ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯინო
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2018


თებრონიას

რამდენ სტროფს გადავუსვი ხაზი,
შენზე წერაში ღამე ვათიე,
თვით უკვდავება გამესაუბრა
რაც სათქმელი მაქვს აქ ჩაგიტიე...
ჩვენი მზერა ერთმანეთს რომ შეხვდა
გარშემო ვარდმა და ბზებმა იხარეს,
თორთუმის ჩანჩქერი ნისლმა მოიცვა
ზამთარი კაბას ისევ იანვრებს.
ყვითელ ქვიჩაზე ფეხს აღარ დავდგავ,
თვითონ მოგწმინდავ ბროლისფერ ცრემლებს.
ოპიზას კიდევ ერთხელ განახებ
ერთად უთიოდ ღამე ვარსკვლავებს.
ვუთიოთ,აღვზარდოთ,თვითონ ამსხვრიონ ცრუ იმედები,
სიტყვები საქმედ აქციონ
წვეთი მდინარედ გადააქციონ.
აქსიოს მთვარე შენი შეხვედრის
ბროლად ილესდეს ნაცრისფერ კბილებს,
აპათიისგან დამღლელი დრამა
ბნელ სიჩუმეში გადაცამტვერდეს...
ასე რომ, მოვა პირველი წვიმა
მე ფანჯარასთან დაგელოდები,
დაბალ ხმაზე დავტოვებ ჯაზს,
შენს სამყარომდე მოგაწვდი ხმას!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს