ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2018


* * * (როგორც ჰაერი, გადასარჩენად)

უშენობა რომ მჭირდა
ოდესღაც,
და მონატრება როცა მახრჩობდა,
ვიცოდი,
იყო გამოსავალი,
თუმცა კი გთმობდი მაშინ რატომღაც....

მე უკეთ ვიცი, არ აქვს
აზრი და
ეს შაბლონური სიტყვებიც გაცვდა,
მაგრამ სხვა რა მაქვს
ზოგი ნათქვამი, ზოგიც უთქმელი
ფრაზების ნაცვლად?!

და შენში ვხედავ რაღაც
შუალედს -
სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არჩევანს,
ამიტომ, ზოგჯერ ისე მჭირდები,
როგორც
ჰაერი გადასარჩენად.

22.04.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები