 | ავტორი: იადონი ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2018 |
მაპატიე მამიკუნა, რომ გიჭამდი ნაყინს, მადლობა, რომ მისურვებდი ყოველ ახალ კაპრიზს.. მაპატიე ყველა წყენა, რაც წარსულში დარჩა. დღეს ღიმილით მახსენდება, თუმცა მწარე ჩანდა.. სამსახურის შემდეგ მხრებზე, რომ გეკვროდი მუდამ- არ ვიცოდი საღამოს, რომ დასვენება გსურდა. ყოველ დილით მზესთან ერთად გაღვიძებდი თურმე, დღესაც ისევ გარინდებით გულისცემას ვუსმენ! მადლობა, რომ მასწავლიდი სიმართლის გზით მევლო! თუ მართალი ვიყავი, რომ არსდროს დამეთმო! სიმართლე თქვი მუდამ, შვილო, მე შენს გვერდით ვდგავარ! მსოფლიო რომ წინ დაგვიდგეს- წყლიდან მშრალად გავალთ! წიგნის კითხვა შემაყვარე, ლექსების თქმას მთხოვდი. და პოეტებს შორის, მხოლოდ ჩემით ამაყობდი! ღამით გზაზე მაკითხებდი სადიდებლებს, მრწამსს და შიში სადღაც ქრებოდა და მხოლოდ უფლის მწამდა. მამხნევებდი მუდამ, ჩემში, ძალას შენით ვკრეფდი, ძლიერ მამის ძლიერ გოგოდ თავს სულ გაჩვენებდი! არ გეგონოს, რომ არ მახსოვს ცრემლები შენს თვალზე.. ტკივილის თუ სიხარულის?!-ამას დღემდე ვარკვევ.. მადლობა, რომ მზრდიდი თამამს, დამოუკიდებელს. ჩაურევლად რომ ვიღებდი გადაწყვეტილებებს.. მუდამ გწამდა! არასოდეს, რომ გატკენდი გულს და ყოველ ახალ წარმატებით სიხარული გსურდა.. შენ ებრძოდი ყველა სუსტ და უნუგეშო აზრებს, მიმალავდი- ცხოვრებისგან ცივ და უხეშ ამბებს.. და ფერადად რომ ვიხსენებ დღეს ბავშვობის კადრებს, ნეტავ, ამაგს გადაგიხდი?! რას ჩავიდენ ასეთს? მახსოვს შენი რეაქცია, მზრუნველობა მამა.. ისიც ვიცი საზღაურად, რომ ტყუპებიც კმარა. როგორ შევძლო დავივიწყო, რაც ამ თვალმა ნახა- მკაცრი მამა-საოცნებო, თბილი ბაბუ გახდა.. სულ ბრაზობდი, რომ არასდროს ვწერდი შენზე ლექსებს, გრძნობას სტროფში ვერ ვატევ და სათქმელს რითმში - ვერც ერთს! და იცოდე დღეს, რომ ბევრი მოგონება მათბობს.. შემიყვარდი იმ წამიდან, რაც კი თავი მახსოვს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. იშვიათად წერენ მამაზე, თან ამდენი ემოციით. იშვიათად წერენ მამაზე, თან ამდენი ემოციით.
4. საბაშვოში რომ ყოფილიყო აჯობებდა. +2 საბაშვოში რომ ყოფილიყო აჯობებდა. +2
3. ძალიან, ძალიან მესიამოვნა. ძალიან, ძალიან მესიამოვნა.
2. ალბათ იმიტომ, რომ ცრემლებით დაწერილია.. და ჯანმრთელობაც ძალიან შორსაა ჩემი მამისგან დღეს უკვე <3 მადლობა <3 ალბათ იმიტომ, რომ ცრემლებით დაწერილია.. და ჯანმრთელობაც ძალიან შორსაა ჩემი მამისგან დღეს უკვე <3 მადლობა <3
1. Imdenad momewona, vitire. Titqos chem gulshi ijeqi da chemi satqmeli tqvi. Didxans janmrteli gimyofos gmertma mamiko Imdenad momewona, vitire. Titqos chem gulshi ijeqi da chemi satqmeli tqvi. Didxans janmrteli gimyofos gmertma mamiko
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|