ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
12 ოქტომბერი, 2010


წამო ქოხში... (პასუხი არამითი777-ის ლექსზე "მთაში მეგულება ქოხი")

ჩამოწერე სია, მედო...
და ეს სია წინ რომ გედოთ,
ვთქვათ, ოქტომბრის ჩვიდმეტშიო...
და რომ ხალხიც ჩაეტიოს,
ვიქირაოთ დიდი ავტო...
ოთხნი ხომ არ წახვალთ მარტო?
თუ არა და... ავტობუსით!
შუბლზე არ დაგაჯდეთ ბუზი
და კოღოებს დუბლიონკიანს
ცეცხლზე შევწვავთ კურტუმ-ფრთიან-
თავ-კისერ და ხორციანად...
მერე ჩავდგამთ, ბოციანად,
ღვინოს, წყალს თუ მივაგენით...
სუფრას გავშლით მღერა-ლხენით,
მწვადებს შევწვავთ გასაოცარს...
სიმაღლეზე შევდგამთ ბოცას,
შეციებულ-ჩაციებულს...
გულს გავალღობთ გაცივებულს,
იქვე დავწერთ "ნუგბარ" ლექსებს
სიყვარულზე! (განა სექსზე?!...)
რა ლეიბი, რის ნაბადი?
არ გაგათბობთ ჭაჭა? მწვადი?
მოეფერეთ ერთურთს მალე,
ჩაიბუდეთ სითბო თვალებს...
სამეგობროდ გახსენ გული!
რა სჯობია, სიყვარული
თუ ეწვევა იმ დღეს ქოხსაც?
რას მიკეთებს, აბა, ბოცა,
თუ არ ახმიანა გული,
არ გაცეკვათ სიყვარულით
ლეკური თუ განდაგანა?
თრობამ თუ არ მოიტანა
ლაღი ლექსი და სიმღერა,
ამისთანა ქოხის გჯერათ?

მე - არა! 

:)))))))))))))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები