ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2018


ნიშნები

11 ჩოქთოის ფეჭი მარდად მიიწევდა პირამიდის წვერისკენ, სადაც დიდი საგალაკტიკათაშორისო კვერთხი იყო დამაგრებული და წითელ, ყვითელ და მწვანე ფერად ანათებდა...
მისი თანატოლები აფმჰა, კხოდაღო და ულამაზესი ყვოთა დაბლიდან, უკვე წერტილად ქცეულ ფეჭის გულშემატკივრობდნენ...
ფეჭის ერთ მომენტში ფეხი დაუცდა და პირამიდის ლოდების ნატეხები დაბლა ჩამოცვივდა... აფჰმა არ დაიბნა და მის ჯადოსნურ ხალიჩას უბრძანა ზედ გადაფარებოდა... ხალიჩამაც არ დააყოვნა...
გადარჩნენ...
ფეჭიმ საწადელს მიაღწია და მოხსნა საგალაკტიკათაშორისო კვერთხი...
ღამის 37-ე ეძმუ-ს 89-ე ეწე იყო... ვინ რას გაიგებდა... ყველა ცოცხალ არსებას ეძინა...
ჩამოსვლისთანავე კხოდაღომ მეგობრებს უჩინმაჩინის მოსასხამი შემოაფარა და უსაფრთხო ადგილამდე ასე მივიდნენ... ყვოთამ ლამპარიდან ჯინი იხმო და მისი ბოლო სურვილი ჩაუთქვა. ეს იყო მოგზაურობა შორი დედამიწისაკენ.
შავი გივია 15 წლის იყო, როდესაც ისინი პირველად იხილა... მათ პატარა კაცებს, ზოგნიც ჭინკებს ეძახდნენ...
მამაცნი მათ მოსაკლავად მიდიოდნენ, მაგრამ ადგილზე არ ხვდებოდნენ... კხოდაღოს უჩინმაჩინის მოსასხამი შორეულ დედამიწაზეც ზუსტად ისე მუშაობდა, როგორც მშობლიურ პლანეტა „ჩოთვუ“-ზე...
„პატარა კაცებმა“ ადგილობრივების ენა ადვილად ისწავლეს, თან მათ განკარგულებაში, ხომ საგალაკტიკათაშორისო (რომ იცოდეთ როგორ ვიტანჯები ყოველ ჯერზე ამ სიტყვის დაწერისას ☹ ) კვერთხი იყო... კვერთხს, გარდა იმისა, რომ პორტალის გახსნა შეეძლო პლანეტებს შორის, უდიდესი ენერგია ჰქონდა და ფაქტიურად უძლეველებს ხდიდა პატარა ჭინკებს, მაგრამ მათ ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ არასდროს არ გამოიყენებდნენ მათ ძალას ბოროტად, როგორც მათი დამპყრობლები და ამ კვერთხის შემქმნელი „ვუწიპუელები“ აკეთებდნენ...
ვუწები მაღალ განვითარებული რასაა... ისინი ფლობენ ყველა ახლომდებარე პლანეტას, რაც მათ იპოვეს... დედამიწა კი მათი ტექნოლოგიების მიერ აღმოჩენილი ყველაზე შორს მდებარე პლანეტა იყო... სწორედ ამიტომ გამოიქცნენ ჩოთვუელი პატარა ჭინკები...
შავ გივიას დავუბრუნდეთ... ჭინკები უკვე ბერდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ისინი ვეღარ შეინახავდნენ ამ უდიდეს ძალას და საჭირო იყო მათი ადამიანებისთვის გადაცემა...
როდესაც გივიმ გაიგო რამხელა ტვირთი უნდა დაწოლოდა მას მხრებზე უარზე იყო, მაგრამ ბოლოს ჭინკებმა მაინც „დაკერეს“, გივიას უკვდავობა აჩუქეს და მალევე დაიღუპნენ...
გივი ხვდებოდა, რომ ამხელა კვერთხს მუდმივად ვერ დალამავდა... თან მას მთელი მარადისობა ჰქონდა გაერკვია როგორ მუშაობს კვერთხი როგორმე დაეპატარავებინა ან ფორმა ისე შეეცვალა რომ ხალხს არაფერი ეეჭვა...
გივიამ მთელი სამყაროები მოიარა ამ ამოცანის ამოსახსნელად... წითელქუდა და მისი ბებია სწორედ მან გააცოცხლა მგლის მუცლიდან... სწორედ ის იყო ის მონადირე, რომელმაც „თოფი“ ესროლა მგელს... ის იყო კომბლე, რომელმაც თავისი „კომბალით“ მგელი გატყიპა და ცხვრები გააცოცხლა... ის იყო ნაცარქექიაც დევს კისერში რომ „ნემსს“ აჭერდა... ის იყო პაპა კარლო, რომელმაც ბურატინო „გამოთალა“ და გააცოცხლა...და მრავალი სხვა ცხოვრებით იცოცხლა მან...
დროთა განმავლობაში გივიას ავიწყდებოდა მისი მიზანი რაც იყო... და სწორედ ამიტომ მაშინ, როდესაც ავტომობილები შექმნეს და მათი მოძრაობის დარეგულირება გახდა საჭირო გივიამ მიაწოდა მაშინდელ მთავრობას იდეა შუქნიშნის შესახებ... წითელი, ყვითელი, მწვანე... დღემდე არავინ იცის, რომელია "ის" შუქნიშანი... თუმცაღა ფუნქცია ყველას ერთი აქვს...
მის სწორად გამოყენებას წესრიგი მოაქვს დედამიწაზე და ახანგრძლივებს ცხოვრებას... ბოროტად გამოყენებას კი ქაოსი და კლავს...

19.12.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს