ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2009


საგიჟეში დაწერილი თემა

"სხვა პალატა" - ჯოჯოხეთი.
"ლურჯი დღე" - სამოთხე.
"ვაშლი" - დედამიწა.
"დედა თეთრი მანტიით" - ღვთისმშობელი.
"თეთრი გაპარსული კედლები" - ანგელოზები.
"დანა" - გზა.
"მე" - ქართული საზოგადოება.
"თემა" - დაპირებული სიტყვა
"ფსიქიატრიული ინსტიტუტი" - ხელისუფლება.

  გუშინ დედა ვაშლს მითლიდა. მე მივვარდი და დანა ხელიდან გამოვგლიჯე, - დედამიწას ნუ გააცელე ქერქი-მეთქი! ხო, ეგრე შევჩივლე. ასე მახსოვს... აბა რა ვიცი?! გაბრაზებულმა შემომხედა და მითხრა:
  - განა შენ დედამიწის ჭამა გიყვარს? ეგ ხომ ვაშლია მხოლოდ და მეტი არაფერი.

  თვალებგაფართოებულმა ვუყვირე: - ჩემთვის ყველაფერი, რაც კი მრგვალია დედამიწაა-მეთქი.
  რას მიყურებთ კედლებო? ან შენ რას მომჩერებიხარ ფურცელივით? ვერ ხედავ,  გათეთრდი?..  წადი, ექიმს დაუძახე, საღებავი მოგიტანოს. თან ცოტა მეც დამრჩება და შევღებავ პალატას. პალატა თეთრია და თან გაპარსული. რატომ არ ამოსდის წვერები? რა მახსენდება იცი? ერთი ლამაზი დღე და მეტი არაფერი. მხოლოდ ლამაზი, რადგან მასში არაფერი იყო გარდა ლურჯი ფერისა. ყველაფერი გარუჯულა ლურჯად... თუმცა, დღეში არავითარი საგანი არ არსებობდა. აბსტრაქცია იყო? არა! მხოლოდ ლურჯი იყო. პალატა კი ისევ თეთრია. რა უბედურებაა? თან აქ მარტო ვარ. ისიც ექიმთან გავუშვი საღებავის მოსატანად. ისე, რა სულელია, არა?  არც კი უკითხავს, რა ფერი სჭირდებოდა მის ფურცლოვან სახეს. გაგაგიჟებენ, რა! დაეცადა მაინც, თვითონ თუ არ იცოდა, მე ვეტყოდი ლურჯი ფერი მოგიხდება-მეთქი. ეჰ რას ვიზამთ. არ მისცემენ. გათოკავენ და სხვა პალატაში ამოყოფს თავს, სადაც ვაშლზე კი არ დაელაპარაკებიან, არამედ გააბრუებენ უაზრო საუბრებით ისევ რაღაც არარსებულზე.
  სადაც ლურჯი ფერი არ არის, იქ  არც არაფერია. ასე ვიცი მე. განა სხვა პალატაში შეიძლება ის დღე დაინახო, რაც მე მახსენდება? რა თქმა უნდა - არა.
ან როგორ ნახავს? მას მხოლოდ მე ვხედავ! სასაცილოა გიჟების ამბავი.

  წარმოიდგინე გაქარწყლებული წყალი. წყალი შეიძლება ქართან ასოცირდებოდეს? თუ ვაშლი წყლიანია და ის ქარმა ჩამოაგდო ხიდან კი.
მაგრამ იმ ხესთან - ნიუტონი იჯდა და ვაშლიც მან წამართვა. ჩაკბიჩა და გემო გაუსინჯა. ჩემი იყო ის ვაშლი. ვინ ეხვეწებოდა, მანცდამანც ვაშლის ხის ძირში დაისვენეო? რა, განა მსხალი არ იყო მაშინ?  ორი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო და მოხვდებოდა მსხალი თავში, ვაშლი კი მე დამრჩებოდა.
  ახლა კი უნდა ვუყურო გაპარსულ კედლებს და საოცნებოდ მხოლოდ ისევ ის ლურჯი დღე უნდა დამრჩეს.

  დანა წამართვა დედამ. ის უკვე ხანში შესული ქალბატონია. ისე ლამაზად ზის მის ტახტზე... იცით, რა ლამაზია დედაჩემი? არ გამიბრაზდა და იმიტომ. უბრალოდ წამართვა დანა და ქვევით გადააგდო. ჩავიხედე ქვემოთ. დავინახე ლურჯი დღე მხოლოდ, დანას კი - თვალი ვერ მოვკარი. უკვე გამქრალიყო დანა. ავიხედე ზევით და თეთრი გაპარსული კედლები დამხვდა ისევ.
  - წითელი საღებავი მომცეს. - შემომესმა ხმა.
  - სხვა პალატაში არ წაგიყვანეს?
  - არაო, - მიპასუხა.
  - წითელი საღებავი რად მინდა? - არ ვიცი?! ჩემს თეთრ კედლებს ცეცხლს ვერ წავუკიდებ. არც გამხსენებია მისი ფურცელივით თეთრი სახე. არ შემიძლია.
არ მიყვარს წითელი ფერი. ვერ ვიტან!!! ვყვიროდი - ვერ ვიტან!!! ყვირილზე დედაჩემი გამოჩნდა თეთრი მანტიით. არა, თურმე ექიმი ყოფილა.
  - ექიმო, შეიძლება ეს თემა ქვევით გადააგდოთ, როგორც დედაჩემმა - ჩემი დანა? ფსიქიატრიულმა ინსტიტუტმა შემიკვეთა და მეც დავასრულე. ახლა მინდა მათ გავუგზავნო. შემისრულებთ ხო?
  - მომეცი, გადავაგდებ. მისამართი იცი? - იყო პასუხი.
  - კი ვიცი. საქართველო. ლურჯი დღე. დედაჩემი თეთრი მანტიით. შემდეგ ის მიიტანს დანიშნულების ადგილზე. ამით მინდა გავახსენო მათ ჩემი არსებობა.

  ექიმი წავიდა და წაიღო ჩემი თემაც.
  ტუალეტის დროც მოვიდა. რა ხდება? რა სუნია აქ? ეგრე არ იყო. რატომ აამყრალეს? რამდენი ხანია, რაც არ გაუწმენდიათ? ალბათ 2003 წლიდან. მაშინ მოვხდი მე აქ. უკვე ხუთი წელია, რაც ვიტანჯები.
ამოვიღე და რას ვხედავ? - ჩემი თემა შეურაცხვყავი.

  ყოჩაღ ექიმს!

  თურმე მე მკვდარი ვყოფილვარ!

  შველა მჭირდება მე!

28.01.2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს