ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2016


***(ქარს რა ჭკუა აქვს..)

ქარს რა ჭკუა აქვს, ისეთ დროს მოდის,
როცა სიმშვიდე გინდა და ეძებ
გზას, რომ უშველო გამომშრალ ლოდინს,
რომ გაწყვეტს
ნერვებს,
თვალებს
და მყესებს.
ქარს რა ჭკუა აქვს ისეთ დროს მიდის
როდესაც გინდა, როდესაც იწვევ
დუელში, ყველას და სუნს გრძნობ მიწის,
მზე თითქოს
ღამის საფლავში იწვეს.
ან რა ჭკუა აქვს იმ ქარს, რომელსაც
შენი თითების არ მოაქვს სითბო.
სულაც სიცივე შენი თითების,
ოდესღაც
ჩემი, რომ იყო თითქოს.
ჭკუა ექნება ამ ქროლას მაშინ,
როდესაც დღეებს დაგლეჯს, გაფანტავს
და უფერული თებერვლის ქარში,
საფლავებს გათხრის და გამოფატრავს.
როდესაც შენგან ჩემამდე მანძილს,
ან მანძილს ისევ ჩემგან შენამდე
გაივლის და ორ სამარეს გაჭრის,
რომ ვეღარ მგრძნობდე და ვერ გხედავდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები