მოგმართავ ახლა ამ წერილით, ბევრსაც არ გეტყვი, ან უფრო სწორად იმდენს ვერა, რომ იმსახურებ. სხვას ანახო და ასე ნიშნავს, მტერთან გაგეთქვი და ამის მერე, ეს წერილი, ისე დახურე, გამომიგლოვე, როგორც გლეხის ცოლმა ნასეტყვი ვაზი და... მოკლედ, აგრერიგად, იმას ვამბობდი -არ მიატოვო ეგ ცხოვრება, ასე უცოდველ. რასაც ფიქრობდი, აგროვებდი ანდა ლამობდი, ან ამის მერე იხრჩობოდე, ისე გწყუროდე, იმ ჭაობებში ნუ გაცურავ, სადაც ვჭარბობდი. რაც მთავარია, ცრურწმენათა არა ირწმუნო და ნურც სარკეებს გამოაწყობ ფერმკრთალ ზეწრებში. კარიდან გასულს, წერტილად მყოფს, აღარ მიყურო. გამოარჩიე ჩვენს გარშემო მყოფ გარეწრებში, ყველაზე მეტად უფლის სახელს ვინც არ ფიცულობს და გახსოვდეს, რომ დღე დადგება - გულით მიგიღებს. ხომ გახსოვს, ვინმე ავაზაკი - უფლის ჯვარცმისას. ზღვა გვყოფდეს, მაინც შენი მქონდეს ყველა ჭირი მე, ყველა კოშმარის დასიზმრება, შუაღამისა, მე მომანიჭე, მე მაჩუქე და დამირიგე! რთულია, ვიცი, სამოთხის გზა განვლო ამქვეყნად. ადვილი არის უფრო - ცოდვა გაითავისო! და თუ სინდისმა ჩემზე მეტად წიხლით დაგქენჯნა და თუ ოდესმე ისე გწვავდეს, ვით მზე აგვისტოს… გამოიტანე შენი სული თოკზე საფენად. რომ დაინახოს, ყველა მგზავრმა, ამვლელ-ჩამვლელმა. გაგკენწლოს, გლანძღოს, ანდა გაქოს, ანდა გადიდოს, რომ არ დაგინდოს დრომ სასტიკმა, სულის დამღლელმა. შენ კი იძახდე, შენ კი გრძნობდე სუნთქვით, - აქსიოს! და გადაფაროს შენი ფიქრი ჩემმა სახელმა. მე, განსხვავებით შენგან, წერა სულ არ გამომდის. აბა სად დავწერ მასეთ ტანკას, მასეთ ჰაიკუს... მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვას ვლამობდი, გავიწირები, ვით ჭადრაკში შავი პაიკი! ცილს ნუ დამწამებ, რომ ოდესმე სახევსხვაობდი. მოკლედ ასეა, არ ექნება წერილს კონვერტი, არც ზღვის ტალღებში ჩაკარგული ბოთლის პატივი. უბრალოდ, როცა შემოგაკლდეს, რომ არ მოვედი, მომწერე კუთვნილ სიყვარულის ადრესატივით. მე გიპასუხებ... ხშირად ჩუმად, მაგრამ ყოველთვის… და ასე გავა, პოსტუჩემო, ეს საუკუნე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფეიზე წავიკითხე ეს. 5 და გზას დავულოცავ თავფურცელისკენ ფეიზე წავიკითხე ეს. 5 და გზას დავულოცავ თავფურცელისკენ
3. მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი... მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი...
1. საინტერესო სტრუქტურა აქვს.
კარგად იკითხება.
საინტერესო სტრუქტურა აქვს.
კარგად იკითხება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|