ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


თეთრი გარდაცვალება

უტკბილესი და ნაზი
სულის გაავდარება,
მერე, მერე ლამაზი,
თეთრი გარდაცვალება.

მხოლოდ ფერის, ფერის და
მხოლოდ სახის ცვალება,
არა, არა სიკვდილი,
მხოლოდ გარდაცვალება.

პოეტის გზა მესამე
უხილავი ალება,
მას კვლავ შერჩა ღიმილი,
ცეცხლოვანი თვალები.

23აპრილი
2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები