ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: იუმორისტული
1 დეკემბერი, 2010


ურაკი ჩემი აივნიდან

...სამი დღის წინ მეზობელმა დამიძახა-აივნიდან გადავხედე- ლ ი კ ა -ნაამდვილად რაღაც ხდება მეთქი, გავიფიქრე არცთუ ისე კარგად ვიცნობ-ახალი მეზობელია.
        ,ჩვენთან რომ დასახლდა, ისეთი ჟრიამულით მოეზიდებოდნენ მის ნივთებს მისი მეგობრები, ღ ი მ ი ლ ად  ვიქეცი
        -მ ე-დე...ა მას მე ამოვიტან!-წიწილასავით გოგოს ხელი ჩაევლო უზარმაზარ სათამაშო ლ-ო მ ი სთვის და დათმობას არ აპირებდა.
      "ლა ვუკო  ლ ა ა? პატალაა!"-ენა მოუჩლიქა იქვე მდგომმა თმაგაშლილმა გოგომ.
      ცუდად შეკრული ყუთი ძარიდან გადმოტანისას ხელიდან გაუსხლტა ჭ ო რ ფ ლ ი ა ნ გ ო გ ოს და მასში მოთავსებული ნივთები ჩემს თვალწინ გაიფანტა.
      -რა  გონ დ ა კ ა რ გ უ ლ ი ხარ,თითქოს  ბ ო თ ლ ი  რ ო  მ ი  დაგელიოს- ახედა შლაპიანმა  ბიჭმა და ო მ ა რ ხ ა ლ ი ა ნ ი ს  ს კ ა ბ რ ე ზ ულ  ლექსიდან ნაკუწი  ხმამაღლა წაიკითხა:
  "გიბრუნებ სურათს,ანდა სატრფოდ რატომ გსახავდი,
  შენს გახსენებას თუ სჭირდება სხვისი ნახატი."--მომაწოდე ეგ შედევრები,ფრთხილად -"რ ენ უ ა რ ი" და " SALVADORI"-ა,.ნეტა ეს დ ო რ ი ა ნ გ რ ე ი ს  პორტრეტი დარჩენოდა იმ სახლში...რამ მოაწონა...
  -რა ვ ე ლ უ რ ი ვ ი თ  ლაპარაკობ?-საყვედურით მიანათა ც ი ს ფ ე რ ი  ღ ი ღ ი  ლ ო  ს  მსგავსი თვალები  გ ვ ი რ ი ლ ა ს ა ვ ით აწვართულმა გოგომ.
  შავ  ტ უ ხ ა,  ც უ ნ ც უ ლ ა -(როგორც მერე დიალოგებიდან გავარკვიე  ს ო ხ უ მ ე ლ ი ) გ რ ი გ ალივით ეძგერა ძირს დაყრილ წვრილმანებს.
  -გადამრევს, ეს ქ ა ლ ი-წ ა რ ს უ ლ ი დ ა ნ  არ უნდა წამოსვლა,ეს ბ ლ ა გ ვ ი  და-ნა  ან უცნაური ლ უ რ ს მ ა ნ ი რამ წამოგაღებინა,ადამიანო - ჭ ა ში  ჩავარდნილვით ასძახა უკვე ბინაში ასულ ავლადიდების პატრონს.
  -ამომიტანეთ ყველაფერი და ამოდით  ი რ ო დ ი ჩი  ამოიყვანეთ,ვაწვალე ამხელა კაცი!-ალბათ მძღოლი იგულისხმა,რომელიც შესაშური მოთმინებით ადევნებდა ამ გნიასს თვალს.
  დაახლოვებით 2საათის სტუმრობის შემდეგ, კიბის უჯრედზე ჩემთვის უკვე ნაცნობი ხმები ერთმანეთში ირეოდა:
  -გ ა ი ხ ა რ ე თ თ ქ ვ ე ნ ა !  ბ ე ვ რ ჯ ე რ  ჩ ა მ ო ს უ ლ ი ყავით  , კარგები მყავხართ...შევედი ახლა სახლში, თორემ ბავშვის დაძინების  დ რ ო  მ ო ვ ი დ ა!-უკვე პირველ სართულზე ჩამოსულ მეგობრებს გადასძახა.
    ...სწორედ ეს ალიაქოთა გოგო მიხმობდა ახლა-რომლის წყალობითაც ფეხი ვიღრძე-ახალი ვარ,ყველა მინდა გავიცნოო-ნ ი ა ვ -ქ ა რ ი ვ ი თ სწრაფად რომ დაასუფთავა სადარბაზო-გადმობარგებისას რაღაც-რუღაცეები გაფანტვოდა-მივეხმარე,დალოცვილს იმდენი ფხვნილი ა ნ ი წყალი გამეტებია- კიბეზე გასვლა და გაშხლართვა ერთი იყო,აი,მაშინ დავითვალე კიბის საფეხურები რაც აზრად არ მომსვლია აქ ცხოვრების მანძილზე,ჰოდა, ვზივარ ახლა აივანზე და სიამოვნებით ვადევნებ თვალს ეზოში  განვითარებულ მოვლენებს.დრო მაქვს თავზე საყრელი,ვერ ვტოკდები რუმბივით გასივებული ფეხის გადამკიდე. კიდევ კარგი ,კარგი ამინდია თორემ რა მოკლავს დროს...
  - გტკივა? -დამნაშავე თვალებით ამომხედა და იქვე მოაყოლა-კ ო მ უ ნ ალ უ რ ი  გ ა დ ა ს ა ხ ა დ ე ბ ი სად გადავიხადო,მასწავლე,რა...
,  თვალს ვერ ვაშორებდი იქვე მოთამაშე არსებას-პ ა ტ ა რ ა ბ ა რ ტ ყ ი ვ ი თ რომ უღებდა პირს მზრუნველ დედას-გულმოდგინედ ასაუზმებდა -ნია-კო მპოტი დავაყოლოთ და ითამაშე რამდენიც გინდა..

. დავამშვიდე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული,დავაკვალიანე -
    "სინათლე ხარ  თვალისა"ო-მომაძახა და გაქროლდაა.
  -ბესიკი! მესამე სართულიდან ბუკივით დაჰკრა ომახიანმა ხმამ-ქალბატონი თ ა ი ა  გვერდზე სადარბაზოში მცხოვრებ აბიტურიენტს უხმობდა სამეცადინოდ. "ფეოლა" გამახსენდა საპასუხოდ აივანზე გამოსული ყმაწვილის დანახვისას.
  -გადმოდი, ფ ა რ ს მ ა ნ  ს პ ა რ ს ი ს  დახასიათების დაწერაში მიშველეო-რომ შემჭამე,აღარ გჭირდება? მირჩევნია ახლავე გადავხედო,თორემ მერე რა გაასწორებს კორექტურას-მიაყარა ქოქოლა და პასუხს არ დალოდებია გვრიტების ბუდეს ფრთხილად მიუახლოვდა,რომელთაც მის ფანჯრის კიდეზე ბუდე აეშენებინათ.
    -იცი ნ ე ლ ი კ ო  შენი ნათქვამი გამახსენდა:
    ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდება ბრძენთან საუბარს",ახლა შენთან მომინდა საუბარი,რა მემართება არ ვიცი ,ხანდახან ისე მარტოსულად ვგრძნობ თავს  ოცნებას  გადავეჩვიე. ახლა, უბრალოდ, მიზნებს ვისახავ და ვაღწევ    . სამაგიეროდ, ჩემმა ძველმა ოცნებებმა სხვების ოცნებებისთვის ყურის გდება მასწავლა.-ეს  ლ  ა  ლ  ი  ესაუბრება თავის მეგობარს ტელეფონით-ალბათ, ფანჯარასთან ახლოსაა-ხმა ისე კარგად მესმის,მეორე წელია აქ ვცხოვრობ და გჯერათ? არ ვიცნობ-სახლიდან არ გადის თუ მე ვერ ვხვდები-არ ვიცი. ხანდახან, როცა ხმამაღლა ვუსმენ სევდიან მ ე ლ ო დ ი ას  ქ ა რ ს  მიაქვს მის მახვილ ყურამდე-ძველ,რატომღაც შემორჩენილ გათბობის რადიატორს აახმაურებს რკინის ნივთით-ნიშნად ,რომ არ მოსწონს ჩემი განწყობა. ხან მწყინს ,ხან მსიამოვნებს ეს დაფარული მზრუნველობა.
      ვიგრძენი,უსიტყვოდ ვიღაც მომესალმა. თავი მივაბრუნე-აა,ეს თევზივით ჩუმი, კეთილი ღიმილით - ბათუმელი,იშვიათად ჩნდება.
    ამას წინათ სტუმრები ჰყავდა ზღვისპირეთიდან-აი მაშინ დავტკბი-გალობდნენ გიტარის თანხლებით.
გული გამიჩერდა, ზ უ რ ა ბ  გ ო რ გ ი ლ ა ძ ი ს  ლექსი რომ დასჭექა ერთ -ერთ მათგანმა:

      მეთევზე ბიჭის ბალადა

ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.
წელს ზევით კი... ვარდისფერი ბურუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.
დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.
და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!

სიამოვნებით გადავეშვებოდი  მორევში,ასეთი მხსნელი თუ მომევლინებოდა-მეთქი გავიფიქრე მახსოვს.ჟრუანტელის განცდა ტელეფონის ზარმა  გამინელა...ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ ლექსით მოფერება მოსწვდა ყურს-

      ამინდმა ციდან მთვარე გარიყა
      დედამიწა კი მუცელს იტკივებს,
      შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
      ვინც მიტირა და... ვინც დამიტირებს..-.მიესიყვარულა  და ალბათ საუბარიც დაამთავრა.

მოგონებებიდან  ხმამაღლა მიმართვამ გამომიყვანა-სიმკაცრე გარეულმა:
-მ ა კ ა გ ე ლ ა შვილებო-მოცილდეთ იქნებ ამ კომპიუტერს!ნეტა  რა ვეღარ მოიჯერეთ გული დღე-და ღამის გარჩევა არ გაქვთ-მართლაც, ამ ბავშვებს ეზოში  ვერ მოვკარი თვალი,საყვედური სამართლიანია მართლაც...
    რა კარგია ჩემი აივანი! თურმე, რა ცნობისმოყვარე ვყოფილვარ-ყველა  დიალოგი ყურდაცქვეტილმა მოვისმინე!
აჰა! ესენი ვინ არიან? სიარულის მანერაზე ვიცანი ორი განუყრელი ძმაკაცი-დღემდე ვერ დავადგინე ჩვენს კორპუსში რომელი ცხოვრობს,არადა,ვიცი,ძმები არ არიან,მხიარული ხალხია-ხანდახან მგონია ქვეყანაზე სადარდებელი არ აქვთ მეთქი(არც ვუსურვებ-მერე ხომ ვერ ვიხალისებ მათ ხმამაღალ დიალოგებზე-ერთმანეთს რომ სიტყვას არ არჩენენ,გეტყვი და ჯიბეში დაჭირდებათ სიტყვისთვის ხელის ჩაყოფა!)-გურული იუმორი უხვად აქვთ.
ამასწინათ ტუჩებს ვერ ვუყრიდი თავს მათი კამათის მოსმენისას:

-რათ გინდა კაცო ეს მაწანწალა ძაღლი ამის ბანალი კი არა, საკუთარი წვერიზა ვერ მომიკიდია ხელი.-

- ძაღლური ცხოვრება მაიძულებს,  ეს ძაღლებთან  სოლიდარობის  ნიშნად , გულის ამოძახილია,ხო გითხარი მესიზმრა-თქვა-მოგეტანა" სიზმრების ახსნა"-არ გთხუე თუ?

-რაის წიგნი გინდა, ასოებს ვერ ცნობ კლავიატურაზე შენი ნაბჟუტურევის გარჩევას მკითხავი ჭირია,თან თუ ბახუსაც შენთანაა! არ გახსოვს რო მეხვეწებოდი"ჩარირამა" ვიმღეროთო?
ნახევარი საათი"ჰარი,ჰარი,ჰარი,ჰარი,ჰარი;ჰარი ჰარი რამა მეეე" მაბღავლე?
თავით მოგიტანე მე მაი ახსნა:

  - შე აბდალა , ეგ სიზმარი ძაღლისაა, და შენ მიგაკვდა მაგ მყრალ სულში ის ძაღლი ეგ სიზმარი რომ ნახა  და თუ არ დაგესიზმროს შენ ეგ სიზმარი მაგასაც ვნახავ

სიზმარში მამა ნახო,ძაღლმა გიკბინოს.
სიზმარი ნახო, ძაღლს მამა ესიზმროს - ძაღლი მიგაკვდეს სულში.

-ა, ჰარიე აბდალა, ასე წერია ჩემს "სიზმრების ახსნაში" და ფრთხილად იყავი ყაძახო!

-ამ ლამაზი მოგონებიდან ჩემთვის ძალიან ნაცნობმა და საყვარელმა ხმამ გამომიყვანა:
-აბა როგორ ხარ? არ გამოჩნდა შენი შიოლა,ისევ მოლოდინის რეჟიმში ხარ?-ალალად შემომცინა თავისი კახური აქცენტით.
პირველი მეზობელი-რომელსაც გვიან ღამე,აივანზე ვარსკვლავების თვლისას გამოველაპარაკე.მაშინ ძალიან გვიან დაბრუნდა შინ.
-რათ არ გძინავს?-მზრუნველობაგარეული ტონით მკითხა.
-ვითვლი-ალალად ვუპასუხე.
-ჯობია ძილის წინ ცხვრები დაითვალო-მე მასე ვიძინებდი ბავშვობაში-გულღიად გამიმხილა.
გამახსენდა...
მანქანას ჩემს ფანჯარასთან აჩერებს ყოველთვის-იცის,რომ ღამე არ მძინავს
-ღამურა! შენს იმედზე ვტოვებ ჩემს "მთვარის ლიმუზინს"არავის გაატანო ნომრები ძალიან დიდხანს ვარჩიე-მაბრაზებს გონია!
თვალი გამექცა-MIT777
ჰო მშვიდი,მშვიდი,მშვიდი-ხანდახან მგონია ნერვი საერთოდ არ გააჩნია.

...როგორ დამავიწყდა ტელეფონის მოტანა,როგორ ავდგე...ოჰ ეს ფეხი...
  არა,უნდა შევიდე იქნებ ვინ რეკავს? იქნებ ვის ვჭირდები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები