1 "მიდით, იქ მიდით სადაცა, ხალხი ხალხზედა ღელავდეს, მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ მტერთა, ხმლები, ხანჯლები ელავდს." ვაჟა-ფშაველა
ხევსურეთი, 1922 წელი
ჰაი დედასაო... ჩაიუბნა.
საფარიდან წამოიწია და ქედს გააყოლა თვალი...
აქა-იქ ქუხდნენ ბერდენკები, მთების გასწვრივ თეთრი ღრუბელი დაწოლილიყო...
შეფიცულების ხმა ისმოდა, თავის ღვთაებებს რომ სთხოვდნენ "მართალ სრევას"...
ქვემოთ, ხეობაში ამღვრეულ არაგვივით ჩანდა ჩოლოყაშვილის საძებნად მოსული რუსის ჯარი, ჯარისკაცები წერტილად ირჩეოდნენ...
დაატყო, მთის წვერიდან ვერრაით იქამდა სახელს, სახევსურეთოს კაი ყმად ცნობილი...
სახელი ხეობაში ჩასვლა, რუსის მოკვლა და უკან ცოცხალი დაბრუნება იქნებოდა...
ჰაი დედასაო და დაჰყვა მთის ფერდს რუსებისაკენ, სისხლმოწყურებული...
სიკვდილის ხახაში ჩადიოდა სიკვდილისათვის მტრის შესაწირად...
ფეხებში ეშლებოდა ტყვიით დაფშვნეტილი კლდის ნათოსი, მაგრამ ინახავდა თავის სალოცავი...
დაიხარა, უფრო ფრთხილად ჩაჰყვა ციცაბოს, იმდენად მიუახლოვდა, ფარაჯებზე ღილები დაარჩია...
ერთი რუსკანტალა განზე წამდგარიყო და ხშირად ატრიალებდა ზატორს ხელში, მთის წვერისაკენ ისროდა შაშხანას...
"დღენიმც დაგლევიანავ შე საცოდილოო" დაიბუბუნა თავისთვის, თანაშეზრდილი თოფი მხარზე მოიწყო, დაოქროვილი ნიშანი მარცხენა გულისპირს მიუყენა მტერს და დასხლიტა...
აშკარად იგრძნო, როგორ მოუახლოვდა სიკვდილი პულიმიოტის ჯერით, ახლა უკვე მისთვის ერთფერი იყო, უსახელო არ დარჩა ბრძოლაში.. მტერი ხომ დაანაკლულა, ჯავრნაჭამი არ წავიდოდა საუფლოს...
მთებისკენ აბრუნდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჰქონდა სიცოცხლისაკენ, მასაც სახევსურეთოს მთებში ლაღად მიმავალი ხარჯავდა...
მთაზედ ამოსულს ხევსურთა ყიჟინა ესმა, ცოცხალი იყო...
ასეთი ყმების იმედად იყო ქაქუცა, ასეთი ყმების გამოისობთ ვერ აისრულა წადილი რუსმა...
ოსეთი, 2008 წელი
მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა, კიდევ მრავალი გმირი დაითვალა ხევსურეთმა საქართველოსთვის გაზრდილი...
ბოლოს, გმირობა თანამებრძოლებს ფარად გადამდგარმა ხევსურის ბიჭმა ქნა, როცა ჯერს ჯერზე აცლიდა ურუსთ, თავის დახოცილთა სათვალავი რომ დაკარგა...
ადგილიდან არ დაძრულა, თავისი ბოლო ნაბიჯიც თავის სამშობლოს დაუთმო, სხვანაირად ვერც წარმოედგინა...
სულ რამდენიმე ქართველი ამეჩხრებდა ქართულ მიწაზე "ბოცომკალივით" მომდგარ არმიას...
ვერც ახლა მიაღწევს საწადელს მტერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. წავიკითხე ერთხელ და ეხლაც წავიკითხე...თუ გაქვს ნოველები მომაწოდე ძმა. წავიკითხე ერთხელ და ეხლაც წავიკითხე...თუ გაქვს ნოველები მომაწოდე ძმა.
15. გენაცვალე ძმაო, საღოლ შენ! მართალი ხარ და მაგარი ნაწარმოებია! გენაცვალე ძმაო, საღოლ შენ! მართალი ხარ და მაგარი ნაწარმოებია!
12. კაი ხარ! სულ ეგრე ვაჟო!!! კაი ხარ! სულ ეგრე ვაჟო!!!
10. უძლიერესია 55 უძლიერესია 55
9. "ჰაი დედასაო... ჩაიუბნა"-
განწყობა მოსაწონია , მესმის შენი პროტესტი, მაგრამ 1922 წლის აჯანყებისას რომელიც დამარცხებით დამთავრდა. (ისევ ჩვენი მოღალატეობის გამო)მაშინ ქაქუცა მაინც გვყავდა ქართველებს და 2008 წელს ვინ უყო ნეტა? მე რაღაც არ მახსოვს :)
ალბათ ამ ორი ფაქტის შედარების საფუძველი რუსეთმა მოგცა, თუმცა ერთია - მაშინ ჯარი გიპყრობდა
ახლა კი ამბოხი არ არის საჭირო- გყიდიან.
ჰეჰ, კარგი ბიჭი ხარ შე ბექა..
"ჰაი დედასაო... ჩაიუბნა"-
განწყობა მოსაწონია , მესმის შენი პროტესტი, მაგრამ 1922 წლის აჯანყებისას რომელიც დამარცხებით დამთავრდა. (ისევ ჩვენი მოღალატეობის გამო)მაშინ ქაქუცა მაინც გვყავდა ქართველებს და 2008 წელს ვინ უყო ნეტა? მე რაღაც არ მახსოვს :)
ალბათ ამ ორი ფაქტის შედარების საფუძველი რუსეთმა მოგცა, თუმცა ერთია - მაშინ ჯარი გიპყრობდა
ახლა კი ამბოხი არ არის საჭირო- გყიდიან.
ჰეჰ, კარგი ბიჭი ხარ შე ბექა..
8. საინტერესო კაცი! საინტერესო კაცი!
7. არაჩვეულებრივია!!! დაგილოცოს კალამი!!! არაჩვეულებრივია!!! დაგილოცოს კალამი!!!
5. კარგია, ფიცხელაურო! მადლი შენს მარჯვენას! მე ამას გირჩევდი; ეგრე მოკლედ არ მოგეჭრა ეგ საინტერესო ამბები, კალამი გერჩის, ბალღო, და განავრცე, დახვეწე, კაი მოთხრობა გამოგივა, თემაც მარადუკვდავია - ქართველ მთიელთა ბრძოლა ურუსთა წინააღმდეგ. აბა, შენ იცი, წარმატებები კარგია, ფიცხელაურო! მადლი შენს მარჯვენას! მე ამას გირჩევდი; ეგრე მოკლედ არ მოგეჭრა ეგ საინტერესო ამბები, კალამი გერჩის, ბალღო, და განავრცე, დახვეწე, კაი მოთხრობა გამოგივა, თემაც მარადუკვდავია - ქართველ მთიელთა ბრძოლა ურუსთა წინააღმდეგ. აბა, შენ იცი, წარმატებები
4. ხო, ვერც ახლა მიაღწევს და ვერც ვერასდროს! გაიხარე, ქართველო:)
ქრონიკებსაც გადავხედავ ინტერესით. ხო, ვერც ახლა მიაღწევს და ვერც ვერასდროს! გაიხარე, ქართველო:)
ქრონიკებსაც გადავხედავ ინტერესით.
1. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ამ ლინკზე შეიძლებთ ნახოთ ხევსურეთს აჯანყების ქრონიკები
http://74.125.77.132/search?q=cache:3Z8gbCOIOKwJ:ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98+%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&hl=ka&ct=clnk&cd=2&gl=ge&client=firefox-a თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ამ ლინკზე შეიძლებთ ნახოთ ხევსურეთს აჯანყების ქრონიკები
http://74.125.77.132/search?q=cache:3Z8gbCOIOKwJ:ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98+%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&hl=ka&ct=clnk&cd=2&gl=ge&client=firefox-a
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|