ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2018


მე კი ასე ვმაისობ!

დილამ თვალი ჩამიკრა, გავიღვიძე - მადლი ცას,
ათინათი - ბაჭია ჩამომიჯდა საწოლზე.
შემომცინა თვალებში და სარკმლისკენ გაიქცა,
ამინდია ისეთი, დილიდან თავს მაწონებს.
ამ დღესავით ვეთბილე თვალფშვნეტია ფიქრებსაც,
ყავაც რა გემრიელი გამოსვლია ყავადანს...
ვიცი, დღეს ყველაფერი მართლა კარგად იქნება,
თითქოს დასტურს მაძლევსო ჭაღიც, ჭერიც, კარადაც!
მოვიხატე თვალები ცის ფერით და სინათლით,
მოვი-საგზალ-მარაგე რწმენა სადღეღამისო!
ჩემს თავს ჩემივე თავი განწყობილი მივართვი,
დღემ მაისი დამისხა და პირამდე ამივსო!!!
30.05. 18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები