ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2011


შეჩერდი წამო!

გული სიხარულს ვერ იტევს,
ცაში აიჭრას ლამის,
ჰეი, შეჩერდი დროთა სვლავ,
დააფიქსირე წამი

მეოთხედ ბებოდ გახდომის,
დიადი, შეუცვლელი,
და მე, ამ წამის დადგომას
უჰ, რა ხანია ველი.

იშვა ახალი სიცოცხლე,
ერს შეემატა ბიჭი,
ღმერთო, უბოძე სიკეთის
და სიყვარულის ნიჭი.

დე,ასახელოს სამშობლო,
ოჯახი, გვარი, ჯიში,
კურთხეულ ჰყავი უფალო,
ამ ქვეყნად მოსვლა მისი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები