ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩემისტი
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2013


(სხვა)

ჩემი სახლიდან შენს სახლამდე მერამდენეჯერ გავიარე ტყე და ძეძვნარი.
ვიარე_ვკაფე .
ვიარე_ვჭარი .
ვიარე_ვძირკვე .
ახლა მინდორი გადაშლილა მე და შენს შორის.
და დაქრის ქარი. მიაქვს-მოაქვს ქარს ჩვენი ფიქრი ფეხზე შებმული.
ეს ხდება დღისით.
ღამით კი... ღამით თვითონ მოვდივარ შენს სანახავად.
მოვდივარ ფიქრში.
ვთელავ ბალახს .
ვთელავ,
ვთელავ,
ახლა კი ... ახლა ...
ვაი ,დედა !ფეხზე მიწა მიწვდება კოჭთან .
ვთელავ  და ახლა, ვაი, დედა ! მიწას ვგრძნობ მუხლთან.
ვთელავ, ვთელავ და ვაი, დედა! მიწა მაქვს წელთან... ყელთან... თვალებთან.
ჩემი ბილიკი აქეთ-იქეთ კედლებში ჩაჯდა. და გზა მაქვს ერთი.  მოვდივარ შენთან .  და არცერთი გზაგასაყარი.
დავრჩი მე. დარჩი_შენ და ფიქრის ბილიკი.
ერთ ღამეს ,ვიცი, ჩაიშლება მყიფე კედლები . ქვეშ მომიყოლებს და შენსკენ ისევ მომავალი ამ ბილიკში ჩავიმარხები. 
ჩასაქოლ ქვებსაც  გაიმეტებს  ამბის გამგები . მხოლოდ შენ ერთმა, მე შენ ერთმა უნდა დამინდო. 
ლოდების
ქვების
ღორღის
კენჭის წამოვა  წვიმა,
გულმოწყალე კი პეშვით სილას მაინც მომაყრის.
დე, იყოს ასე!
სიკვდილის შემდეგ , მე ისევ მოვალ შენს სიზმრებში. შუბლზე გაკოცებ .
გამახსენდება როგორ ქრებოდა ჩემს საფლავში ჩაშენებული ბოლო სანთლები. შთანთქავდა ჟანგბადს რომ უწმინდური არ შეხებოდა საბრალო სხეულს და მოგიყვები რომ სიკვდილი  არაფერია. ჩემი საფლავი კი მიწაზე დასმული ერთი პატარა წერტილია  . წერტილებს შორის.
გამახსენდება, როგორ ვებრძოდი,  მომავალი,  წვეტიან  ეკლებს . თან  შენს  თმაში დავმალავ ხელებს  და დაგარწმუნებ რომ მიზნისთვის უნდა იბრძოლო  და მხოლოდ მკვდარმა უნდა დაიკრიფო გულზე ხელები.
გამახსენდება რამდენი რამ დავთმე ამქვეყნად . არ ავიხდინე  სურვილები და ოცნებები. და დაგაჯერებ  რომ  სრულდება  ყველა სურვილი.
ოღონდ ისურვე!
ოღონდ ილოცე!
ოღონდ გადადგი მისკენ ნაბიჯი!
გამახსენდება, რომ ვერ გავბედე შენთან მოსვლა . სამი სიტყვის თქმა და ჩაგჩურჩულებ:
არ გამაგდო სიზმრებიდან!
გთხოვ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები