 | ავტორი: სალალო ჟანრი: პროზა 21 დეკემბერი, 2017 |
გაუგებარი დღე იყო.. გადატენილი სტანდარტული მინარევებით.. საშინლად აკლდა ერთგვაროვნება მის შემადგენელ მთავარ მომენტებს – ჭინჭყლი ბავშვებივით კინკლაობდნენ პოზიტივი და ნეგატივი, მათში პირველის გამოსავლენად, თუმცა ვერცერთმა აჯობა მეორეს.. და მეც ვიყავი ნეიტრალურად. ყველაზე მეტად ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობას - მგონია, ვიტყუები მოწყენაშიც და გაღიმებაშიც, რახან ზოგადი ფონია ორპირი.. და აი, მქონდა „ბედნიერება“ - ასეთი განწყობა მწვეოდა ისევ.. გარეთ რომ გავედი, უკვე გამკვეთრებულიყო სიბნელის ტონალობა. ღამის ეფექტები ემზადებოდნენ ირგვლივ სრული მონოპოლიისთვის.. სიჩუმე, სუსხი , იდუმალება... დაეხეტებოდნენ ამბიციურად.. ჩაფიქრებულს და უემოციოს -მაჯაყჯაყებდა თბილისის მეტრო.. „ახმეტელის თეატრი, ბოლო გაჩერება“ ... ნელი სვლით წამოვედი.. არ მეჩქარებოდა არც სითბო სახლში და არც მდუღარე "ჟოკეის" ქაფი... ვგრძნობდი ჩემს ნაბიჯებს, რამდენად ცარელა იყო და მექანიკური.. ახმეტელთან, „მარიამის“ სავაჭრო ცენტრის კოლიდორში, ერთი პატარა ჯიხურივით მაღაზიაა.იქ თუკი შევდივარ, აუცილებლად სამსახურიდან უნდა მოვდიოდე და ბანანის ყიდვა უნდა მინდოდეს. ერთი სასიამოვნო ნიუანსით მიყვარს ეს ადგილი - მაღაზიის გამყიდველი, რაც არ უნდა დაღლილი ჩანდეს, ყოველთვის თბილი ღიმილით მაწოდებს აწონილ ბანანს ან მორჩენილ ხურდას.. ამ ქალს ერთხელ შევამჩნიე, რომ ყველას ასე განსაკუთრებულად არ უღიმის და მეც ამის გამო უფრო მეტად ამოვიჩემე. იმ დღეს ბანანი არც გამხსენებია.. მაგრამ ის იყო, რომ ამ ჯიხურს მივუახლოვდი, ფანჯარასავით ღია ჭრილიდან შემამჩნია, მიცნო და თავით მომიტრიალდა მოსასალმებლად.. სახე ღიმილით ქონდა დაფარული.. მანამდე, ამ ქალს არასდროს გამოვლაპარაკებივარ.. ნახევარ წუთს თუ გასტანდა ხოლმე, ბანანის თხოვნა თავის საპასუხო მოქმედებიანად..
ამიტო, გამიკვირდა.. იმ ღამეში და ხალხის იმხელა მოძრაობაში, როგორ მიცნო-თქო ასეთი სისხარტით.. მაგრამ რა დროს გაკვირვება იყო.. უცებ სადღაც მოვისროლე ჩემი უემოციობა და მთელი მონდომებით დავუბრუნე თბილი ღიმილი, მერე ფანჯარასთან დავიხარე და ნიკოლოზობაც მივულოცე ღიმილ მოუშორებლად. ვიგრძენი, რაღაც შემეცვალა.. განწყობით უკვე სულ სხვაგან დავფრინავდი. რამდენიმე მეტრით ვიყავი უკვე მოშორებული, უცებ გავჩერდი, ოდნავი პაუზა და უკან შევტრიალდი.. უკან, სადაც უკვე გამოვლილი „გლდანი მოლი“ იყო. 15-20 წუთში კი მოლიდან გამოვბრუნდი. გზაში სიტყვებს ვაწყობდი.. ცოტას ვნერვიულობდი.. ზუსტად სამ წამში თმა ჩამოვივარცხნე (ხალხისგან შეუმშნევლად) და აი, ისევ ჯიხურთან ვიდექი. ჩუმათ დაველოდე, კლიენტები რომ გაესტუმრებინა და შევედი. -გამარჯობა, კიდევ ერთხელ; შესამჩნევად გაეხარდა ჩემი დანახვა.. -იცით... არ ვიცი, რამდენად სწორად მიიღებთ.. ანდა რამდენად არ გამიბრაზდებით.. მაგრამ თქვენ იმდენად სასიამოვნო ქალბატონი ხართ, და ისე სასიამოვნო აურა მოდის თქვენგან, სულ სულ ყოველთვის.... რომ აი წეღან, რომ გამიღიმეთ, ამით ისეთი სითბო ვიგრძენი, გულმა არ გამიძლო და ძალიან მომინდა თქვენი გახარება. იმედია მოგეწონებათ.. ვუთხარი და მივაწოდე "ვაიკიკის" ცელოფანი, შიგნით ღუნღულა, საზამთრო შარფით..
აღარაფერს გეტყვით, რა მოხდა მის რეაქციაში.. უბრალოდ, გთხოვთ, რომ ხშირად გაიღიმოთ.
მერე რა, რომ მე იმის მეტი კაპიკი არ მქონდა..
მე ის მივიღე, რაც მჭირდებოდა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი, იყო. სტილისტურადაც რომ გასწორდეს, კარგი ჩანახატი იქნება.
კარგი, იყო. სტილისტურადაც რომ გასწორდეს, კარგი ჩანახატი იქნება.
4. მიხარია ამის მოსმენა.. მადლობა თქვენ.. !! : )) მიხარია ამის მოსმენა.. მადლობა თქვენ.. !! : ))
3. კიდევ ერთხელ გადახედვა არ აწყენდა ნამდვილად. ძალიან დადებითი და სასიამოვნო ისტორიაა. მომწონს, როდესაც ნაწარმოებს პოზიტიური განწყობა მოაქვს. წარმატებები!
+5 რა თქმა უნდა. ))) კიდევ ერთხელ გადახედვა არ აწყენდა ნამდვილად. ძალიან დადებითი და სასიამოვნო ისტორიაა. მომწონს, როდესაც ნაწარმოებს პოზიტიური განწყობა მოაქვს. წარმატებები!
+5 რა თქმა უნდა. )))
2. ამბავს , მართლაც რომ ყოჩაღ, პროზად ვერ აღვიქვი ოღონდ ))) ამბავს , მართლაც რომ ყოჩაღ, პროზად ვერ აღვიქვი ოღონდ )))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|