ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2014


მარტო სახლში

სიკვდილმისჯილი შემოდგომა ითვლის ნაბიჯებს,
ჩემს აივანზე ამინდია უხასიათო.
სანამ ზამთარი ჩამოთოვდეს მთებზე - გაგიშვებ,
დაბრუნებისას დაღლილმა რომ თავი მიადო
ჩემს მხრებს.
იცხოვრო მოლოდინით გამშრალ პატარა
ოთახში, სადაც კარი მხოლოდ იღება აქეთ,
სახლში, იქ სადაც ზედმეტია ყველა ფანჯარა
ფინჯანში ყავა, სკამზე მტვერი, კედელზე სარკე.
უადგილოა ყველა ნივთი. ალბათ ნევროზის
ბრალია ზოგჯერ თუ მინდება სიცარიელე,
ყოველდღე ვხედავ კარს რომ აღებ, მერე შემოდის
ნოემბრის თოვა, მე ფოტოებს ვათვალიერებ,
კედლებზე სადაც ცარიელი კიდია ჩარჩო.
ზამთარი როცა მთებს ჩამოთოვს ალბათ შენც მოხვალ,
(ლოდინზე უფრო გადაღლილი) - მე გთხოვ, რომ დარჩე.
ჩემს აივანზე შემოდგომა დასასრულს ოხრავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები