 | ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 მაისი, 2018 |
ბებიაჩემმა ანიკო სოლომანოვნამ რომ იცოდა თქმა, ,,ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”, ისეა ჩემი საქმე ახლა. ა, ბატონო, ოფიციალური წერილი- მოლოცვა, ამერიკის პოეტთა აკადემიის ასოცირებულ წევრად აგირჩიეთ და შენი მუხლების ჭირიმე, შენს ჯანს ვენაცვალე, უარი არ გვითხრაო, მთლად პრეზიდენტი მწერს. რა ამაყი იყო გალაკტიონი, საქართველოს პოეტი- აკადემიკოსი რომ გახდა! რითმა და რითმა ,, აკადემია/ ნაკადებია”.... ახლა ვფიქრობ, ხომ არ გავუგზავნო დასტური და მერე ვაბოლო ქართველი კოლეგები და ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოება, თქვენ როგორ მიყურებთ, ჩემო ბატონო, მე ამერიკის პოეტთა აკადემიის წევრი ვარ, ანუ ლამის პოეტი- აკადემიკოსი- მეთქი. არ მითხრათ ახლა, ჩვენში ეგრე არ ბოლდებიანო.
მაპატიეთ, აქედან ფოტო სასწრაფოდ, თუმცა დროებით ავიღე, ახლობელმა გამაფრთხილა პირადში, მთელი შენი იდენტობა, მისამართი და ა.შ. აწერიაო. ახლა სახლამდე მოვაღწიე, მისამართი და პირადი ინფორმაცია დავფარე და ისე გადავუღე ფოტო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გილოცავთ, ქალბატონო ნინო, ყოველგვარ წარმატებასა და დაფასებას! - ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ ლიტერატურულ წრეში დიდი პატივით მიგიღებენ!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
დასტური აუცილებლად უნდა გაუგზავნოთ და აქვე ყველა ნიჭიერ ავტორს, ვინც უცხო ენაზეც წერს, მინდა მივმართო: მერწმუნეთ, ნებისმიერ ქვეყანაში დაგიფასდებათ შრომა და ნიჭი საქართველოს გარდა - თავისთავად დაგიფასდებათ!... საქართველოში კაცმა კარიერა უნდა გაიკეთოს ქართულად: ჩაწყობა - ნაცნობ - მეგობრობა - რქებით, თორემ თავისთავად(ბუნებრივად) ქართულ სინამდვილეში არასდროს არაფერი არ ხდება - გამორიცხულია!
P.S. ეს ორი სიტყვით, ისე კი, აჯობებდა ვრცელი კომენტარი გამეკეთებინა... თქვენი ერთი პუბლიკაცია ჩამრჩა კიდევ გულში, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე, რომ დავჯდარიყავი და განმევრცო; ისე კი ჩაფიქრებული მაქვს...
გილოცავთ, ქალბატონო ნინო, ყოველგვარ წარმატებასა და დაფასებას! - ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ ლიტერატურულ წრეში დიდი პატივით მიგიღებენ!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
დასტური აუცილებლად უნდა გაუგზავნოთ და აქვე ყველა ნიჭიერ ავტორს, ვინც უცხო ენაზეც წერს, მინდა მივმართო: მერწმუნეთ, ნებისმიერ ქვეყანაში დაგიფასდებათ შრომა და ნიჭი საქართველოს გარდა - თავისთავად დაგიფასდებათ!... საქართველოში კაცმა კარიერა უნდა გაიკეთოს ქართულად: ჩაწყობა - ნაცნობ - მეგობრობა - რქებით, თორემ თავისთავად(ბუნებრივად) ქართულ სინამდვილეში არასდროს არაფერი არ ხდება - გამორიცხულია!
P.S. ეს ორი სიტყვით, ისე კი, აჯობებდა ვრცელი კომენტარი გამეკეთებინა... თქვენი ერთი პუბლიკაცია ჩამრჩა კიდევ გულში, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე, რომ დავჯდარიყავი და განმევრცო; ისე კი ჩაფიქრებული მაქვს...
5. ნეფერტარი, ნიკი, მუხა, ელადა! მადლობა. მრავალი სიკეთე მომელოცოს თქვენთვის და მაპატიეთ პასუხის დაგვიანება. არ მინდოდა, ლათინური შრიფტით მომეწერა აქამდე. ნეფერტარი, ნიკი, მუხა, ელადა! მადლობა. მრავალი სიკეთე მომელოცოს თქვენთვის და მაპატიეთ პასუხის დაგვიანება. არ მინდოდა, ლათინური შრიფტით მომეწერა აქამდე.
4. გილოცავთ წარმატებებიქალ. ნინო. გილოცავთ წარმატებებიქალ. ნინო.
3. მართლაც კარგი ამბავია. აბა რა!, ურაკპარაკს ხომ უნდა ჰყავდეს აკადემიკოსები, ქალბატონო ნინო გილოცავთ. მართლაც კარგი ამბავია. აბა რა!, ურაკპარაკს ხომ უნდა ჰყავდეს აკადემიკოსები, ქალბატონო ნინო გილოცავთ.
2. რა კარგი ამბავია ქალბატონო ნინო გილოცავთ მთელი გულით
ცხადია დასტური უნდა გაუგზავნოთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს ძალიან გაგვიხარდება ყველას
და ლამის რატომ? ნამდვილად გეკუთვნით აკადემიკოსის ხარისხი :)
გილოცავთ ამ წარმატებას
რა კარგი ამბავია ქალბატონო ნინო გილოცავთ მთელი გულით
ცხადია დასტური უნდა გაუგზავნოთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს ძალიან გაგვიხარდება ყველას
და ლამის რატომ? ნამდვილად გეკუთვნით აკადემიკოსის ხარისხი :)
გილოცავთ ამ წარმატებას
1. გილოცავთ ქალბატონო ნინო ამ მაღალ სტატუსს. ახლა ქართველებს ორი პოეტი აკადემიკოსი გვყავს და ეს ნამდვილად ძალიან დიდი ამბავია.
ისე გამეხარდა ნუ იტყვით.
ასეთი ამბებით სიამოვნებით დავბოლდები.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ შესანიშნავ ჯანმრთელობას და ულამაზეს მუზას თქვნი კალმის წვერზე.
ღრმა პატივისცემით,
გილოცავთ ქალბატონო ნინო ამ მაღალ სტატუსს. ახლა ქართველებს ორი პოეტი აკადემიკოსი გვყავს და ეს ნამდვილად ძალიან დიდი ამბავია.
ისე გამეხარდა ნუ იტყვით.
ასეთი ამბებით სიამოვნებით დავბოლდები.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ შესანიშნავ ჯანმრთელობას და ულამაზეს მუზას თქვნი კალმის წვერზე.
ღრმა პატივისცემით,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|