ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2018


***

დღეს არა... მოდი ხვალ დავთვრები!..
დღეს იყოს ასე!
დღეს ისევ ფხიზლად ყოფნა მინდა
თუნდაც ბოლოჯერ,
თუნდაც ბოლოჯერ
გავიაზრო სიცოცხლე მინდა,
მერე კი ლოთმა ვაბანცალო სული ბოლომდე,
ბოლომდე ალბათ დიდი დროა ან კიდევ არა
და ეს მადარდებს... გავუძლებ მყარად?
თუმცა რა დარდი ან გაძლება მალაპარაკებს?
-დარდისთვის მხოლოდ კაცთ სცალიათ, ლოთებს კი არა
და მე რა კაცად შეიძლება ჩამთვალოს ვინმემ?
დღეს კიდევ ჰო და, ხვალიდან კი სულ არ ვარ, არა,
დღეს კიდევ ჰო და ხვალიდან კი ვერ ვიგრძნობ ალბათ
თუ გათენდება, მზეს თუ სხივი ექნება კვლავაც...
და მე ხვალიდან ღამე მომწონს შიშით და ბნელით
და დაუცველი...
რად მინდა დაცვა?
რად მინდა ფერი?
ან სად წერია
მარტოსულებს რომ ჰქონდეთ განცდა?
-დაკარგვის განცდა ყველაფრის და
თან არაფერის,
ჰო არაფერის... მარტოსულებს სევდა აქვთ მხოლოდ,
სევდა კი არსად იკარგება შენია, შენი
და აჰა კიდევ ემატება ლოთობის გემოც
ეს კი სულ სხვაა,
რაღაც სხვაა უცხო სურნელით....
და მე ხვალიდან
ამ სურნელით დავიწყებ თრობას,
ჰო ხვალიდან...
დღეს იყოს ასე,
დღეს მტიკოდეს ბოლოჯერ მოცდა...
დაე ბოლოჯერ
გავიაზრო ცხოვრების მახე
და მერე მორჩა...
და მერე მორჩა...
მე ხვალიდან...
ჰო ხვალიდან ფიალას ვავსებ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები