ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2013


ბუდას გზა

(შვიდ დიდ საძმოში გაგონილი...)

გაიხდის ტევრებში ღამეებს ტანოლა
მთვარისფერ ძუძუებს დაკიდებს კლდეკარში...
მზესავით ამოვა ქართველი ვაიში 
ქალღმერთთან: იბური კამეჩი  ბექარი...
............................................................................
...რამდენი უდაბნო იარა  არადა...
"ბუდა ხარ" აუწყა საბრალომ ჩურჩულით...
ბექარი თავის ქალს არავის გაატანს
დაწყევლის თირის ძეს ტომი და სუჯუნი...
ამაღამ გაჟონავს დედაბრის უკუნი...
ქალწული ბურუსის აუზში გახდილა...
ლამა კი ორივეს ინდოეთს ავედრებს...
"არ მინდა ვაჟკაცო სისხლისღვრა ამ დილას..."
აფრთხილებს ბექარი თავგასულ ინდოელს
მაგრამ ინდოელი როგორცვე იდროვებს
ამბობს რომ ბუდაა სამსარის იელი
რომ განგის ნაპირზე ტომები ელიან
რომ ეთიოპიის ღმერთია ეს გოგო
რომ ბოლო ჟამია და ბრძოლის ველია...
იჩოქებს არშუმის ასულის ფეხებთან
და წმინდა მთებში თხოვს ახლავე გაყოლას...
...რაყიფის დანდობა თირის ძემ არ იცის
კლდეს დამფრთხალ ჯიხვივით აწყდება ტანოლა...
............................................................................
ეხ, ხვალ კი... ხვალ ისევ:

გაიხდის ტევრებში ღამეებს ტანოლა
მთვარისფერ ძუძუებს დააწყობს მღვიმეში
ქართველი ვაიშიც მზესავით ამოვა
და გუშინდელივით გაივლის ხილვებში...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები