ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2018


მადლენა

ნაწილი II ,,ფსევდო-ულტიმატუმი''

  ბებიის დნატოვარი ფუნჯები ჰქონდა მადლენას, არცერთი მათგანი არ გახლდათ ნახევარი წყრთის ზომაზე მეტის,როგორც წესი კი თავის შეზავებულ საღებავებს იყენებდა,სხვადასხვა ფერადი ქვების დაფშვნის შედეგად მიღებულს,თავადაც უკვირდა სად პოულობდა,მთელი არტარიას საშუალორიცხოვანი მოსახლეობა ხომ აღნიშნული  ქვების ძიებაში იყო ჩაფლული,მადლენასგან განსხვავებით აქტიურად...
  თვითკმაყოფილების გადაზედმეტებული შეგრძნება(რომლის უსახელო ჩემპიონის ტიტულიც ჰქონდა) ნელ-ნელა უქვეითდებოდა,რადგან დიდი ხანია არ დაუხატავს და ეს ყველაზე მეტად აბრაზებდა,არამცდაარამც თრგუნავდა,მადლენა არასდროს ითრგუნებოდა! უბრალოდ ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ აწბილებდა მის საყვარელ მხატვრებს,რომლებიც ზედმეტად არისტოკრატული ისტორიითა და ჰაბიტუსით გამოირჩეოდნენ,თავი მათი პირველი მოსწავლე ეგონა,იქნებ საფლავში ტრიალებს ჩემი როი*-ო ფიქრობდა და აჯრჯოლებდა...
  გადაწყვიტა პოპ-არტი, ზეტში! (გაბედული ნაბიჯია,ჩაულაპარაკა თავს) გამოკვეთილი კონტურებითა და ღაჟღაჯა ფერებით... 1 საათში დაასრულა და ადგილზევე გადახია იმპულსურად,ყვითელი ფერი მოუვიდა მეტი.
- საკარიეშია* შენი ადგილი,იდიოტო!- შეჰყვირა თავს და პირის ნაცვლად თვალებზე აიფარა სირცხვილით ხელი,გვიანად გაახსენდა რომ უკვე თენდებოდა და დაუფრთხობდა მამას ძილს.
  დაბნეულობა ეტყობოდა სახეზე,პირველად მოუვიდა ასეთი შეცდომა... დამლახვროს ძახილში კი ჩაეძინა,მანამდე ულტიმატუმი წაუყენა თავს,თუკი შემდეგ ცდაზე ვერ დახატავდა,საკუთარი ხელით მიართმევდა საუკეთესო პოპ-არტის წოდებას მეზობელ ჯილენს(არტარიაში ბევრი ოცნებობდა ამ უკონკურსო ტიტულზე).
    3 საათის ძილის შემდეგ,მადლენა თავის რეალურ სახეს დაუბრუნდა! სულ გადაავიწყდა ულტიმატუმი თავთან,ჯილენი და თავად როიც კი. სისულელაა,უმეორებდა საკუთარ თავს,მაინც არავის ანაღვლებს არტარიას ხალხი,მე ხომ მითუმეტო... ხატავდა,კითხულობდა და მისი მთავარი ფრაზა ,,მაინც არავის ადარდებ'' უფრო მოსწონდა,ვიდრე ჯილენის ,,I don't give a fuck''...

* როი ლიხტენშტეინი - პოპ=არტის ერტ-ერთი დამაარსებელი
*კარიე - გურულად საქათმე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები