ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2018


მოვედი ჩემამდე...

ვზივარ და ხსოვნასთან ვშლი რეტრო პასეანსს,
წლებია, ასეა...
უკვე რა ხანია აღარ ვცლი ლარნაკებს,
სიმშვიდე მალაგებს...
ბავშვობა დამიდის ოთახში წინდებით,
თავთან არ მწყინდება...
გვირილებს თეთრ ფურცლებს როდესაც ვაცლიდი,
თქვეს არა! - დავცილდით...
წარსული სადმე ხომ შეხვდება მომავალს,
ჰო, როცა დრო გავა...
ახლა კი განვლილი ცხოვრების საგას ვწერ,
სიბერის სამანზე.
სიცოცხლე მჭირდა და ცხოვრებას მე ვჭირდი,
გიხსენებ ეჭვივით...
შემდეგი ცხოვრების ვნებათა მინდორზე,
რა ვიცი, გინდომებ?..
მე, წლები, ფიქრი და გულღია ვერანდა
მოვედით ჩემამდე...
07.05.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები