მოდით ცოტაოდენ შევეხოთ რელიგიურ ფსიქოლოგიას.....ეს მნიშვნელოვანი თემაა როგორც პიროვნების ინდივიდის ჩამოყალიბებაში ასევე მისი ავტორიტეტად ქცევაში....
მე აქ მოვიტანე ამონარიდი წმ. ეპისკოპოს გაბრიელი (ქიქოძე) საუბრიდან სადაც ის აღწერს რაოდენ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია რელიგიაში....
ამ შინაგანი ბრძოლის თვისებათა გულმოდგინე შესწავლა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა იმ ადამიანისათვის, რომელმაც თავისი ცხოვრება სხვა ადამიანთა ზნეობის გამოსწორებას მიუძღვნა. ის უნდა შეეცადოს მოიპოვოს ზეგავლენა ამათ აზრებსა და გრძნობებზე. მაგრამ შესაძლებელია კი ეს სულის თვისებათა შესწავლის გარეშე? მიისწრაფვის რა საზოგადოების ზნეობრივ სენთან განკურნებისაკენ, მან, მსგავსად დახელოვნებული მკურნალისა, კარგად უნდა შეისწავლოს სულიერ დაავადებათა თვისებები. აქედან ცხადი ხდება ფსიქოლოგიის შესწავლის მნიშვნელობა ყოველი ადამიანისათვის, რომელსაც განუზრახავს სასულიერო წოდების მოპოვება. ცხადია, ფსიქოლოგიის ცოდნა, როგორც საკუთარი თავის ცოდნა, ძალზე საჭიროა ყოველი ადამიანისათვის, მაგრამ ღვთისმეტყველისათვის ის ორმაგად ფასობს, თავისი კეთილი სამსახურის გამო.
ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება უფრო მეტად დაასაბუთებს ამ აუცილებლობას.
ბევრი ახალგაზრდა მოქადაგე, იწყებს რა ქრისტიანების დამოძღვრას ადამიანის გულის თვისებათა საკმაო შესწავლის გარეშე, ვერ ზემოქმედებს თავისი მსენელის გულებზე ისე, როგორც ჯერ-არს. ისინი ძალზე მჭევრმეტყველურად უმტკიცებენ მსმენელებს, რომ ბიწიერება მავნეა, ხოლო სიკეთე სასარგებლოა და პატივსაცემი, მაგრამ ყოველივე ეს ძალზე ცოტაა. მსმენელები ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მიუხედავად ამისა, გრძნობენ, რომ მათ გულში ვნებებს ეძლევათ უპირატესობა. ამიტომ, ნაცვლად სიკეთის სარგებლიანობის მტკიცებისა, მოქადაგემ მთელი ძალით უნდა დაარწმუნოს მსმენელები იმაში, რომ სიკეთეს, ბიწიერებასთან შედარებით, შეუძლია მოგვიტანოს ისეთივე - ანდა მეტი - უწმინდესი სიამოვნება და რომ საჭიროა მხოლოდ შევაჩვიოთ ჩვენი ნება სიკეთეს, რათა მასში საკუთარი ბედნიერება ვიპოვოთ. არწმუნეთ მსმენელები რამდენიც გსურთ, ცოდვა მავნეა, ვნებები დამღუპველია, სიკეთე კი მშვენიერიაო. ყველა დაგეთანხმებათ, მაგრამ ცხოვრებას არ შეიცვლის. საჭიროა მსმენელმა იგრძნოს, რომ ვნებებს მოაქვთ ყალბი და დროებითი სიამოვნება, რომ ჭეშმარიტი, მყარი, საუკეთესო სიამოვნების პოვნა სულს მხოლოდ ქრისტიანულ გრძნობებში შეუძლია.
ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა დამაბნეველიც კია, ეგ როგორი თემაა იცი, როცა რაღაც გაწუხებს და პასუხი არ არის. ანუ ეგ დაფარული დარჩეს უკეთესია. აი მაგალითად, ადამიანი ფიქრობს თავისივე სხეულში და ხშირად გვიჩნდება კითხვა, ნეტა სხვა რას ფიქრობს, ან სხვა როგორ ირგებს მის სხეულს... ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი!
1. ვთვქათ მიდიხართ უდაბნოში, გაურკვეველი ვადით, მიდიხართ მარტო, რას წიღებდით?
თერმოსით ცხელ ჩაის
2. თუ წყურვილისგან იხრჩობით და შეგხვდათ მღვრიე წყალი, დალევთ? ფუუუუუუუუ, არავითარ შემთხვევაში
3.დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ? პირდაპირ და თუ დამჭირდა გადავუხვევ
4.მოდის ცხენი. დეტალურად აღწერეთ, რა ფერისაა, როგორ მოდის, დგას თუ მოდის, თქვენ თავად მიხვედით თუ ის მოვიდა, ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე. ეს ყველაფერი დეტალურად. _______უბელო, თეთრი, ვაი, დამემორჩილოს!
5. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის შანსი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? _______ მატრიოშკებივით ჩალაგებული კედელი, კედელი, კედელი.....
პასუხს ველი
1. ვთვქათ მიდიხართ უდაბნოში, გაურკვეველი ვადით, მიდიხართ მარტო, რას წიღებდით?
ახალაიას (მაგას კუზებში აქ ჩაგროვილი წყალი, ლუდი და არაყი)
2. თუ წყურვილისგან იხრჩობით და შეგხვდათ მღვრიე წყალი, დალევთ?
ჯერ ახალაიას დავალევინებ, თუ არ მოკვდა მეც დავლევ.
3.დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?
ახალაიას ვეტყვი რო მთის იქით არაყია და თითონ გამიკაფავს გზას.
4.მოდის ცხენი. დეტალურად აღწერეთ, რა ფერისაა, როგორ მოდის, დგას თუ მოდის, თქვენ თავად მიხვედით თუ ის მოვიდა, ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე. ეს ყველაფერი დეტალურად.
ცოტათი წითურია და ბარბაცით მოდის, თითონ მოდის და ყვირის გალაკტიონის მერე მე ვარო, ვერ ავმხედრდები იმიტომ რომ ჩემზე გაცილებით დაბალია.
5. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის შანსი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა?
ირაკლი ბერია.
მეცნიერული აზროვნების დასაწყის ეტაპზე ფსიქოლოგიის საკვლევ საგნად სული იყო მიჩნე-ული - არისტოტელი თავის მთავარ ფსიქოლოგიურ გამოკვლევას „პერი ფსიქე”-ს („სულის შესა-ხებ”) უწოდებს. იგივე მდგომარეობა რჩება საშუალო საუკუნეებში და ახალი დროის დასაწყისშიც: ფსიქოლოგია სულის შესახებ მეცნიერებად ითვლება. საუკუნეთა მიმდინარეობაში ეს შეხედულება იმდენად განმტკიცდა, რომ მაგალითად, ჰეფდინგს ჩვენს საუკუნეშიც შესაძლოდ მიაჩნია გაიმე-ოროს: „ფსიქოლოგია მოძღვრებაა სულის შესახებ, რომ ეს უმოკლესი განსაზღვრაა, რომელიც შესაძ-ლოა ჩვენს მეცნიერებას მიეცეს”-ო. მაგრამ ნუ თუ მართლა შეიძლება ფსიქოლოგიის საგნად სული ჩაითვალოს, როგორც ამას მთელი საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ? საკმარისია ეს საკითხი დააყენოთ, რომ იმწამსვე მისი უარყოფითი გადაჭრის აუცილებლობა იგ-რძნოთ. მართლაც და, რაა ჩვენი პრობლემის თვალსაზრისით დღევანდელი მეცნიერებისთვის საზო-გადოდ დამახასიათებელი? უეჭველიას ის, რომ იგი სინამდვილის რომელსამე სფეროს ან მხარეს სწავლობს; მეცნიერული კვლევის საგანი სინამდვილეა. ამიტომაც საბუნებისმეტყველო მეცნი-ერების ამა თუ იმ დარგს ავიღებთ, თუ სოციალურისას, ვერსად ვერ ვნახავთ, რომ რომელიმე მათგანი ჯერ შესასწავლად განზრახული საგნის სინამდვილის შესახებ აყენებდეს საკითხს და მის კვლევა-ძი-ებას მხოლოდ ამ საკითხის დადებითად გადაჭრის შემდეგ იწყებდეს. ყოველი მეცნიერება უშუალოდ მოცემული სინამდვილის ამა თუ იმ მხარეს სწავლობს: ფიზიკა - ფიზიკურისას, ქიმია - ქიმიკურისას. ყოველი მეცნიერების საგნისთვის მისი სინამდვილის უშუალო მოცემულობაა აუცილებელი. მაშასადამე. იმისთვის, რომ სული მეცნიერული კვლევის საგნად დაისახოს, აუცილებელია, რომ მისი სინამდვილე უშუალოდ გვქონდეს მოცემული. მაგრამ არის კი ეს ასე? ადამიანი გრძნობს, მსჯელობს, წარმოიდგენს, მიისწრაფის, შფოთავს, ზრუნავს. ჩვენ მხოლოდ ისეთ არსებას ვთვლით სულიერად, რომელსაც ყველაფერი ეს, ან რაიმე ამის მსგავსი, შეუძლია განიცადოს. ამგვარ მოვლენებს, ჩვეულებრივ, სულიერ მოვლენებს უწოდებენ, იმიტომ რომ ფიქრობენ - ისინი სულის წყალობით აქვს ადამიანსო. რასაკვირველია, მათ ჩვენ უშუ-ალოდ განვიცდით. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სულიერი მოვლენები უშუალოდ გვეძლევა. მაგრამ რაც შეეხება თვითონ სულს, იგი ხომ ამ განცდათა წარმომშვებ ძალად ითვლება - მაშა-სადამე, იგი უშუალოდ სინამდვილის იქით იგულისხმება. ამდენად ცხადია, რომ იგი მოკლებული უნ-და იყოს იმ აუცილებელ თვისებას, რომელიც ყველა მეცნიერების საკვლევი საგნისთვისაა დამახა-სიათებელი - სახელდობრ, უშუალო სინამდვილეში მოცემულობის თვისებებს. აქედან უდაოა, რომ სული არა ნამდვილი მეცნიერული, არამედ ისეთი კვლევის საგნად თუ შეიძ-ლება დაისახოს, რომელიც ემპირიული სინამდვილის ფარგლებს სცილდება და მეტაფიზიკური სფეროს საზღვრებში ცდილობს შეიჭრეს. მაშასადამე, ფსიქოლოგიის საგნად სულის დასახვა ე. წ. მეტაფიზიკურის და არა მეცნიერული ფსიქოლოგიისთვის არის დამახასიათებელი.
რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.
პატიმრობაშია მხოლოდ თავისუფლება, მხოლოდ ოსტატს არ აცდება პატიმრობა (თავისუფლება). გონიერ ადამიანს, ყველაზე მეტად თავისი ნიჭის ეშინია, უფრო სწორედ ამ ნიჭის დაკარგვის ან სწორად არ გამოყენების. სავარაუდოა ესეც...
ხოდა დღეს კაი ანეკდოტი გავიხსენე, ანუ ჭიჭიკიას და ნაზიკიას რაღაცის ეშინოდათ, დანარჩენს კი წაიკითხავთ ქვემოთ....
ჭიჭიკია ეუბნება ნაზიკიას, ქალო ეს რა გავიგეო, ჩვენ რომ ასთმა გვეგონა, თურმე ორგაზმი ყოფილაო!