"მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს. „აღარ დაბრუნდებიანო“, - ავრცელებენ ჭორს..."
სიცოცხლე გადის! წეროსავით მიფრინავს წელი!.. წელი წელს მისდევს, დაუნდობლად გვიმატებს ასაკს. თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი და აღარ იცი, ეს სიბერეც რამდენ ხანს გასტანს.
გონი მუშაობს გამალებით, - იხსენებს წარსულს, თუმც უარს ამბობს, გაიხსენოს, რა მოხდა გუშინ. საოცარია, დეტალებიც კი როგორ ახსოვს! ახსოვს, ზამთარში რომ აყვავდა ფრთათეთრა ნუში...
ველოსიპედის ოთხ თვალს, ახსოვს, ორი რომ მოხსნეს, ხელიც გაუშვეს, - „აწი, უკვე, თავად ივლისო“. ახსოვს, ზღვისპირას იდგა მამა, მიწას რომ მოსწყდა და ზღვის სიღრმეში შეიტყუა ცხელმა ივლისმა.
რა აღარ ახსოვს?! - ბაღის წლები, ძველი ანბანი, მოწიწებით რომ „უსახსოვრა“ მეზობლის გოგომ... რა მონდომებით შეისწავლა ყველა ნახატი და მერე როგორ კითხულობდა, ცდილობდა როგორ!..
ახსოვს, თუ როგორ წაიყვანა სკოლაში მამამ პირველ სექტემბერს, პირველ კლასში! რა დრო გასულა?! არ ავიწყდება სტუდენტობის ნანატრი ხანა, თუმც სტუდენტობაც მალე იქცა ლამაზ წარსულად!
ყველას იხსენებს! ისიც ახსოვს, ვინ, როდის, რა თქვა, რამდენს უყვარდა! გაახსენდა დრო გარდასული. დღე დღეს მისდევდა! ვერ ამჩნევდა, ბუნებით თამამს, მის ნებაზე რომ ატარებდა სევდა წარსულის!
სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!.. წეროებივით მიფრინავენ, გვმატებენ ასაკს! თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი და არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს.
16.03.2018.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ლექსია კარგია, მარა სიბერე ხომ არ შემოგეპარა,?! რა დროს თქვენი წარსულის გახსენებაა, ჯერ ბევრი წლები გაქვთ წარსულის გასახსენებლად, მართლა რომ დაბერების წლები მოვა, მაშინ რაღას იტყვი? ასე რომ ახლა გაქვს ყვავილობის დრო, ყველა ასაკს თავისი დამამშვენებელი თვისებები აქვს.
ყველას ეშინია სიბერის, მაგრამ ყველა სიბერემდე მისვლას ნატრობს. იცოცხლე დიდხანს და იხარე, ყოველმხრივ ნიჭიერო ხელოვანო . ეს ლექსია კარგია, მარა სიბერე ხომ არ შემოგეპარა,?! რა დროს თქვენი წარსულის გახსენებაა, ჯერ ბევრი წლები გაქვთ წარსულის გასახსენებლად, მართლა რომ დაბერების წლები მოვა, მაშინ რაღას იტყვი? ასე რომ ახლა გაქვს ყვავილობის დრო, ყველა ასაკს თავისი დამამშვენებელი თვისებები აქვს.
ყველას ეშინია სიბერის, მაგრამ ყველა სიბერემდე მისვლას ნატრობს. იცოცხლე დიდხანს და იხარე, ყოველმხრივ ნიჭიერო ხელოვანო .
5. ძალიან კარგი იყო, წარმატებები ავტორს ++ ძალიან კარგი იყო, წარმატებები ავტორს ++
4. უნაკლო ლექსია და გულწრფელი. მშვენიერია.
უნაკლო ლექსია და გულწრფელი. მშვენიერია.
3. გაუშვით თავფურცელზე...
გაუშვით თავფურცელზე...
2. ნაცნობი სევდა. დამთრგუნა. 5 ნაცნობი სევდა. დამთრგუნა. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|