ჩემო არსებობავ, ჩვენი ბრძოლა გავდა ტროას ომს... შენ საჩუქრად სხეული მომიძღვენი, რომელშიც სიკვდილი გადამალე... მეც ერთ ამოსუნთქვაში დავეხარბე შენს ძღვენს. ასე მარტივად მოიშინაურე ჩემი სული და შეაჩვიე შენს სხეულს... ყოველ დღე, შენი სხეულიდან სიკვდილი გადმოდიოდა ჩემს სულში და ფიქრებს მილოკავდა, რომ მითოსური პრომეთეს მსგავსად, ჯაჭვებიდან გათავისუფლების ლტოლვით მეარსება... ასეც იყო, ჩემი ფიქრები - ხუნდები, რომელსაც შენი სიკვდილი ლოკავდა, ყოველ ჯერზე უფრო ახლოს იყვო მიზანთან და სწორედ მაშინ, ჩემს თვალებთან მოჰქონდათ რეალობა, რომელიც ლურსმნებივით ესობოდა ფიქრებს და სხეულის ფიცარნაკზე აჭედებდა...
ჩემო სიკვდილო, როგორ ვერ ვხვდებოდი შენს კეთილ ზრახვებს და როგორ მტრად გიჩემებდი ყოველთვის... გთხოვ ნუ მიწყენ, ჩვენი ნაადრევი ურთიერთობის შიშით, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავეშორებინეთ... მეუბნებოდნენ, რომ შენ უჰაერობაში მიგყავდა ადამიანები ... რომ შენით მთავრდებოდა სინათლე ... მაპატიე ჩემო სიკვდილო, რომ ასე უყურადღებოდ, ცივად გექცეოდი ... შეცდომები ხომ ყველას მოგვდის, მათ შორის შენც ... ასე, რომ არ ყოფილიყო, ჩემს მაგივრად ჩემს მეგობარზე არ იქორწინებდი ... არ იფიქრო, რომ ვეჭვიანობ, ან მშურს მისი .. უბრალოდ, ვფიქრობ ჩვენ უფრო კარგი წყვილი ვიქნებოდით ... მაინც ბედნიერებას გისურვებთ და დაველოდები თქვენი ოჯახის ისეთ წევრს, რომელიც ჩემს სულზე დადებულ ხუნდებს (ფიქრებს) ისეთი მონდომებით გამილოკავს, რომ მავნე ჩვევის - სხეულის, დაძლევაში მარტივად დამეხმარება ...
ჩემო შემქმნელო, როგორი ფერადი, კეთილი, თბილი და მშვიდი ყოფილხარ ... ბოდიში, რომ მართლა დავიჯერე შენი მრისხანების, რომ დამშეულზე ნაჭამი კვერცხის გამო, სამაგიეროს გადახდის მჯეროდა ... ბოდიში, რომ შენს უსასრულობას, მხოლოდ 100 კვადრატულ მეტრში ვატევდი ხოლმე ... როგორი მოურჩენელი, დაუმთავრებელი და შეუჩერებელი სიყვარული ხარ ჩემო შემქმნელო... არადა, იქ, როგორ განსხვავებულად მიყვებოდნენ შენზე...
ჩემო საბრალო დედამიწავ, ახლა შორიდან გიყურებ და როგორ მწყდება გული რომ თვალებზე ღრუბლები გაქვს აფარებული და ვერ გვხედავ ... ჩემო საბრალო დედამიწავ, როგორ წრიალებ, ბრუნავ ერთ წრეზე და საკუთარი თავიდან გაქცევას ცდილობ ... ჩემო საბრალო დედამიწავ, მინდა განუგეშო და შეგახსენო, რომ შენც გყავს - დედა ... ჩემო საბრალო დედამიწავ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სულიერი წამებისა და ბრძოლის თვალუწვდენელი პანორამა..... სულიერი წამებისა და ბრძოლის თვალუწვდენელი პანორამა.....
4. პირადი განცდებისა და ზოგადსაკაცობრიო ტკივილის ჰარმონიული შერწყმა.... პირადი განცდებისა და ზოგადსაკაცობრიო ტკივილის ჰარმონიული შერწყმა....
3. რა სხვანაირი ხარ აქ, მე „ძველი“ უფრო მომწონხართ :) რა სხვანაირი ხარ აქ, მე „ძველი“ უფრო მომწონხართ :)
2. დედამიწის დედა ანუ დიდედამიწა :)
მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე და ვერ მივიღე სათქმელი.
ეს ჩემი ბრალია რასაკვირველია და არა ავტორის :) დედამიწის დედა ანუ დიდედამიწა :)
მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე და ვერ მივიღე სათქმელი.
ეს ჩემი ბრალია რასაკვირველია და არა ავტორის :)
1. Es leqss ar gavs, ufro chanaxatia, ritma araa saertod Es leqss ar gavs, ufro chanaxatia, ritma araa saertod
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|