ი მე.და სახლში წასვლა დავაპირე. ნატოს დავუბარე– ბაჩას მიხედე–თქო, მაგრამ ბაჩა იქ აღარ გაჩერდა და მე გამომყვა უკან / ეზოში პატარა კარალიოკის ხე გვიდგას. ორი წელია ისხამს. ბაჩამ რამდენჯერმე მოწყვიტა უმწიფარი, მაშინვე პირში იტაცა, უკბიჩა და გადააგდო ეს რომ შევნიშნე, გავუჯავრდი ; – ნუ წყვეტ, ჯერ არ არის მწიფე, როდესაც დამწიფდება, ყველა შენი იყოს–თქო ,მაგრამ მან არაფერი შეისმინა. ერთ დღესაც მაგრად მივარტყი ტრაკზე. ატირებლი წავიდა სახლში. იმ დღის შემდეგ ახლოს აღარ ეკარება იმ ხეს. შორიდან უვლის და გვერდულად ისე სასაცილოდ უყურებს, სიცილს ვერ ვიკავებ. ერთხელაც, ჟორას ეზოში ვართ ჟორა, ლილი, იზო, ილო, თინა, ბაჩა. მე და იზომ ბალი მოვკრიფეთ და ყველანი ვჭამთ. ბაჩას იზო და ილო ძალიან უყვარს. 9 თვე წელიწადში მათ მეტს ვერავის ხედავს და ეყვარება აბა რა...იზომ მითხრა– მოდი ვითომ მცემ და აბა რას იზამსო .მართლაც, იზო ქვეშ მოვიგდე და ცემა დავუწყე ბაჩა გაშმაგებლი მომმვადა და ხან თმა მომქაჩა და თან ცემა დამიწყო მუშტებით. მე კიდევ უფრო დავუწყე მოჩვენებითი ცემა იზო.ს ბაჩამ ჯერ თავში იტაცა ხელი და მერე კი ყვირილი დაიწყო; „მიშველეთ.. მიშშველეთ იზო მოკლაო“ ტირილი დაიწყო ყველანი ვხარხარებდით. იზოს თავი დავანებე ბაჩა მივარდა, კისერზე მოეხვია და კოცნიდა უ სასრლოდ, მე კი წიხლებს მირტყამდა. ერთხელაც , ზინას რძალმა მაყვალამ ძმისშვილი მოიყვანა პატარა ორი წლის ცელქი ბიჭი ბაჩა ხშირად თამაშობს მასთან ის სცემს კიდეც, მაგრამ ბაჩა ხელს არ უ ბრუნებს, ყველაფერს თმენს. საერთოდ ბავშვებს ყველაერს უთმენს და პატიობს ბაჩა. ალბათ იმიტომ, რომ საწყალი ბავშვი მონატრებლია ბავშვებს. ისინი ხომ მარტო ორი თვით ჩამოდიან სოფელში დანარჩენი დრო კი ბაჩა მარტოა კუთხეში მაყვალას ძმისშვილი ერთხელ სახეში ჩააფრინდა ბაჩას და ცხვირზე ისე უ კბინა ორი კბილი ემჩნეოდა ზედ. ბაჩა აღრიალებლი წავიდა სახლში და ამის შემდეგ მასაც შორიდან უვლის და მასაც ისევე გვერდულად უყრებს, როგორც ჩვენს კარალიოკის ხეს. ბაჩას სიმღერა უსწავლია, {ალბათ თინა ბებომ ასწავლა} „ბებია, ბაბუა1 მაგ ყანაში რა მოვა , ღობე თუ არ შეაკეთეთ, შიგ ღორები შემოვაო“ ბაჩო ასო „რ“–ს გამართულად ვერ ამბობს, არც „ლ“ იძახის და რაღაც შუალედრი გამოსდის. თავის ასაკთან შედარებით ბაჩა გამართულად და აზრიანად ლაპარაკობს. ერთხელ, ლიდა ბიცოლას აივნის წინ კერასინკა დაეშალა და ფითილებს უკეთებდა. იქვე ჩაცუცქლი იყო ბაჩა– ჩავაფსა ბებო?– ეკითხება ის და თან ქვემოდან უ ყრებს. –დეიღუპე იქით, რავა ჩააფსა!– გაუჯავრდა ლიდა ბიცოლა. ბაჩამ არც აცია და არც აცხელა, ტრუსიკიი ჩაიძრო და შიგ „კერასინკაში“ ჩააფსა. ––უი, შენს დაბადების დღეს მიაჯვა ძაღლებმა! მიშველეთ, მომაშორეთ ეს ბოში, თუ არა მოვკლავ!– აღშფოთებული ყვირის ლიდა ბიცოლა. მე კი ყველაფერ ამას ჩემი აივნიდან ვუყურებ და სიცილისაგან გული მიმდის. მოდი და ნუ გაიცინებ. საერთოდ, რასაც თავღიას ნახავს, ყველაფერში აფსამს, განსაკთრებით დღისით, ძილის დროს, როცა იღვიძებს. ირინამ თქვა, სუფთა ვედრო ავიღე, და საშინელი შარდის სუნი მეცა. ბაჩამ კი–– ჩავაფსი შიგ დედიკოო. ერთხელაც, ოთხში ვიყავი უ ეცრად ბაჩას ღრიალი მომესმა სასწრაფოდ გარეთ გამოვვარდი. –რა იყო ბაჩა, რა მოგივიდა? –ვერა ბებომ გამლახა– მომატირა მან და ჩემსკენ წამოვიდა. მე შევეგებე, ხელი ჩავკიდე და ეზოში შემოვიყვანე. –ალბათ გააბრაზე და იმტომ გაგლახა, თუ არა ვერა ბებოს ძალიან ყვარხარ და ისე არ გაგლახავდა. – ხოო გავაბრაზე, ფუტკრებთან მისვლას მიშლიდა და მე მაინც მივდიოდი – –აი, ხომ ხედავ გისლიდა და მაინც მიდიოდი. ფუტკარმა იცი რა კბენა იცის? ვერა ბებიას შეეშინდა არ ეკბინა შენთვის და ამიტომ გიშლიდა.მე რომ ვყოფილიყავი, მეც გაგლახავდი. ნუ ტირი ეხლა, გაჩერდი, ფუტკართან აღარ მიხვიდე, თორემ გიკბენს.– ძლიცს დავაწყნარე ბაჩა. შემდეგ ვერას ვკითხე, მართლა სცემე–თქო – – ბოშო, ბაჩანიკას რავა გავლახავ, ეზოდან გამოვაგდე. შემეშინდა ფუტკრები არ დასეოდნენ. მე თვითონ ძალიან მეშინია ფუტკრის, ახლოს ვერ ვეკარები.– მითხრა მან. – ბაჩა მანქანის გიჟია. დაინახავს თუ არა მანქანას შიგ მოკალათდება მაშინვე, აუცილებლად საჭესთან სლ ერთიაა ვისია თავიანთი თუ სხვისი. მამულის „ვილისი“ თუ სახლშია, შეუძლია დილიდან საღამომდე საჭესთან იჯდეს. არაფერი სჯობია ამ დროს მის ყურებას. იმიტაციის საოცარი ნიჭი აქვს, ზუსტად დასცინის მანქანასაც და ადამიანებსაც. გასაღებებს უ ჩხიკინებს, ვითომ ჩართო, მერე სიჩქარეებს გადასწვდება ადგილიდან დაძვრის ხმაზე, გაჩერების ხმაზე გუგუნებს. საჩეს ისე ოსტატურად ატრიალებს, გამოცდილი მძღოლი გეგონებათ. მე კი სახლთან ეზოში ვზივარ, ვუთვალთვალებ და ვტკბები ამ ერთი ციდა ბავშვის ოსტატობით. – ერთხელ მე და ბაჩა გზაზე მივდიოდით და ეცრად „ვილისი“ გამოჩნდა. ბაჩამ თვალი გააყოლა – ნინე მამიდა უყურე თავმჯდომარემ ჩეიარა – ვინაა თავმჯდომარე? – რეზო ბერაძე– მითხრა და ისეთი შერიოზული სახე მიიღო, მეც გაცინების ნაცვლად სერიოზული სახე მივიღე. ერთ დღესაც, მინდორში „ვილისი“ დაინახა , ხელი ჩამჭიდა და ორივენი გავიქეცით. – ნინე მამიდა ჩქარა წამოდი, თავმჯდომარე უნდა განახო– მივედით ახლოს, შიგ არავინ იჯდა კარები დაკეტილი იყო. ბევრი უ ტრიალა ბაჩამ გარშემო შიგ შესვლა უნდოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. – პირველ სექტემბერს ირინას მცელი ასტკივდა თურმე და მამლის ამბროლარში, სამშობიაროში წაუყვანია– მე გვიან გავიგე.თორემ წავყვებოდი.ასეთ დროს ქალი ცოდოა. მე და იზო გვიან ღამემდე თინასთან ვიყავით და ბაჩას ვართობდით {უფრო ის გვართობდა}, გვეშინოდა არ ეტირა, მაგრამ ის მშვენივრად თამაშობდა და იძახდა, დედიკომ ქეთინო უნდა მომიყვანოსო! – მართლაც, ირინამ ღამის ორ საათზე იმშობიარა. გოგო შეეძინა ირინას და ქეთინო დაარქვა. ბაჩაზე მძიმე მშობიარობა ჰქონდა და ძალიან ეშინოდა, მოვკვდებიო ამბობდა, ამიტომ ყველას ძალიან გაგვიხარდა ირინას გადარჩენა და გოგონას შეძენა. მე და ციცომ {მიშოს ცოლმა} ვინახულეთ საავადმყოფოში. მშვენივრად გამოიყურებოდა. ბაჩა მიუყვანია მამულის და ირინა თურმე თან გულში იკრავდა და თან ტიროდა. ბაჩა გაკვირვებული უყურებდა და ვერ გაეგო დედა რატომ ტიროდა. მერე ხშირად კითხულობდა, თურმე, დედიკო რატომ ტიროდაო. – ჩვენი კუთხის ბავშვები, ყველანი ნინელი მამიდას მეძახიან .თუმცა ზოგს დეიდად ვეკუთვნი, ზოგს ბებიად, 7–8 წელია ასე მეძახიან, თორემ ადრე ეყველა „ნინელის“ მეძახდა ან“ ნინელიკა“ს. თავიანთი ტოლივით. 42–44 წლის ქალისთვის ლამაზი არ იყო ასეთი მიმართვა, რადგან უ მეტესობას მამიდად ვეკუთვნოდი. მე თვითონ ვთხოე მამიდა დამიძახეთ–თქო და დამიჯერეს სხვა ბავშვების მსგავსად ბაჩაც მამიდას მეძახის, მაგრამ თუ მოეპრიანა სახელითაც მომართავს სახელით მარტო მე კი არა სლ ყველას მიმართავს თინას ლიდა ბიცოლას ირინას, მამულის, ლიმონკა ბიცოლასდა ხსვას შოთა ბაბუა სლ ასწავლის ჩემზე ბებია დაძახეო, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია.შოთა ჭკუას კარგავს ბაჩასვის და ასე იძახის ჩდემი ბავშვებიც იყვნენ პატარები, სხვა ბავშვებიც მინახავს, მაგრამ ამისთანა კარგი ბავშვი ჩემს თვალებს ჯერ არ უნახავსო. მართლაც სასწაული ბავშვია კუთხეში ყველას ძალიან უყვარს და ერთხმად გაიძახიან ასეთი კარგი ბავშვი ჯერ არ გვინახავსო. გარეგნობით ამ ასაკში ჩემი ნანიიელას მსგავსია, მაგრამ აზრით, გონებით და მეტყველებით განუმეორებელი– არავის არ ჰგავს. – ოქტომბერში თბილისში წავედი და სამი თვის განმავლობაში არ მინახავს ისინი სლ მის ხსენებაში ვიყავი. ჩემი ძმა, კარლო მებნებოდა, შენ იმდენს ლაპარაკობ, ახლავე წამოყვან სოფელში მის სანახავადო
ბაჩა სამი წლის. ზამთარი 24 დეკემბერს ბაჩა სამი წლის გახდა მე სოფელში ჩამოვედი 25 დეკემბერს გამოსაზამთრებლად. დროებით უმშევარი ვარ მავნე მუშაობის პენსია დამენიშნა ცოტა ხანს სოფელშა მინდა ვიყო სუფთა ჰაერზე. თბილისში თითქოს ჰაერი არ მყოფნის და ცუდად ვარ. აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს. მითუმეტეს, რომ ჩემი ბაჩანიკა აქ გვერდით მყავს. საღამოს გვიან მოვყევი ავტობუსს და მეზობლებთან აღარ შევსულვარ. ჩუმად დავწექი და დავიძინე.მეორე დილით ბაჩანა თვითონ შემოვიდა ჩემთან. კიბეზე ამოდიოდა და თან მეკითხებოდა; –გუშინ სად იყავი ნინე მამიდა?– ეს მისი ლექსიკონით ნიშნავდა სად იყავი, რატომ დაიგვიანეო. –სად ვიყავი და თბილისში. შენ გინდოდა რომ აქ ვყოფილიყავი? –ხოოო ესე იგი უწინ არ გიყვარდი, ეხლა გიყვარვარ? ვებნები და თან გულში ვიხუტებ. –არა, არ მიყვარხარ– ჯიუტად იმეორებს ძველ სიტყვებს. –მაშინ ისევ წავალ თბილისში. – არა, არ წახვიდე– მითხრა მან და მომეხვია კისერზე. მე სიცილი ამიტყდა. მერე მაგრად ვაკოცე და ოთახში შევედი ტკბილეულობის გამოსატანად. – პეჩენია მომიტანე? პეჩენიაზე გიჟდება, ისე უყვარს. – პეჩენიაც მოგიტანე და კანფეტიც– ვეუბნები მე და ტკბილეულობით ვუმასპინშძლდები. – ნინელი, წამო ახლა ჩვენთან. – კარგი ბაჩა, წავიდეთ– ვთხარი მე, ხელი ჩავკიდე და წავედით მათთან. მესიამოვნა ყველას ნახვა და რა თქმა უ ნდა მათაც ესიამოვნათ ჩემი და ნახვა. პატარა ქეთო საგრძნობლად წამოჩიტული და გალამაზებლი მეჩვენა. ის ჯერ ოთხი თვისაც არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა გემრიელად მოფერება. – ნინე მამიდა, შენ კიდევ გაქვს ჭინჭარი?– მოლოდნელად მეკითხება ბაჩა. მე გამეცინა, მივხვდი რატომაც გაახსენდა. – მაქვს აბა რა, ზაფხლში მოვკრიფე და შევინახე! – მე გინება აღარ ვიცი– მეუბნება იგი საჩქაროდ და ყველანი ვიცინით. რამდენიმე თვის წინ ერთ ქალს გამოუვლია ჩენსკენ დაბლა კუთხიდან. გზად ბაჩა შეხვედრია თურმე. ქალი ექვეწებოდა – შემაგინეო...ბაჩას უთქვამს– არ ვიცი გინებაო.. ქალებს არ ვაგინებო. ქალი არ მოეშვა თურმე; – ვიცი გინება გეხერხება და შემაგინე გეხვეწებიო. – შენი დედის ტრ მოვტ..., ქალო, რას გადამეკიდე, ვერ გეიგე, რომ არ ვიცი გინება? გაბრაზდა ბაჩა . ის ქალი სიცილისაგან კინაღამ გაიგუდა თურმე. ერთხელაც, დილით ადრე მომადგა კარს ბაჩა.. კარები გასაღებით მქონდა ჩაკეტილი. ციოდა და მეზარებოდა ადგომა., თანაც მეძინებოდა. შევეხვეწე , წადი ბაჩა და როდესაც ავდგები, მერე მოდითქო არ გაიგონა და დიდი ადამიანივით აწვებოდა კარებს და აბრახუნებდა. შემეშინდა, არაფერი ეტკინა და ვიფრინე – წადი, მოშორდი აქედან, თორემ ჭინჭრით გაგისივებ ტრაკს. ჩეემმა ყვირილმა როგორც იქნა გასჭრა და წავიდა ჩემი ბაჩა სახლში. სახლში რომ მისულა, უთქვამს– ნინე მამიდამ გამომაგდო სახლიდანო. თინამ და ირინამ დატუქსეს თურმე– კარგად მოქცელა ნინე მამიდა, ხომ დაგიშალეთ, რატომ წახვედიო შენ რომ უთენია დგები ნინელის სძინავს, იმიტომ, რომ სცივაო. ამის შემდეგ, გარეთ გამოსულს სანამ არ დამინახავდა, არ შემოდიოდა აივანზე. გამოვიდოდი თუ არა, მაშინვე დამიძახებდა – Прывет ნინე მამიდა!– და თან ხელს მაღლა სწევდა. – ეს ვიღამ გასწავლა? „გამარჯობა, რავა ხარ, დაგავიწყდა?“–მის ახალ მისალმებაზე, გულიანად ვიცინოდი მე ბაჩა, თურმე ყველ დილით შამილასთან დადის მისვლისთანავე. ასანთს და ნავთს დასტაცებს ხელს და ღუმელის ანთებას იწებს. შამილა იძლებულია მაშინვე წამოხტეს ლოგინიდან და ცეცხლი დაანთოს. როდესაც ივდითი და იზო სახლში არიან{ განსაკთრებით შაბათ–კვრას} შამილა გამხეცებლი ყვირის– ადექით რომელიმე, ბაჩანიკამ არ აგავაფეთქოს, შეხედეთ რას აკეთებსო ივდითის ეზოში შეადგამს თუ არა ფეხს ბაჩა გაშმაგებლი ყვირის– მიშველეთ მეფსიაო ერთხელაც ,მივარდნილა ივდითი რეიტუზის გასახდელად ბაჩა კი ყვირის, ბევრი მაცვია, სუყველა ჩქარა გამხადე, ჩევიფსიო. მეც ხშირად მიკეთებს ასე. აივანზე შემოვა თუ არა გაჰყვირის– მიშველეთ ... მეფსიაო. რაღა აქ მოსვლის დროს მოგინდება მოფსმა– სიცილით ვყვირი მე. მე და ბაჩა მურზასთან ერთად ყოველდღე დავსეირნობთ თოვლში. მურზას ისე უხარია ჩვენი დანახვა, სულ ფეხებში გვებლანდება, ისედაც ვიწრო ბილიკზე სიარულს გვიშლის და ჩვენც თოვლში ვვარდებით. მურზა ბაჩანიკას სულ ზედ ახტება და თოვლში აგორავებს. საწყალი ბავშვი ყვირის; მიშველე ნინე მამიდაო. მეც მაშინვე ჯოხს გადავვუგდებ და ისიც ასე იგერიებს მურზას. როდესაც ეზოში შესულს დამინახავს ბაჩა, ყვირილით გამოიქცევა, ჩემი ნინელი მოვიდაო და სანამ ჩემამდე მოაღწევს ხუთ ჩიგორგალას მაინც აკეთებს თოვლში. თუ სახლში ვარ, გაუთავებლად მეძახის, ნინელი მამიდაო, ხშირად ლოგინში ვწევარ და არ ვაგონებ სიცივეში არ მოვიდესთქო { ჩემთან ძალიან ცივა} ერთხელაც, დიდხანს მეძახდა. თინამ და ირინამ თხრეს, სახლში არ არისო, მე შემეცოდა და გავედი აივანზე რომ დამინახა სიხარლისდან სასაცილოდ შეხტა და ტაში შემოჰკრა– აი, თ არ არისო! მე და თინ ა კინაღამ სიცილით გავიგუდეთ. ეზოს გარეთ თუ დამინახა, კან გამომყვება ხოლმე, სახლში ვეღრ მიმყავს. აუცილებლად შამილოასთან უნდა შეუხვიოს. ერთხელაც თრმე თინას სახლში მიჰყავდა შამილადან ჩემს ჭიშკარს , რომ მოუახლოვდნენ, ჩემთან შემოსვლა მოინდომა. თინამ უ თხრა თურმე, სახლსი არ არის, ჩვენთან არის ნინელიო. შინ მისულმა რომ ვერ დამინახა, მორთო ღრიალი, მიშველე, ვაიმე გულიო, სად არის ჩემი ნინელიო . ძლივს გააუმეს თურმე. მათთან თუ ვარ, მისვლა ჩემი ნებაა, წამოსვლა კი მისი. ჩამიდგება კარში და არ მიშვებს. ადრე იზოსთან იყო ასე. ახლა კი ყველაფერი შეტრიალდა. ზაფხულში თუ იზოზე გიჟდებოდა, ახლა მე შევუყვარდი ძლივს. ჩემი ძმაკაცები ხართ შენ და შამილაო– მეუბნება ოთახში შემოსვლისას. „ ძმაკაც, წავიდეთ სასეირნოდ!–„ მეუბნება და მივდივართ. ერთხელაც გზაში შამილა შემოგვხვდა. ხელში აიყვანა და ჰკითხა; მე უ ფრო გიყვარვარ, თუ ნინელიო, მაგრამ პასუხი ვერაფრით ათქმევინა. ბაჩა ხან მე შემომხედავდა და ხან შამილას. ერთხელაც ოთახში ვიყავი. შემომესმა ბაჩას სიმღერა;“ დიმტიტარო. დამტიტარო თავმჯდომარეს დიდი ტარო, ღარიბსა და გაჭირვებულს, დამპალი და ჭყინტი ტარო...“ მღეროდა ბაჩა და ჩემს კიბეზე ამოდიოდა. ბაჩამ მეორე სიმღერაც იცის: „ელენე. ელენე ჩემო ტურფა ელენეო, იმ დამწვარმა სიკვდილმა, ჯერ შენ მოგკლას, მერე მეო“.{ ვერას უსწავლებია} „ელენე, ელენე, სიყვარულს ნუ გაურბიხარ. მოდი ჩემთან ჭირიმეო“ „ტურფას „ მადივრად „ტრუბას“ ამბობს. ერთხელაც, ლიდა ბებიას ეკითხებ– ტრუბა რა არისო. ლიდა ბებიამ ფეჩის ტრუბა აჩვენა. ბაჩა გაკვირვებული უყურებდა, ვერ გაეგო, რა კავშირი იყო ელენესა და ფეჩის ტრუბას შორის. ლიდა ბიცოლა და ბაჩა ხშირად კინკლაობენ. ბაჩა ძალიან აჯავრებს და ლიდაც იძულებულია მიარტყას ტრაკზე. ბაჩა კი გაბრაზებული ცხრასართულიანი გინებით პასხობს. ერთხელაც, ირინას ეუბნება თურმე; „ლიდინიკას დედის ტრაკიო“ ერთხელ ირინა ეუბნება ბაჩას;– შოთა ბაბუქა ხომ გიყვარს შენ?– კი მიყვარს პასხობს ბაჩა. მაშინ გახსოვდეს, რომ შოთა ბაბუას დედაა ლიდა ბებიაა და რომ გაიგონოს გინება, ძალიან ეწყინებაო. ბაჩა დაფიქრებულა და ირინასთვის უ თქვამს; დედიკო შოთა ბაბუას არ უთხრა და აღარ შევიგინებიო. ერთხელაც ასე მოხდა ჩვენი ბაჩანიკა შემოვიდა სახლში და დაიძახა;–რამდენია ნა პროჩი? –ვინ გასწავლა ეგ? ჰკითხა შოთამ –რევაზა „ფაჩი–ფუჩამ“ –რამდენია ნა პროჩი კი არა „რავნენიე ნა პრავო“ გაუსწორა ბაბუამ. მაგრამ ბაჩას რავნენიეს მაგივრად რამდენია ესმის და გაიძახის „ რამდენია ნაპრავო?“ რევაზა ფაჩი–ფუჩამ ასწავლა ბაჩას ; „ როგორა ხარ, შე ძველო, კატასავით მეწველო“? ბაჩა ყველას ამ სიტყვებით მიმართავს მეც მომმართავს და იცოცხლე მაგრად მივარტყამ ხოლმე.. ბაჩამ ცუდის გარდა კარგიც ბევრი იცის. ირინა დედიკო და თინა ბებია ლექსებსაც ასწავლიან. მეც ვასწავლე „მე პატარა ქართველი ვარ“ და „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ „ გაეფურჩქნას“ ვერ ამბობს და „გაეჩხუბას“ იძახის. ერთხელაც, თინა, ვერა და სხვა ქალები წავიდნენ ანზორი კობახიძის დედის დაკრძალვაზე. ირინა პატარა ქეთოსთან ერთად სახლში დარჩა. ბაჩა კი ქალებს გაედევნა უკან. ქალები შევიდნენ სამძიმარზე. ბაჩა კი გარეთ დარჩა და თურმე ძალიან სერიოზლი სახე მიიღო. ამ ბავშვს ყველი და პური მაინც მიაწოდეთო, უქვქმს ანზორს. – მე აქ საჭმელად კი არ მოვსულვარ, სამძიმარზე მოვედი, უთქვამს ბაჩას. ერთხელაც, უკვე ოთხი წლის ბაჩა დიდი კაცივით მიბიჯებს შარა გზაზე. მიუახლოვდა დათიკო ჭელიძის ეზოს და რას ხედავს, დათიკო სიმინდს არჩევს, გარშემო კი ღორები ახვევია. იგი წნელით ხელში ღორებს დასდევს, მაგრამ ვერ მოიცილა. და ძალიან გაბრაზებლია. – გამარჯობა დათიკო ბაბუა! ეუბნება ბაჩო დათიკო ყურადღებას არ აქცევს და ისევ ღორებს ერეკება – გამარჯობა დათიკო ბაბუა! – იმეორებს ბაჩო დათიკო მაინც არ აქცევს ყურადღებას. ბაჩო კი მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას. ვეღარ გაუძლო დათიკოს უყურადღებობას და მიაძახა ‘დაგაჯვი დათიკო ბაბუა“ ამას კი არაფრით არ მოელოდა დათიკო და წნელით ახლა ბაჩოს გამოენთო;“ ვის უ ბედავ შენ ამას, შე მამაძაღლო , ისედაც დაჯმულს, შენი დაჯმაღა მაკლია კიდო? მაცალე დაგიჭერ და წნელით გაგისივებ ტრაკს“ ბაჩამ გაქცევით უშველა თავს. მეორე დღეს დგას ბაჩა კაცებით გარშემორტყმლი და ისეთი ოსტატობით ყვება ამ ამბავს., რომ ირგვლივ სულ ხარხარი ისმის. საქმე იმაშია, რომ დათიკომ რაღაც უ ცნარი ლაპარაკი იცის. კბილები ერთმანეთზე აქვს დაჭერილი და ბგერებს სცრის. ბაჩა კი ზუსტად დასცინის.{ ნამდვილი იმიტატორია} ამიტომ კაცები ბოჰემრად ხარხარებენ. ამის შემდეგ ბაჩას დანახვისას კაცები ეხვეწებიან ბაჩას, აბა კიდევ დასცინე დათიკოსო. ბაჩოც დგას და ოსტატურად დასცინის. ამის შესახებ დათიკომაც გაიგო და მასაც სურს მოუსმინოს ბაჩოს, მაგრამ მის დანახვსზე ბაჩანა თავქუდმოგლეჯილი გარბის. არ მცემოსო დათიკო უკან მისდევს და მანეთიანს აჩვენებს, ამას მოგცემ, ოღონდ დამცინეო. ბაჩო კი მაინც ახლოს არ ეკარება,. ერთხელ დათიკო ბაჩოს უკან დაიმალა და ისე მოუსმინა, მერე კი ჩუმად მიეპარა, ხელში აიყვანა და ჩაკოცნა. ასე შერიგდნენ დათიკო ბაბუა და ბაჩო. ერთხელაც, ჩემს აივანზე ვზივარ ვხედავ ბაჩო თავის კიბეებზე ზის ჩემგან ზურგით, წინ დაშლილი სათამაშო მანქანა უდევს და წამდაუწუმ ჩემსკენ იყურება. – რა იყო ბაჩო, გინდა რამე? –ნინე მამიდა, შევიგინები რა... –რატომ? –ვერ ვაკეთებ. კარგი შეიგინე და მანაც ისეთი ცხრასართულიანი გინება გაუშვა, კაცებსაც კი „ აჯობა“ ერთხელაც, ბაჩო თავის ეზოსთან ორღობეში მიდის და უეცრად ხედავს მამული{ მამამისი} მანქანის ქვეშაა შემძვრალი და არემონტებს. –შე, შობელძაღლო სად შემძვრალხარ> ებუნება მამას, ერთხელაც ჩვენთან ჩამოსლი იყო იურა ბოჭორიშვილი{ლექტორი} თავისი მანქანით. ერთხელაც მან ვერაფრით ვერ გააღო თავისი მანქან. ჩემმა ბიძაშვილმა გაკვირვებისაგან პირი დააღო. რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელში ვეღარ ჩავედი. მუშაობა დავიწყე. ერთხელაც, როდესაც შვებლებით ჩავედი, მითხრეს ბაჩამ ისევ ცხრასართულიანი გინება იცისო. ასეთი რამ მიამბეს; ხთი წლის ბაჩა მქრტო მისულა მოწონელიძეების უბანში მეზობელთან და ეძახის; დარიკო ბებია, დარიკო ბებიააა. გამოსლა დარიკო გარათ და ხედავს პატარა ბაჩა დგას მარტო მის ჭიშკართან დარიკოს ძალიან გაჰკვირვებია – რა იყო ბაჩა,რამ შეგაწუხა? მობრძანდი სახლში – შენ თვითონ მობრძანდი დარიკო ბებია ჭიშკრთან ერთი წუთით. დარიკოც მივიდა ჭიშკართან. –რა იყო ბაჩა, რა მოხდა? –რა მოხდა და ცუდი შვილი გაგიზრდია შენ, დარიკო ბებია1 –რატომ, ბებო, რამე გაწყენინა ჩემმა შვილმა? – შენმა შვილმა გინება მასწავლა. მეც ვიგინები და დედიკო კიდო მირტყამს– უთხრა გაბრაზებლმა ბაჩამ და სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. დარიკო კი { რეზო „ფაჩი–ფუჩას“} დედა სიცილისაგან მიწაზე გაგორებულა.
ჩემო ბაჩანიკიაო, მოდი ერთად ვიაროთ, ვიაროთ, ვიაროთ, ვიაროთ მსოფლიო შემოვიაროთ, თუ სადმე ბოროტი შეგვხვდა, კი არ მოვკლათ’ „პრივეტ შე ძველო“! ვუთხრათ და ღმერთისკენ მოვატრიალოთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|