ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 აპრილი, 2020


Анна Ахматова - Не стращай меня грозной судьбой

https://www.youtube.com/watch?v=TxDNkaFyPM0

ანა ახმატოვა - ნუ შემაშინებ სასტიკი ხვედრით

ნუ შემაშინებ სასტიკი ხვედრით,
ნურც ჩრდილოეთის კაეშნით მზარავ,
ახლა ჩვენს პირველ დღეობას ვხვდებით,
ამ დღესასწაულს კი ჰქვია - გაყრა.

რა ვუყოთ, თუ ვერ ვესწრებით სისხამს,
თუ არ სერავდა  ჩვენ ზევით მანძილს
წუხელღამ მთვარე,  მაინც ფრთებს ვისხამ -
დღეს გასაჩუქრებ არნახულ განძით:

ჩემი ნამდვილი იერის ნაცვლად
უძინარ ტბორში არეკლილ ლანდით,
მზერით, რომელიც მოწყვეტილ ვარსკვლავს
ვეღარ მიუჩენს მის კუთვნილ ადგილს;

ჩემი უძლური ნახმევით, ადრე
რაც მჭექარებდა, ამცნობდა მართალს,
რომ მოსმენისას არ დაეზაფრე
მოსკოვისპირა ყორნების ჭარტალს;

რათა ოქტომბრის დღეღამის ნესტი,
მაისის დარად გექმნას ყოვლადვე...
უძვირფასესო, არ მინდა მეტი,
თუნდაც გახსოვდე პირველ თოვლამდე!

5 აპრილი, 2020 წ.



Анна Ахматова - Не стращай меня грозной судьбой

Не стращай меня грозной судьбой
И великою северной скукой.
Нынче праздник наш первый с тобой,
И зовут этот праздник — разлукой.

Ничего, что не встретим зарю,
Что луна не блуждала над нами,
Я сегодня тебя одарю
Небывалыми в мире дарами:

Отраженьем моим на воде
В час, как речке вечерней не спится,
Взглядом тем, что падучей звезде
Не помог в небеса возвратиться,

Эхом голоса, что изнемог,
А тогда был и свежий, и летний, —
Чтоб ты слышать без трепета мог
Воронья подмосковного сплетни.

Чтобы сырость октябрьского дня
Стала слаще, чем майская нега...
Вспоминай же, мой ангел, меня,
Вспоминай хоть до первого снега.

1959

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები