ემილი დიკინსონი - თუ გახლეჩ ტოროლას, დაგატკბობს რიკრიკი (861)
თუ გახლეჩ ტოროლას, დაგატკბობს რიკრიკი, ვერცხლის ფირფიტებში ნახვევი ჰანგები, მწირად გაგზავნილი ზაფხულის დილისთვის - თუ მელოდიები მოგყირჭდა ჩანგების.
თქრიალით წამოსულ ნიაღვრის მსვლელობის ალაგმვა ძნელია, ვით დაბმა ქარიშხლის, ურწმუნო თომაო, მეწამულ მცდელობით, დარწმუნდი - ფრინველი რომ იყო ნამდვილი?
15 მაისი, 2018 წ.
Emily Dickinson - Split the Lark — and you'll find the Music (861)
Split the Lark — and you'll find the Music — Bulb after Bulb, in Silver rolled — Scantilly dealt to the Summer Morning Saved for your Ear when Lutes be old.
Loose the Flood — you shall find it patent — Gush after Gush, reserved for you — Scarlet Experiment! Sceptic Thomas! Now, do you doubt that your Bird was true?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. შესანიშნავია. შესანიშნავია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|