ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2009


26 მაისი მოდის, ურაკელებო!

სდექით  მტკიცედ  და  შეუდრეკლად!
არ  ეგების  არცერთი  წამით  ქართველთაგან  ამ  ბრძანების  დავიწყება 
არცერთ  ისტორიულ  ვითარებაში!
მით  უფრო  -  ახლა  და  ამ  ვითარებაში!  ღალატის,  სილაჩრისა  და
ცოცხლადმკვდართა  ამქარში  ჩაწერის  ტოლფასი  იქნება  ეს  დღეს
ყოველი  ღირსეული  საქართველოს  მოქალაქისთვის  და
უპირველესად    -  ქართველი  მწერლისთვის!
დღეს  გულგატეხილი  საქართველო  იგივეა,  რაც  ხვალ  უკვე  მკვდარი   
საქართველო!
ვინც  ხელს  არ  გაანძრევს,  მას  არც  ღმერთი  უშველის!
ურაკელებო!  -  მიყვარხართ  ყველა  თქვენგანი  და
მკვდართა  ქვეყნის  ბინადრად  არცერთი  თქვენგანი  არ  მემეტება!
დავთქვათ  და    26    მაისს  -  ამ  დიდ  დღეს!  -  ეროვნულ  სტადიონთან
სადმე  ერთად  შევიკრიბოთ  და  ჩვენი  დროშით  ერთად  შევუერთდეთ
დიდ  ეროვნულ  თავყრილობას!
დღეიდან  კი,  ვისაც  რა  მოგვეძევება  საუკეთესო  -  პატრიოტულ  თემაზე,
ყველამ  თითო-თითო  მაინც  გამოვაქვეყნოთ  ჩვენს  საიტზე  ყოველ  ჯერზე!
გამოვცეთ  მერე  ერთი  ლამაზი  და  ღირსეული  კრებული  ამ  ნაწარმოებებისა
ნიშნად  ჩვენი  ერთობისა  და  ამ  მრავალტანჯული  სამშობლო-ქვეყნის
ერთგული  მსახურებისათვის  ბოლო  ამოსუნთქვამდე  მზაობისა!
იყოს  ტკივილითა  და  სამშობლოს  ბედზე  დაფიქრებით  გამსჭვალული
ეს  ნაწარმოებები,  ოღონდაც  -  პესიმიზმითა  და  ნიღილიზმით  -  არა  და  არა!!!
ჩემის  მხრივ  -  ჩემი  ორი  ყველაზე  ოპტიმისტური  ლექსით  საქვეყნოდ
გახსნილად  ვაცხადებ    ჩვენს  საიტზე   
               
                ქართული  პატრიოტული  ლექსის  ზეიმს !!!

      გაუმარჯოს  თავისუფალ,  დამოუკიდებელ  და  ერთიან 
                                ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !!!
                                              ა მ ი ნ !

                        !!!

                            გული  მუდამ  გრძნობს  -    რისი  დროც  არი!
                            არ  გამაგონოთ  გულის  გაბზარვა!
                            მზე  ჩამორეკეთ,  მზე  -  ოქროს  ზარი!.. -
                            რომ  ცა  და  მყარი  შეძრას  ამ  ზარმა!!!

                            ადუღდეს  სისხლი!  რწმენაც  მომძლავრდეს!..
                            ფრთები  უცნებებს  -  ყველას,  ასახდენს!
                            გამოდით!  ნახეთ!  -  დილა  მობრძანდა!  -
                            აქ  -  ჩვენს  მეზობლად  უნდა  დასახლდეს!!!


ლოცვა
აღვლენილი  ათასწლეულთა  გზაგასაყარზე

              ჩემი  შვილიშვილების  თაობისათვის


მიუგდე  ყური
სამშობლოს  ცის  იდუმალ  ჩურჩულს!..
დიდი  ხანია
ეს  ჩურჩული  მე  ამ  ცით  მესმის!..
-  ვით  ნატვრისთვალი  გამოსტაცო
ცხრათავა  ურჩხულს  -
ისე  მსურს  ახლა
გამოვსტაცო
ქაოსებს  ლექსი!..
 
ოთგზის  ღვთისწილხვედრ
და  ღვთივნაკურთხ
სამშობლოს  მიწას
-  დღემდის  რომ
შინა-და-გარემტრის
ჩლიქთაქვეშ  კვნესის!..  –
მსურს  დედასავით  ვეამბორო
და  წყლულებს  მისას
მტლად  და  სალბუნად
რწმენითსავსე
დავადო  ლექსი!..

ის  ჟამი  მოდის,
დასაბამით  აღთქმული  ღვთისგან  –
დასამარების  ღმერთგამწყრალთა 
ჟამთასვლის  ლექში!..
ს რ უ ლ ი ა დ    ქ ა რ თ ლ ს    რომ
გაუბრწყინებს 
იმ  ნანატრ  ცისკარს,
ჰიმნად  რომლისაც  იწერება
ახლა  ეს  ლექსი!..

და  გიხაროდენ
ბევრჭირნანახ  მიწის  ბადიშნო!..  –
ვეღარ  მოშხამავს  თქვენს  მომავალს
წყეულთა  გესლი!...
ათასწლეულთა  ზღვარ-სამანზე
კეთილსანიშნოდ
მსურს  -  დროშასავით  ზეავზიდო
ეს  ნორჩი  ლექსი!..

შენ  -  მარადნორჩო  უკვდავებავ
ქართული  გენის  - 
გმართებს  არდაღლა
სიცოცხლით  და  სიკეთის  თესვით!..
დედა-ღვთისმშობლის  კალთა  იყოს 
მფარველი  შენი!..
მანვე  აკურთხოს 
ეს  ცისკრისას  შობილი  ლექსი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები