ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლილიტი
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2011


* * *

        "მე ვერ შეგპირდები რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით და მაგას ვერც შენ ვერ მეტყვი,იმის მიუხედავად,რომ ძალიან მინდა ასე იყოს...მაგრამ მე იმის პირობას მოგცემ,რომ არასოდეს იგრძნობ თავს მოტყუებულად ჩემთან და ცუდად არასოდეს მოგექცევი ..იმედია,გჯერა რასაც გეუბნები,იმიტომ,რომ არ ვარ ეგ ტიპი რა!გავიარე უკვე ეგ სისულელეები....მოკლედ გეტყვი –მიყვარხარ და მენატრები ცუდად ვარ შენ სუნს რომ ვერ ვგრძნობ და გვერდზე რომ არ მყავხარ...მოკლედ რა ორი თვე კი არა ორი წელი გავიდეს მართლა თუ გინდა..მე მინდა რომ ჩემი იყო"

                აგვისტოს ათია...ტალღებზე ვწევარ და ვფიქრობ...ძნელია იცდიდე.მოთმინება აღარ მყოფნის.შენ ნაპირის მეორე მხარეს ხარ და მე ცუდად ვარ აქ,უშენოდ.მიჭირს იმდენად,რომ ტკივილი მთელ სხეულს მოედო...
                მანდ წვიმებია და შენ ოთახში მეპატიჟები,რომელსაც დიდი აივანი აქვს,გინდა რომ გვერდით იწვე და ერთად ვიძინებდეთ,მე კი შენთან ერთად გაღვიძება მინდა...ჩვენ ვოცნებობთ,ვოცნებობთ დაუსრულებლად ერთად ყოფნაზე,შემოდგომის საღამოებზე,ჩვენ პატარა ბინაზე და ასე შემდეგ......
                მე ახლა ტალღებზე ვწევარ.ზღვას ბოლომდე მივენდე.მენატრება შენი თითები,რომლებიც ჩემ სხეულზე სრიალებდნენ.მენატრება შენი ტუჩები და სხეულის სითბო...
                აქ სრული სიმშვიდეა,მაგრამ ამ სიცარიელესა და ჰარმონიაში,ყელში კივილად მეჩხირება ემოცია...არც კი მინდა ხანდახან შენი ხმის გაგება,იმიტომ,რომ მერე საათობით ვტირი აბაზანაში,რომ არავინ დამინახოს,წასულ ხმას კი გაციებას ვაბრალებ...დავიღალე უშენობით..ვიცი,რომ ანალოგიურს გრძნობ და ველოდები იმ დღეს,როცა ჩვენ პატარა ჩიხს სირბილით გავივლი შენამდე,ალბათ მიწას ფეხს არ დავაკარებ,მაშინდელივით გულამოვარდნილმა რომ მოვირბინე შენამდე და ჩაგეხუტები...ვიცი,აღარასოდეს გამიშვებ ხელს...
                  მანამდე კი ძალიან დიდი დროა...რამდენი უფერული დღე და გათეთრებული ღამე...
                  მიყვარხარ იმდენად რომ სად წავიღო ეს სიყვარული აღარ ვიცი...ხოდა მეც გავრბივარ...
                    აგვისტოს ათია...ქალაქის ხმაურმა დამღალა.აქ ტალღებში სიმშვიდეა,სიწყნარე და უემოციობა.თვალს ვახელ და შორს ცაში ვიყურები.ბავშვობაში ხშირად ვაკეთებდი ამას,როცა მინდოდა გავქცეოდი პატარ–პატარა ემოციურ აფეთქებებს...ახლაც იმავეს ვცდილობ.
                  მიყვარხარ.მიუხედავად იმისა,რომ ავადმყოფობად მექცა ეს გრძნობა,არ ვცდილობ,გულის გადაყოლებას.შენზე ვფიქრობ ,ვიქექები შენ ოცნებებში და ძილის წინ ხშირად წარმოვიდგენ,როგორ მეხუტები და როგორ ვიძინებ შენ სითბოს შეფარებული...
                    ტალღებში ვწევარ..ზღვა მარწევს პატარა ბავშვივით და მეფერება..ჰორიზონტზე მზე ჩადის და ამ დროს ცას ვარდისფერი დაკრავს...ვარდისფერ ნისლში ვხედავ,როგორ მიზიხარ გვერდით,თვალებში მიყურებ და მეუბნები,რომ გიყვარვარ.მე ძალიან ბედნიერი ვარ...

                        მენატრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები