ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
30 იანვარი, 2020


ბუტიები

ნუღარ გამებუტები,
კესო შენი კვნესამე,
ხვალვე დილით გიყიდი,
აუცილებლად კესანებს.

სულაც მურას ბრალია,
რომ გამიტყდა ქოთანი,
ძალიან შემეშინდა,
რომ მომსდევდა ქოფაკი.

გახსოვს ჩემი თოჯინა,
შარშან როგორ გაპუტე,
განა არ გაპატიე,
ჰოდა, მოვრჩეთ გაბუტვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები