მზე რა მერყევია - ხან ადის, ხან ჩადის... მთვარეც ხან სავსეა და ხანაც ნახევარ. ბოლოს დროს, მეც რყევებს დავუამხანაგდი და ახლა ნამდვილი "ორმაგი სახე" ვარ.
ტყუილი, სიმართლე, შფოთი და სიმშვიდე, პირველ-მეორეზე ერთმანეთს ითვლიან. სანამ ეს კონტრასტი ფსიქოს ამიშლიდეს და სანამ სახელიც გიჟის გამითქვია,
უნდა შევაჩერო ორმაგი თამაში, წერტილი დავუსვა ამ უკუღმართობას. ერთ სახეს დავჯერდე, ურყევად და მაშინ შევძლებ მე განღმრთობას...