ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ივნისი, 2014


დილა ჩვენს ოჯახში.

დილა ჩვენს ოჯახში.
06:00 სთ.

თვალზე ცრემლაციმციმებული ვუსმენ ''Lachin'' - "ერთი კინტო მეცა ვარ, საყვარელი (და) მეცა მყავს..." (ჩემი ბავშვობაა!)

საბა: - რა არის, ციცი, რა რა თათრულ სიმღერებს უსმენ?!
მე: - არა, ბები, ეს არის "ქალაქური" სიმღერების ციკლიდან. იცი ეს რას ნიშნავშს? აი, ის სიმღერები, რაც თბილისში შეიქმნა აზერბეიჯანელების, სომხების და ქართველების თანაცხოვრების დროს. აი, მაგალითად სომხური მუსიკაა და ქართული ტექსტი აქვს, აზერბეიჯანული მუსიკაა და სომხური ტექსტი აქვს, ანუ არეული. (ნასიამოვნები ვარ, რომ ავუხსენი). ასეთი სიმღერებია: "გამოაღე ფანჯარა, ტურფავ, შენი ჭირიმე...", "ახ, ტურფავ, ტურფავ...", "სისხამ დილით ბადით ხელში..", "დედაჩემს მოუყვათ კარგი ეტლი..", "ესა სთქვი და მაშინვე მომიხურე დარაბა" და კიდევ ბევრია, რაც აღარ მაგონდება, სამწუხაროდ...როგორც რუსული რომანსები ბოშური სიმღერების იმპროვიზაციაა პუშკინის ლექსებზე, ასევე სომხურ-აზერბაიჯანული სიმღერების ტექსტები ძირიადად იოსებ გრიშაშვილის ტექსტებზეა და გათბილისელებულ-გაქალაქებური...რატომღაც იუთუბეში ვერც ერთი სიმღერა ვერ ვნახე (აქ უკვე ჩემმა ბედნიერებამ პიკს მიაღწია).
საბა გაკვირვებული მიყურებს:
- წამო, მაგარი სიმღერა უნდა მოგასმენინო - მეუბნება ბოლოს - ეგ ქალაქურები არ მიყვარს მე.
მივყვები თავის ოთახში თავის კომპიუთერთან. ჩამირთო.

მასმენინებს:

https://www.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.youtube.com%2Fwatch%3Fv%3DrMltoD1jCGI&h=nAQGIhu-y
https://www.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.youtube.com%2Fwatch%3Fv%3DvBjrbVoBF9c&h=nAQGIhu-y

-აუ, ბები, რა მაგარია! - ვეუბნები ჩვენი "მუსიკალური ურთიერთობით" ძალიან კმაყოფილი,. თვითონაც ნასიამოვნებია. ისევ ჩემს ოთახში ვბრუნდები და ისევ ''Lachin'' -ს ვუსმენ.
ჯონიკაც "მღერის"
სამივე ბედნიერები ვართ :))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები