ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
27 აპრილი, 2018


Emily Dickinson - Revolution is the Pod (1082)

ემილი დიკინსონი - რევოლუცია  ბარდის პარკია (1082)

რევოლუცია ბარდის პარკია -
წყობილებათა ტკაცუნით მბადი
როს ნებელობის ქარები ქრიან,
მშვენიერია, ვითარცა ვარდი

ოღონდ თვინიერ ხენეში ფუძის;
თავისი თავის მესაფლავეა,
ნებისმიერი ტურფა ზაფხული,
თავისუფლების სვეც ხომ ასეა -

უქმად, უძრავად შთენილი ვარჯზე
მეწამულ ელფერს დაკარგავს თოხლო,
რევოლუცია შეაჯანჯღარებს,
რათა შეატყოს - მოკვდა თუ ცოცხლობს.

27 აპრილი, 2018 წ.


I სტროფის მეორე ვარიანტი:

რევოლუცია ბარდის პარკია -
ტკაცუნით მბადი ახალ წყობისა
როს ნებელობის ქარები ქრიან,
მშვენიერია ყვავილობისას,



Emily Dickinson - Revolution is the Pod (1082)

Revolution is the Pod
Systems rattle from
When the Winds of Will are stirred
Excellent is Bloom

But except its Russet Base
Every Summer be
The Entomber of itself,
So of Liberty -

Left inactive on the Stalk
All its Purple fled
Revolution shakes it for
Test if it be dead.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები