ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2010


გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

    მანქანის დამუხრუჭების საშინელი ხმა გაისმა. ხალხი პანიკამ მოიცვა, თუმცა ვერცერთი მათგანი ბედავდა მომაკვდავ ახალგაზრდა მამაკაცთან მიახლოებას, რომელიც გაუნძრევლად იწვა თოვლით დაფარულ ასფალტზე.
-სასწრაფო, ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთ, კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა! სასოწარკვეთილი იმეორებდა ანაფორით შემოსილი, წვერებიანი შუახნის მამაკაცი, რომელიც განწირული ხმით მიმართავდა იქ მყოფ უმოქმედო ბრბოს და თან უმწეო მომაკვდავისკენ მიიჩქაროდა. თითქოს ბუნებასთან ერთად ხალხიც გადაჯიშებულიყო, გაუნძრევლად იდგნენ და შესცქეროდნენ როგორ ებრძოდა სიკვდილს ახალგაზრდა ბიჭი.
საავადმყოფოს ეზოში, სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა. სასწრაფოდან საკაცით გადმოიყვანეს ერთიანად სისხლში მოსვრილი ახალგაზრდა და თითქმის სირბილით მიმღებისკენ გააქანეს. ყველა სიბრალულით ადევნებდა თვალს. ძველი საკაცის ჭრიალის ხმაზე მთელი დერეფანი ხალხით გაივსო. ზოგი ცნობისმოყვარეობას შეეპყრო, ზოგი კი ტიროდა და უფალს მის გადარჩენას სთხოვდა. ახალგაზრდა წამიერად გონს მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სიკვდილის სარეცელზე იყო, ტკივილით აღსავსე თვალებს ისე აცეცებდა, თითქოს ვიღაცას ეძებსო, ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ უკანასკნელი ძალაც გამოელია და კვლავ გონება დაკარგა.
უმცროსი ექიმი დაუკაკუნებლად ქირურგის კაბინეტში შევიდა.
-ბატონო გია, მომაკვდავი პაციენტი მოვიყვანეთ, სასაწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივალთ. ერთი ამოსუნთქვით მიმართა მან ქირურგს.
-შემოვიდეს მისი ახლობელი, რომ ოპერაციის საფასურზე დავილაპარაკოთ! დინჯათ უპასუხა ქირურგმა.
-ბატონო გია, ჩვენ ის ქუჩაში ვიპოვეთ დაჭრილი, იგი არავის მოუკითხავს იმედია მისი ახლობლები მალე მოიკითხავენ. (თუ ჰყავს ვინმე)
-მაშინ ნუღარ შემაწუხებთ, სანამ მისი ახლობლები არ გამოჩნდებიან და ოპერაციის თანხის ნახევარს მაინც არ დაფარავენ, ოპერაციას ვერ გავუკეთებთ.
-კი, მაგრამ, მას თუ სასწრაფოდ არ მივხედეთ დაიღუპება.
-მე თქვენთან დავამთავრე! გადაჭრით უპასუხა ქირურგმა, ისე რომ ოდნავადაც არ შებრალებია მომაკვდავი...
  ახალგაზრდა ისეთივე უმწეო იყო, როგორც ახალშობილი, მისი ნახევრად ღია თვალები შველას ითხოვდნენ, მაგრამ მშველელი არსად ჩანდა. პულსიც ნელნელა შეწყდა და ღრმა ძილში წავიდა...
რამდენიმე საათის შემდეგ ბატონი გია ოთახიდან გამოვიდა და ისე, სხვათაშორის იკითხა დაჭრილი ახალგაზრდის ამბავი. რაზეც მედდისგან  ასეთი პასუხი მიიღო.
-ის 10 წუთის წინ გარდაიცვალა, ცოტახანს კიდევ დაველოდებით იქნებ ვინმემ მოაკითხოს საცოდავს.
ქირურგი საკაცეს მიუახლოვდა და ცივად შეხედა მას, წამების წინ მისი მკაცრი სახე ერთიანად მოიღრიცა, საკაცეზე დაემხო და დაჭრილი ნადირივით ღრიალი დაიწყო სიმწრისგან ხელებს თავში იცემდა და გამუდმებიდ იმეორებდა:
-შვილო, ჩემო ვაჟკაცო!  მე, შენმა საკუთარმა მამამ, ფულის მონამ მოგისწრაფა სიცოცხლე...
სწორედ მისი ღვიძლი შვილი იყო ის მომაკვდავი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ საკუთარმა მამამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.
    დიახ, ბატონი გია იყო სწორედ ის მღვდელი, რომელმაც პირველმა შეიცოდა, ასფალტზე მწოლიარე მომაკვდავი ბიჭი, თვალწინ წარმოუდგა მისი ექმობის უკანასკნელი დღე, დღე, რომელიც ცხოვრების მუდმივ აჩრდილად ექცა და მოსვენებას არ აძლევდა წლების მანძილზე  მის, ისედაც დამძიმებულ სულს.წარმოუდგა სისხლისგან დაცლილი საკუთარი შვილის სახე, რომელიც თავად გაიმეტა ფულის სანაცვლოდ. ბედის ირონიაა ალბათ. ახლა სრულიად უცხო მომაკვდავი ახალგაზრდის დანახვაზე, სათნო,მშვიდი მოხუცი, უეცრად გაშმაგებულ ცხოველად იქცა, წამიერად დაივიწყა მღვდლობა, ხელში აიტაცა იგი  და ფეხით მიიყვანა იქვე ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფომდე, მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა ექიმებს გადაერჩინათ საბრალო ბიჭი... თითქოს ამ ნაბიჯით საკუთარი ცოდვების გამოსყიდვას ცდილობდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები