ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2018


ძვლებში არ გადიან სულის ტკივილები

ძვლებში არ გადიან სულის ტკივილები,
სახეს, აღარც ბინდი აღარ ეფინება,
მთვარე, მზის სხივი თუ მიწა გვირილებით,
მალე სულიერიც გროში ეღირება,
კოჭლობს ... ვინაიდან ისე გამარტივდა,
ჩვენი ადათი და ჩვენი სადღეგრძელო,
ქრისტეს დავიჯერო როგორ არ ასტკივდა,
ფეხქვეშ რომ გაიგდო ხალხმა საქართველო,
ნუთუ რაც მასწავლეს სრული აბბსურდია,
ნუთუ ქართველები ვეღარ ქართველობენ,
ჩვენთვის რაც წინაპრებს გულით აუხსნიათ,
ნუთუ ... ანგელოზნი აღარ გვიწყალობენ?
თითქოს ისტორიულ ნახატს გვიტოვებდეს,
სისხლით აფერადებს ვიღაც არემარეს,
კაცი, კაცს როგორღა უნდა იმონებდეს,
სულებს ასე ძლიერ როგორ გაეყარეს?
სახლში არ მოსული, ცაში ბინადრების,
აქა მიჩვეული, წასულთ სხვა ღამეში,
ციხეს, იქ ტკივილს და დარდზე განაძლების,
ოჯახთ, რა სინდისით ვუცქერთ მაგ თვალებში!
სისხლი ისეთნაირ დუღილს წამოიწყებს,
სული, ისეთნაირ ღმუილს გვიწილადებს,
წვიმას აწ მომკვდავი მკერდით წამოიღებს,
მერე, კატასტროფაც უნდა გვიწირავდეს,
ისე სადისტია ჩემი ამბიცია,
თითოს უცოდველი კრავის მონათხრობი,
წვლილის შეტანისთვის დარდი განმიცდია,
ღმერთო, მაპატიე რომ არ მომაგონდი,
მაქვს და იმედები მაცოცხლებენ,
თითქოს სიზმარივით ამიხდება,
ეშმაკს, ქართველები ამარცხებენ,
ქართველნს ცუდი სული არ გვიხდება ...
სახეს ირონია შეჰპარვია
როცა ეკლესიას მიაშურეს,
უფალს სათითაოდ შეჰბრალვია,
ის ვინც მოღალატეს უერთგულებს.
სანამ წმინდანებით ვიარსებებთ,
სანამ სული უდგას ეკლესიას,
სანამ ანგელოზნი შეგვავსებენ,
მანამ, დავამარცხებთ აგრესიას !!!
არ მაქვს უფლება რომ განვსაჯო და
როგორც უცოდველმა გავიღიმო,
ვწერო, თითქოს ღმერთ არ მახსოვდა,
თითქოს, ამ ნაწერით განვიგმირო,
ღმერთო მომიტევე ის ყოველი,
რომ თუ დავაშავე განკიცხვისას,
მინდა გვიფარავდეს ღვთისმშობელი,
მშვიდად მივებაროთ ყველა მიწას, ...
ძვლებში არ გადიან სულის ტკივილები,
სახეს, აღარც ბინდი აღარ ეფინება,
გული ისე მიძგერს გამალებით,
თითქოს, აღარავის ეწირება ...
ლექსებს, ჩიტებივით გავაფრენდი,
დღეს კი ყველაფერი საბაბია,
ჩემი მიწა წყალის მეტი არაფერი,
მეტი არაფერი მაბადია,
ჰოდა შენ გიყურებ, მუხლზე დამხობილი,
ღმერთო, იმედო და ღმერთო სადარდელო,
გთხოვ და გევედრები, თვითონ მე ცოდვილი,
ფეხზე დააყენო რწმენით საქართველო !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები