ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2019


ბავშვი ვიყავი

ბავშვი ვიყავი მიხაროდა წუთი ყოველი,
ყურს არ ვუგდებდი ჟამთა სვლას და
ბედის ბორბლის ხმას,
მე მაოცებდა წვრილმანები
მიუწვდომელი
ბავშვის გონების შესაბამისად.
პატარაობა უდარდელი ცხოვრების წესი,
მხოლოდ ზრუნვაში და ალერსში განებივრებულს,
მიგრძვნია სითბო მშობელისა თუნდ მწუხარესი
საწოლში ჩუმად გაყუჩებულს და მიძინებულს.
ბავშვი ვიყავი გადიოდა თითქოს ნელა დრო,
მთელს დროს ეზოში ვატარებდი ჩემს მეგობრებთან,
დაბინდდებოდა დამიწყებდა მშობელი ძახილს,
მე საპასუხად გავძახებდი: მოვალ დედათქო.
წლები გავიდა ახლა უკვე არვარ პატარა,
წავიდა ის დრო იქ წარსულში გადაიკარგა,
რომელმაც ოდეს მე ოცნების გზებით
მატარა,
წლები კი ტკბილად მოსაგონი,
ჩემს გულზე სევდად ამოიქარგა.
ახლა ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუცქერ და ვხედავ,
ვხვდები რომ ბავშვი აღარა ვარ წავიდა ის დრო,
ნეტავ მოვიდეს, დაბრუნდეს ნეტავ,
მაგრამ ამაოდ იმედები ბედმა გამიქრო.
ძნელი ყოფილა ახლა ვხვდები ცხოვრება ჩვენი,
სირთულეების წინაშე რომ გიწევს წარსდგომა,
რავქნათ გვარგუნა ჩვენმა ბედმა ასეთი ძღვენი,
რომ გავუმკლავდეთ საჭიროა მყარად დადგომა.
სულ მეფიქრება რა იქნება ხვალ ან და მასზეგ,
როგორ წარმართავს ცხოვრების გემს ქარი მომავლის,
არ ვიცი საით გამაქანებს, ან რას მიმზადებს,
მარტო იმედი დამრჩენია მამა უფალის.
რაც წლები გადის, დროც მით ჩქარდება,
ბავშვი ვიყავი მაშინ ვერ გვრძნობდი,
მოგონებები ბავშვობისა არ გაქარწყლდება,
ფიქრებს წარსულზე კვლავ განვაგრძობდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები